ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ისტის ინტეგრირება სასწავლო პროექტში პირველი დღის რეფლექსია


2018 წლის 5 ოქტომბერს დავიწყე დასწრება ძალიან საინტერესო ტრენინგზე, რომელიც გაიხსნა ტრენინგის გეგმის გაცნობით. ტრენერმა წარმოგვიდგინა გაცნობის ორიგინალური მეთოდი "კაცუნები" რისი მეშვეობითაც ტრენინგის მონაწილეებმა გავცვალეთ ინფორმაცია და გავიცანით ერთმანეთი.
შემდეგი აქტივობა იყო პროგრამა ვიუერის მუშაობის პრინციპის გაცნობა,  ვისწავლეთ მონიშვნების გაკეთება, რაც გამოვიყენეთ კიდევაც ჩვენთვის საინტერესო ნაწილების გამოსაყოფად.
ამის შემდგომ ჩვენი ძალიან საინტერესო და არაორდინალური ტრენერის მიერ გონებრივი იერიშის მეთოდით განვიხილეთ 21 - ე საუკუნის უნარ ჩვევები. გაიმართა საინრერესო დისკუსია განხილვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა პროექტის შემადგენილი საქაღალდეების გაცნობა, ვნახეთ პროექტის გეგმის ნიმუში, პროექტის პრეზენტაციის გეგმის ნიმუში და ამ საინტერესო და დატვირთული დღის ბოლოს ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პირველი დღის რეფლექსია.


No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...