უცხოური ენის სტანდარტი

თავი XXIV (შეტანილია ცვლილება მინისტრის ბრძანებით N 159/ნ, 21.09.2011) საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში 1. ზოგადი ნაწილი ა) შესავალი საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოპოვების ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ დონეებთან და მითითებულია, სწავლების რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის ამა თუ იმ დონეს. ბ) უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს: • განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია; • განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე; • გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი; • ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება; • განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი; • მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან; • განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი. ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა: სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა: • გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა; • მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა; • უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა; • ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა; • წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა; სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება: • სამეტყველო უნარ-ჩვევები; • ენობრივი უნარ-ჩვევები; • სტრატეგიული უნარ-ჩვევები; • ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა; დამოკიდებულებების ჩამოყალიბება: • ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა; • ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა; • კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა; • პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა; • ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ; • უცხოური ენების სწავლის სურვილი. გ) უცხოური ენების სწავლების საფეხურების დახასიათება უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები აქვს. უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლების აღმზრდელობითი მიზანია მოზარდის მომზადება მომდევნო - საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლისათვის. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს: • მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და სხვა); • დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ; • სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომელთაგან სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება, წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა. რაც შეეხება უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ადგილი უჭირავს უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებასა (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენას. დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და გამოიყენოს სწავლების შესატყვისი ხერხები. უცხოური ენის სწავლება საბაზო საფეხურზე საბაზო საფეხური სავალდებულო სწავლების დამამთავრებელი ციკლია: საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ნაწილი ტოვებს სკოლას და აქტიურ ცხოვრებაში ერთვება. ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება (ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. . . ). უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზისო ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში. კერძოდ, ამ ციკლის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს: • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ორ უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში; • კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების გამოყენება; • ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, კულტურა); • ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში. საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის უზრუნველსაყოფად სწავლების მეთოდიკაში უნდა დაინერგოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს (მრავალმხრივი შეფასება). უცხოური ენის სწავლება საშუალო საფეხურზე ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარ აღმზრდელობით მიზნად რჩება მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. მოსწავლეს, რომელი სფეროც არ უნდა აირჩიოს მან პროფესიული საქმიანობისათვის, უცხოური ენა დასჭირდება როგორც ინსტრუმენტი ცოდნისა და გამოცდილების გასამდიდრებლად. ამდენად, საშუალო საფეხურზე უცხოური ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან შეძლოს ერთ ან ორ უცხოურ ენაზე: • სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების (რეპორტაჟი, საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება, გაანალიზება და დამუშავება შემდგომში გამოყენების მიზნით სასწავლო საქმიანობაში; • ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება; • მეგობრული თუ საქმიანი წერილების შედგენა, აქტუალურ თემებზე ზეპირი მოხსენების/პროექტის წარდგენა და სხვა. დ) უცხოური ენების სწავლების ორგანიზება უცხოური ენების განაწილება საფეხურების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულოა ორი უცხოური ენის სწავლება. ამდენად, პირველი და მეორე უცხოური ენა სავალდებულო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება. მესამე უცხოური ენა შესაძლებელია საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლებოდეს (იხ. ესგ, არჩევითი საგნების ჩამონათვალი). პირველი უცხოური ენა - პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს პირველი კლასიდან ასწავლოს სხვა უცხოური ენა, თუმცა ასეთ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს მეორე უცხოურ ენად ინგლისური შესთავაზოს. მეორე უცხოური ენა - მეორე უცხოური ენის სწავლება სავალდებულოა საბაზო-საშუალო საფეხურზე. სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან. მეორე უცხოური ენა შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს. გამონაკლისს წარმოადგენს ზემოთ დასახელებული შემთხვევა. თუ სკოლას აქვს სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსი, მას შეუძლია კლასების სხვადასხვა განაყოფს სხვადასხვა ენა შესთავაზოს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მესამე უცხოური ენა - სკოლას შეუძლია მოსწავლეს არჩევით საგნად შესთავაზოს მესამე უცხოური ენა. მესამე უცხოური ენაც შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს. ინგლისური ენის სწავლება 2011-2012 სასწავლო წლიდან - თუ სკოლაში 2011-2012 სასწავლო წლამდე ინგლისური ენა არ ისწავლებოდა, 2011-1012 სასწავლო წლიდან იგი უფლებამოსილია ნებისმიერ საფეხურზე ინგლისურით ჩაანაცვლოს პირველი ან მეორე უცხოური ენა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის შეირჩევა მათი ენის ცოდნის დონის შესატყვისი დაწყებითი საფეხურისათვის განკუთვნილი დონეები (დI –დVI), ხოლო საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის - მათი ენის ცოდნის დონის შესატყვისი საბაზო-საშუალო საფეხურისათვის განკუთვნილი დონეები (სI –სVIII). მოსწავლეები შეფასდებიან იმ კონკრეტული დონის მოთხოვნებთან მიმართებით, რომელსაც ისინი ეუფლებიან. მაგალითად, X კლასის მოსწავლე, რომელიც სწავლობს სტანდარტის სV დონის მოთხოვნათა მიხედვით, შეფასდება V დონის სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებით, ხოლო X კლასის მოსწავლე, რომელიც სწავლობს სტანდარტის სI დონის მოთხოვნათა მიხედვით, შეფასდება სI დონის სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებით. უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა - უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა სამი კომპონენტისაგან შედგება: შესავალი, სტანდარტი და პროგრამის შინაარსი. უცხოური ენის სტანდარტი. სტანდარტი საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის, რომელიც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. იგი განსაზღვრავს უცხოური ენის სწავლების მოსალოდნელ შედეგებს სწავლების თითოეული საფეხურისათვის. უცხოური ენის სტანდარტი დაყოფილია არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც სტანდარტის დონეების მიხედვით დაიწერება. პროგრამის შინაარსი. საგნობრივი პროგრამის მესამე ნაწილი გახლავთ პროგრამის შინაარსი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. პროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის სარეკომენდაციო ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების განვითარება. ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში პროგრამის შინაარსი განისაზღვრა ოთხი უცხოური ენისათვის (ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური). სკოლები, რომლებსაც სხვა უცხოური ენების სწავლება აქვთ დაგეგმილი, სტანდარტით იხელმძღვანელებენ. დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები. დაწყებითი საფეხურის სტანდარტის დონეები და ასევე მათზე დაფუძნებით შედგენილი სახელმძღვანელოები, შინაარსობრივი და პედაგოგიური თვალსაზრისით, მიესადაგება ამ საფეხურის მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს. ამდენად, დაწყებითი საფეხურის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეთათვის და, პირიქით, საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის. ერთი მხრივ, დაწყებითი და, მეორე მხრივ, საბაზო-საშუალო საფეხურების დონეთა ერთმანეთისაგან გასამიჯნად სტანდარტში განსხვავებული ინდექსებია გამოყენებული - დაწყებითისათვის განკუთვნილ დონეებზე მიუთითებს ასო "დ", ხოლო საბაზო-საშუალოსათვის განკუთვნილზე ¬- ასო "ს": დაწყებითი საფეხურისათვის ექვსი დონეა გამოყოფილი, საბაზო-საშუალო საფეხურისათვის კი - რვა: დაწყებითი საფეხურის დონეები დI დII დIII დIV დV დVI საბაზო-საშუალო საფეხურის დონეები სI სII სIII სIV სV სVI სVII სVIII დონეების და კლასების შესაბამისობა. დონეების მიხედვით დაყოფა უცხოური ენების სასწავლო გეგმას უფრო მოქნილს ხდის და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტული კლასის მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოს ამა თუ იმ დონის სახელმძღვანელო. მაგალითად, I დონის ფრანგული ენის სახელმძღვანელო შეიძლება შეიტანოს მან VII კლასშიც, თუ მოსწავლეები ამ ეტაპზე იწყებენ ფრანგულის შესწავლას და X კლასშიც, თუკი ისინი ფრანგულ ენას ისწავლიან, როგორც არჩევით საგანს. კლასებისა და დონეების შესაბამისობა პირველი, მეორე და მესამე (არჩევითი საგანი) უცხოური ენისათვის: დაწყებითი საბაზო - საშუალო კლასი I II III IV V VI VII VIII IX X XI XII უცხ. ენა 1 დონე დ I დ II დ III დ IV დ V დ VI სII/ სIII სIII/ სIV სIV/ სV სV/ სVI სVI/ სVII სVII/ სVIII უცხ. ენა 2 დონე სI სII სIII სIV სV სVI არჩ. უცხ. ენა 3 დონე სI/ სII სII-სIII სIII-სIV როგორც ცხრილიდან ჩანს, პირველი უცხოური ენის შემთხვევაში, თითოეულ კლასში ორ-ორი დონეა შეთავაზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასწავლებელს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. მეშვიდე კლასის მოსწავლეები სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა სკოლაში შეიძლება განსხვავებულ დონეზე ფლობდნენ დაწყებითში ნასწავლ ენას, რაც სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამდენად, მასწავლებელი თვითონ გადაწყვეტს, კონკრეტულ მე-7 კლასში მეორე დონის (სII) სახელმძღვანელო შეიტანოს, თუ მესამესი (სIII). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსწავლეებს პირველი დონის სახელმძღვანელო დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი არ უნდა მოერიდოს პირველი დონის სახელმძღვანელოს არჩევას. მეორე უცხოური ენის შემთხვევაში მეორე დონის სახელმძღვანელო (სII) მე-8 კლასში დაწყებითი საბაზისო-საშუალო გამოდგება, არჩევითი საგნის შემთხვევაში კი - მეთერთმეტეში. დონეების სისტემის დანერგვის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებელმა კლასში არსებული რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე იმოქმედოს და ამა თუ იმ კლასში შეიტანოს იმ დონის სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეთა მოთხოვნებს შეესაბამება. ასე რომ, მასწავლებლის პრეროგიტავაა აირჩიოს, თუ რომელ კლასში რომელი დონის სახელმძღვანელოს შეიტანს. სტანდარტის დონეები და ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული ენის ფლობის დონეები ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი პოლიტიკის დეპარტამენტმა და უცხოური ენების განყოფილებამ უცხოური ენების სწავლა/სწავლებისა და შეფასებისათვის შეადგინა და გამოსცა საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო. ამ ჩარჩოს მიზანია, შექმნას წევრ-ქვეყნებისათვის საერთო ბაზა ენის ცოდნის კვალიფიკაციის განსასაზღვრად და ხელი შეუწყოს მასწავლებლების, პროგრამების შემდგენლების, სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციებისა და უცხოური ენების სწავლების ადმინისტრატორების შეთანხმებულ მოქმედებას. სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს ენის ცოდნის 3 ძირითად დონეს: • A – ძირითადი მომხმარებელი (ენის ელემენტარული ცოდნა) • B – დამოუკიდებელი მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა) • C – სპეციალისტი (ენის თავისუფალი ფლობა) ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა : A1 (გასაღები), A2 (საფუძველი), B1 (ზღვრული), B2 (ზღვრული განვითარებული), C1 (მაღალი), C2 (სრულყოფილი). ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უცხოური ენის სტანდარტი მიზნად ისახავს B1 (ზღვრული) დონის დაძლევას. სტანდარტის დონეების შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრულ ენის ფლობის დონეებთან ასეთია: დაწყებითი საბაზო-საშუალო კლასი I II III IV V VI VII VIII IX X XI XII უცხ. ენა I სტ.დონე დ I დ II დ III დ IV დ V დ VI სII/ სIII სIII/ სIV სIV/ სV სV/ სVI სVI/ სVII სVII/ სVIII ევრ.საბჭ. დონე A1.1 A1.2 A1.3 A2.1 A2.2 A2.3 A2/ B 1.1. B1.1./ B 1.2. B1.2./ B 1.3. B1.3./B 1.4. B1.4./ B 1+ B1+/ B 2 უცხ. ენა II სტ.დონე სI სII სIII სIV სV სVI ევრ. საბჭ.დონე A1 A2 B 1.1 B 1.2 B 1.3. B 1.4. უცხ. ენა III სტ.დონე სI სII სIII ევრ.საბჭ. დონე A1 A2 B 1.1 კლასის გაყოფა უცხოური ენის გაკვეთილზე - იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი, დასაშვებია კლასის გაყოფა. ასევე დასაშვებია, განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონეების გათვალისწინებით. აუცილებელია მოსწავლეებს განემარტოთ, რომ დონეების მიხედვით დაყოფა არ ნიშნავს მათ დაყოფას სუსტ და ძლიერ ჯგუფებად: ენის ფლობის ერთსა და იმავე დონეზე არიან როგორც სუსტი, ისე ძლიერი მოსწავლეები. მისი მიზანია, მოსწავლეთა ენობრივი საჭიროებების შესაფერისი სასწავლო კურსის შერჩევა, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით წინსვლას. ე) უცხოური ენის სწავლების მიმართულებების აღწერა დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება შვიდი მიმართულებით გაიშლება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება. მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა პირველ ოთხ მიმართულებას (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) აქვს საერთო შიდა სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სამი განსხვავებული ტიპის შედეგს: 1. კომუნიკაციური შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტების შინაარსის გაგება-გაანალიზებას (კითხვასა და მოსმენაში) და შექმნას (წერასა და ლაპარაკში); 2. ენობრივი შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობას (კითხვაში) და გამოყენებას (წერასა და ლაპარაკში); 3. სტრატეგიული შედეგები, რომლებიც გულისხმობს მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების დაუფლებას. შიდა სტრუქტურის მიზანია, გამოკვეთოს ის უნარები, რომელთა განვითარება საერთო მიზანს წარმოადგენს ყველა ენის სწავლა-სწავლებისათვის, იქნება ეს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, გერმანული, ფრანგული, რუსული თუ ინგლისური ენები. სასურველია, ენების სწავლებისას დაიძლიოს საგნობრივი კარჩაკეტილობა და დაინერგოს ენების ინტეგრირებული პედაგოგიკა. მართლაც, ნებისმიერი ტიპის (მშობლიურის, არამშობლიურის) ენის შესწავლისას მოსწავლე მსგავსი ამოცანების წინაშე დგება. მაგალითად, მან უნდა დაადგინოს, თუ რა სტრუქტურისაა ტექსტი, რა შინაარსის შემცველია, რა ენობრივი მახასიათებლები აქვს მას, რა ტიპის სტრატეგიები უნდა გამოიყენოს მის გასააზრებლად და სხვა. მეტიც, ასეთივე ენობრივ-კომუნიკაციური ამოცანების წინაშე დგას მოსწავლე ნებისმიერ არაენობრივ საგანშიც (იქნება ეს ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა), როცა უწევს ტექსტების გააზრება, შედგენა თუ აუდიტორიის წინაშე ზეპირი გამოსვლა. ასე რომ, ენობრივ-კომუნიკაციური უნარები გამჭოლი ხასიათისაა – ამ უნარების დაუფლება მოსწავლეს ნებისმიერი საგნის ათვისების პროცესში სჭირდება. ინტეგრირებული დიდაქტიკა გულისხმობს ენების სწავლისას მიღებული გამოცდილების ურთიერთდაკავშირებას, მოსწავლის მიერ შეძენილი გამოცდილების გადატანის ხელშეწყობას ერთი ენიდან მეორეში. ასეთი მიდგომა განამტკიცებს უნარებს, ამდიდრებს გამოცდილებას და ზრდის მოსწავლეთა ქმედუნარიანობას. ამის განსახორციელებლად, მასწავლებელმა უნდა იფიქროს შესწავლილ თუ შესასწავლ ენებს შორის ხიდების გაბმაზე. ასე მაგალითად, უცხოური ენის მეშვიდე დონის სტანდარტში ასახული სტრატეგია - მოსწავლე ტექსტს მთლიანად წაიკითხავს, სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშნავს მთავარ საკითხებს, მეორეხარისხოვან იდეებს, საკვანძო სიტყვებს - იმ უნართა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც შეიძლება მან ეფექტურად გამოიყენოს ტექსტის გააზრებისას ნებისმიერ საგანში, იქნება ეს ენობრივი (ქართული, ინგლისური, რუსული თუ სხვა), თუ არაენობრივი საგნები (ისტორია, ფიზიკა, გეოგრაფია და სხვა). ხიდების გასაბმელად მასწავლებელმა უნდა გააცნობიერებინოს მოსწავლეს, რომ კონკრეტული უნარის გადატანა შეიძლება განსხვავებულ საგნებში და განსხვავებულ კონტექსტებში. სწორედ ამის ხელშეწყობას ემსახურება არაერთი ინდიკატორი, რომლებიც წარმოდგენილია უცხოური ენის სტანდარტის სტრატეგიულ შედეგებში და მიმართულებაში სწავლის სწავლა. მოვიტანთ რამდენიმე მათგანს: მიმართულება კითხვა, შედეგი - უცხ. სV.10. ინდიკატორი: • "აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური; • საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას. " დაწყებით და საბაზო-საშუალო საფეხურზე სწავლა/სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მოსმენას, ლაპარაკს, კითხვასა და წერას განსხვავებული დიდაქტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ ამ მიმართულებებს სწავლების ეტაპების მიხედვით დავახასიათებთ. ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში უცხოური ენის სწავლების 3 ძირითადი ეტაპი გამოიყოფა: პირველი (საწყისი) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის პირველ სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების პირველ და მეორე დონეებს, ანუ დI, დII, დIII, სI, სII; მეორე (შუა) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების მესამე და მეოთხე დონეებს ანუ დIV, დV, დVI, სIII, სIV; მესამე (ბოლო) ეტაპი მოიცავს საბაზო-საშუალო საფეხურის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე დონეებს, ანუ სV, სVI, სVII, სVIII. სწავლების პირველი ეტაპი მოსმენა - ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება. სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ფონემატური სმენის განვითარება შინაარსიან კონტექსტში მოხდება. ტექსტებს უხვად უნდა ახლდეს თვალსაჩინო მასალა (სურათები, საგნები, ნახატები, ფოტოები და სხვა) და ბგერითი ინდიკატორები (რაიმე ხმაური, მკაფიოდ გამოხატული ინტონაციები და სხვა), რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეს გაუადვილდება ტექსტის გაგება. დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებს არც ტექსტის ამომწურავად გაგება მოეთხოვებათ (საკმარისია საკომუნიკაციო სიტუაციის, ზოგადი ინფორმაციისა და ცალკეული გამოთქმების გაგება) და არც გამოთქმების დესტრუქტურიზაცია და ლინგვისტური თვალსაზრისით გაანალიზება. პირველ, ისევე როგორც მეორე, ეტაპზე მოსმენილი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები არ უნდა იყოს უცნობი ლექსიკითა და გრამატიკული კონსტრუქციებით გადატვირთული; სასურველია, მოსწავლეებისათვის დიდაქტიზებული* ტექსტების შეთავაზება. ლაპარაკი – პირველ ეტაპზე მოსწავლის ალაპარაკება გაჭირდება. სწავლების სტრატეგია რეპროდუცირებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუცირების მიზანია, სწორი გამოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება/განმტკიცება. რეპროდუცირებისთვის გამოიყენება ლექსები, გათვლები (პატარებისათვის), სიმღერები, დიალოგები, სკეტჩები. პროდუცირება ძალიან შეზღუდული სახით მიმდინარეობს - მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს. კითხვა - დაწყებით საფეხურზე კითხვის სწავლება თავისებური მეთოდოლოგიით უნდა წარიმართოს. პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას, რათა მოსწავლეს ფონემური ცნობიერება განუვითარდეს (ზეპირი მარცვლების, ბგერების აღქმისა და გამოყენების უნარი). ფონემური ცნობიერების განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლემ ანბანური პრინციპი გაიგოს (ასოს, როგორც გრაფიკული ერთეულის კავშირი ბგერასთან, როგორც აკუსტიკურ ერთეულთან). მეორე რიგში, მნიშვნელოვანია ნაადრევად არ დავაწყებინოთ მოსწავლეებს სისტემური კითხვა, რამაც შეიძლება სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს არამხოლოდ უცხოურ, არამედ მშობლიურ ენაშიც. მოსწავლე ეტაპობრივად უნდა მოვამზადოთ კითხვის სისტემური კურსისათვის. მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ვამუშაოთ როგორც ჩუმი, ისე ხმამაღალი კითხვის ტექნიკაზე. წაკითხულის გაგების უნარის გასავარჯიშებლად სასურველია, მოსწავლეები ჩავაყენოთ აქტიური მკითხველის მდგომარეობაში. ამისათვის მათ ტექსტის წაკითხვამდე უნდა მივცეთ კონკრეტული საკითხავი ამოცანა; კონკრეტული ამოცანით უნდა მივიყვანოთ ისინი ტექსტთან. წერა - წერის უნარის განვითარება წარიმართება კითხვის უნარის განვითარების პარალელურად. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერის ტექნიკურ-მოტორული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მოსწავლე გამოწერს ასოებს, ნასწავლ სიტყვებს; დაეუფლება ასოების გადაბმის ტექნიკას. წერა ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარის გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას. თანდათანობით მოსწავლეები გადადიან პროდუცირებაზე. ისინი სწავლობენ ნიმუშების მიხედვით მცირე მოცულობის ფუნქციური ტექსტების შედგენას, სადაც ისინი იძენენ ამბების, ფაქტების, მოვლენების თანამიმდევრულად გადმოცემისა და შეფასების უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე უფრო მეტად გაიშლება და დაიხვეწება. სწავლების მეორე (შუა) ეტაპი მოსმენა - მეორე ეტაპზე გამოიყენება როგორც დიდაქტიზებული, ისე ნახევრად ავთენტიკური ტექსტები, რომელთა მოცულობა და სირთულის დონე აღემატება წინა დონის ტექსტებისას. გაგების თვალსაზრისით მოთხოვნა გაიზრდება: მოსწავლეებს მოეთხოვებათ ტექსტის უფრო ამომწურავად გაგება და ენობრივი მოვლენების შესწავლა/გაანალიზება. ლაპარაკი – მეორე ეტაპზე პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლის ალაპარაკება. უფრო მრავალფეროვანი ხდება საკომუნიკაციო სიტუაციები, რომლებშიც იგი მონაწილეობს როგორც მსმენელი, ან მოქმედი პირი. იწყებს ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს. კითხვა – მეორე ეტაპზე მოსწავლეებს მოეთხოვებათ სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტების გაგება. ტექსტები იქნება ჯერ კიდევ მცირე მოცულობის, ნახევრადავთენტიკური, ან ავთენტიკურს მიმსგავსებული დიდაქტიზებული. მოსწავლეები, დასმული ამოცანის შესაბამისად, ისწავლიან კითხვის სხვადასხვა სტრატეგიისა თუ სახეობის გამოყენებას (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი). წერა – მეორე ეტაპზე თანდათანობით ხდება წერის საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების დაუფლება. მოსწავლეები ეუფლებიან ისეთ უნარ–ჩვევებს, როგორებიცაა აღწერითი თხრობითი ტექსტების შექმნა, პირადი კორესპონდენციის წარმოება და სხვა. სწავლების მესამე (ბოლო) ეტაპი მოსმენა - თუკი აქამდე მოსასმენი ტექსტები გამოიყენებოდა ზეპირმეტყველების ნიმუშებად, ახლა მეტყველება და მოსმენა აღარ არის ურთიერთგადაჯაჭვული, ურთიერთდაქვემდებარებული. ამდენად, თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ავთენტიკური ტექსტები და საშუალება მივცეთ მოსმენის უნარს, ზეპირმეტყველებისგან დამოუკიდებლად უფრო სწრაფად და ღრმად განვითარდეს. ამ ეტაპზე მოსწავლეები მიეჩვევიან ტექსტის გაგებას მხოლოდ აკუსტიკურ ხატზე დაყრდნობით. ლაპარაკი - უფრო მდიდრდება საკომუნიკაციო სიტუაციის ტიპები. საკლასო ოთახში კომუნიკაცია მთლიანად უცხოურ ენაზე მიმდინარეობს. სწავლების სტრატეგიები მიმართულია თვითგამოხატვის უნარის დახვეწის, მისი დაზუსტებისა და გამდიდრებისაკენ. კითხვა - ამ ეტაპზე ზეპირი თუ წერითი მეტყველების უნარის განვითარების მთავარი წყარო კითხვა ხდება. მისი საშუალებით მოსწავლე ენობრივ მარაგს ამდიდრებს და სწავლაში უფრო დამოუკიდებელი ხდება. მოიმატებს ტექსტების მოცულობა და სირთულის დონე. მოსწავლეებს მოეთხოვებათ ავთენტიკური, სხვადასხვა ჟანრისა თუ ტიპის, ლიტერატურული თუ ფუნქციური ტექსტების გაგება და გაანალიზება. წერა - ბოლო ეტაპზე მოსწავლე უნდა დაეუფლოს ისეთი სახის ტექსტების წერას, რომლებიც მას ცხოვრების ასპარეზზე გასვლისას ყველაზე მეტად დასჭირდება (საქმიანი/პირადი წერილი, ესე და სხვა). მოსწავლე ისევ ნიმუშებით სარგებლობს, თუმცა ოდნავ უფრო დიდი მოცულობის ტექსტებს თხზავს, სადაც იგი თხრობის, აღწერის, აზრის თანამიმდევრულად გადმოცემისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს იძენს. სწავლის სწავლა ამ მიმართულების საგანი თავად სასწავლო პროცესია. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ სასწავლო საქმიანობის დამოუკიდებლად მართვა. ამისათვის იმთავითვე უნდა შევაჩვიოთ სასწავლო მიზნებისა და ამოცანების გააზრებას; სასწავლო პროცესის მიმდინარეობის გაანალიზებას - ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა; შედეგების დამოუკიდებლად შეფასებას; გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას; სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას; იმ ფაქტორების გამოწვევას, რომლებიც დადებითად მოქმედებს სასწავლო პროცესზე და სხვა. სწავლის უნარ-ჩვევის გასავითარებლად მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობა: მაგ.: კითხვარები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, გააცნობიერონ საკუთარი და ალტერნატიული მიდგომა კონკრეტული ამოცანის გადაჭრისას, სხვადასხვა შინაარსის თვითშეფასების სქემები, ფსიქოლოგიური ხასიათის ტესტები, სადაც გაიაზრებს სხვადასხვა ტიპის ფაქტორს, რომელიც დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე და სხვა. კულტურათა დიალოგი უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება "კულტურათა დიალოგი". მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდება უცხო კულტურის თავისებურებებზე. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, გამოთქვან შეფასებები, გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს გაუღრმავებს კულტურული კუთვნილების განცდას, გააცნობიერებინებს კულტურულ მრავალფეროვნებას, ასწავლის საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას. ყურადღება უნდა მიექცეს პიროვნებათშორის ურთიერთობებსაც. გაკვეთილზე მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება ისაუბრონ საკუთარ თავზე, გამოავლინონ თავიანთი პიროვნების სხვადასხვა მხარე - იქნება ეს განცდები, გატაცებები, გემოვნება, შეხედულებები, ოცნებები, საყვარელი საქმიანობა, საყვარელი პერსონაჟები, ცხოვრებისეული ისტორიები, თვალსაზრისები თუ სხვა; ისინი გაეცნობიან თანაკლასელთა თუ უცხოენოვან თანატოლთა სულიერ სამყაროს და ამ გზით შეძლებენ განიცადონ საკუთარი და სხვისი ინდივიდუალურობის განუმეორებლობა, ისწავლონ სხვა პიროვნებათა დაფასება, ერთმანეთის მოსმენა, ურთიერთგაგება, ურთიერთთანადგომა. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გახდნენ უფრო შემწყნარებელნი ერთმანეთისა და სხვების მიმართ. უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება ეს მიმართულება უკავშირდება იმ სოციალური მიზნის განხორციელებას, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს უცხოური ენების დიდაქტიკაში, კერძოდ, ისეთი სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდა, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი გამჭოლი უნარ-ჩვევა, რომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, არის კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. მეთოდური თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს კომუნიკაციურ-ენობრივი უნარების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა. ამ მიმართულებაში შედის პროექტის განხორციელება, ტექსტების გადამუშავება მათი მომდევნო გამოყენების მიზნით და მედიაცია. მედიაცია ზეპირი აქტივობაცაა და წერითიც. იგი გულისხმობს ნებისმიერი სახის ტექსტის შინაარსის გადმოცემას თარგმნის, თარჯიმნობის, რეზიუმირებისა თუ ინტერპრეტირების გზით. მედიაციის დანიშნულებაა, კონკრეტული ტექსტის შინაარსი მისაწვდომი გახადოს იმისთვის, ვისაც ამ ტექსტზე უშუალოდ არ მიუწვდება ხელი. სტანდარტში მითითებული ინდექსები სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული. მაგ., უცხ.დ.III.1. – პირველი ნიშანი უცხ მიუთითებს საგანს (უცხ = უცხოური ენა), მეორე ნიშანი დ მიუთითებს საფეხურს (დ=დაწყებითი, ს =საბაზო-საშუალო), მესამე ნიშანი III – მიუთითებს ენის ფლობის დონეს, ბოლო ნიშანი 1 კი შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი). ვ) შეფასება უცხოურ ენაში შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები ენობრივი ცოდნა და უნარები • ლექსიკური ცოდნა • გრამატიკული ცოდნა • ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება) • გამოთქმა • მართლწერა კომუნიკაციური უნარები • კითხვა-გაგება • ხმამაღალი კითხვა • მოსმენა-გაგება • ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები) • წერითი კომუნიკაცია კულტურა • შესწავლილი საკითხების ცოდნა • კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება სასიცოცხლო უნარ-ჩვევები • შემოქმედებითობა • თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან) • სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების) • სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით • სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფორმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა); • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა); • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა); • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა); • პროექტის განხორციელება. შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს: • ხმამაღალი კითხვა • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა); • გამოწერა • გადაწერა • კარნახით წერა შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს. შემაჯამებელ დავალებათა ტიპები სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: • მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა • როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა • ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ • საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ • ზეპირი მოხსენება • განხორციელებული პროექტი • და სხვა მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას); • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით; • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე; • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება. ზოგადი რუბრიკის ნიმუში: შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის  პირობასთან შესაბამისობა  კომუნიკაციური უნარ-ჩვევები  ენობრივი უნარ-ჩვევები  შემოქმედებითი უნარ-ჩვევები კონკრეტული რუბრიკების ნიმუშები ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში დავალების პირობა: მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის ქულები პირობასთან შესაბამისობა იცავს დროის ლიმიტს 0 - 1 იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს 0 - 1 კომუნიკაციური უნარ-ჩვევები თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს 0 - 1 განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს 0 - 1 ენობრივი უნარ-ჩვევები იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს 0-2 ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს 0 - 1 იყენებს ნასწავლ ლექსიკას 0 - 1 შემოქმედებითი უნარ-ჩვევები ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას 0 - 1 იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით 0 - 1 ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10 შემაჯამებელი დავალების სტანდარტთან შესაბამისობა უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გადმოსცემს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარსს; • გადმოსცემს რაიმე შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს; • ჰყვება ამბავს; • აღწერს რეალურ თუ წარმოსახვით მოვლენას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს; • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს; • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას; • იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს; • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში; • ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად; • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს); • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს); • გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას; • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად. ნიმუში 2. შემაჯამებელი დავალება წერით მეტყველებაში დავალების პირობა: მოცემული ბიოგრაფიული ცნობარის მიხედვით, დაწერე ამ მწერლის ბიოგრაფია. გამოიყენე ენობრივი კონსტრუქციები - . . . მდე . . –ით ადრე; . . . დან . . . - ის შემდეგ (მაგ. ჩაბარებიდან ორი წლის შემდეგ. . .). სიტყვების მინიმალური რაოდენობა - 100. კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის ქულები პირობასთან შესაბამისობა იცავს სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს 0 - 1 იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (წერს მოცემულ ბიოგრაფიულ ცნობარზე დაყრდნობით; იყენებს მითითებულ კონსტრუქციას) 0 - 1 კომუნიკაციური უნარ-ჩვევები გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციებს 0 - 2 აზუსტებს, როდის რა მოხდა 0 - 2 ენობრივი უნარ-ჩვევები იყენებს დროის გამომხატველ ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს, ფორმებს 0 - 2 იყენებს ნასწავლ ლექსიკას 0 - 1 შემოქმედებითი უნარ-ჩვევები იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით 0 - 1 ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10 სტანდარტთან შესაბამისობა უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • თავს უყრის წაკითხულ ტექსტში შესწავლილ საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით თხზავს მსგავსი სტრუქტურის ტექსტს; • განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს; • გასაგებად გადმოსცემს შინაარსს. უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ტექსტის შედგენისას იყენებს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცვალსახელებითა და მარტივი ზმნიზედებით); • სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს; • ამბების/ფაქტების გადმოცემისას იყენებს შესაბამისი ზმნის ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად; • იყენებს ზმნიზედებს, წინდებულებს, მყარ შესიტყვებებს მოქმედებათა, მოვლენათა დროის დასაზუსტებლად (მაგ., საღამოს, ხვალ, გუშინ, რამდენიმე საათში და სხვა); • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა შორის ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზშედეგობრივი, ოპოზიციური) გამოსახატად (მაგ., თანწყობილი წინადადება, მარტივი დაქვემდებარება); • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს, თავაზიან და ფამილარულ ფორმებს; • სწორად იყენებს ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს სიტყვებს შორის; • აღწერისას აზუსტებს ადგილმდებარეობას ზმნიზედების, მარტივი ენობრივი ფორმულების გამოყენებით; • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს. ენის ფლობის დონე და აკადემიური მოსწრება უხოურ ენაში მოსწავლეები ფასდებიან იმ დონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი ეუფლებიან. მაგალითად, თუ XI კლასელი იწყებს ინგლისურის სწავლას, ის იმ წელს ისწავლის სI დონის სტანდარტის მიხედვით და შეფასდება ამავე დონის სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. წლიურ ქულასთან ერთად უნდა მიეთითოს სტანდარტის ის დონე, რომლის მიხედვითაც შეფასდა მოსწავლე. შეიძლება საფეხურის დასრულებისას მიეთითოს სტანდარტის დონის შესატყვისი ევროსტანდარტის დონეც. მაგ, მოსწავლე, რომელიც სწავლობდა ფრანგულს და რუსულს X კლასამდე, ხოლო ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებით XI კლასიდან რუსულის ნაცვლად დაიწყო ინგლისურის სწავლა, საშუალო საფეხურის დასრულებისას ასე შეფასდება:  ფრანგული, სVI, ქულა - 9  რუსული სIII, ქულა - 6  ინგლისური სII, ქულა - 8 თავი XXV საგნობრივი კომპეტენციები დაწყებით საფეხურზე I დონე (დ I) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება. უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება. უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება. უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა. უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა. უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი სწავლის სწავლა უცხ.დ.I.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა გამეორება. უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება. უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა). უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს; • რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან; • ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას; • ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან. უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე; • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას; • ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე (თამაშობს, ხატავს, დახტის და სხვა). მოსმენის სტრატეგიები უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია). მიმართულება: კითხვა უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საკუთარ და თანაკლასელების სახელებს; • ამოიცნობს ზეპირმეტყველებაში შესწავლილ და ხშირად გამოყენებულ სიტყვებს; • სიტყვათა ჩამონათვალში, ნასწავლ ტექსტში პოულობს წინასწარ მითითებულ ნაცნობ სიტყვებს. უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს; • ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ნაბეჭდ ასოებს; • აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან; • დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან; • ადარებს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად გამოითქმის); • დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან; • შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს. მიმართულება: წერა უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი; საით მრგვალდება რკალი; რამდენი რკალია და ა.შ.); • ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას; • ხელის სწორი მოძრაობით რვეულში გამოწერს ანბანის მთავრულ და არამთავრულ ასოებს; • იცავს ბადეში ასოს ჩაწერის წესებს (სტრიქონზე განლაგება, ზომა და მოხაზვის მიმართულება); • ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადმოწერს იმ სიტყვებს, რომელთა ასო-ბგერების ურთიერთშესაბამისობაც შესწავლილი აქვს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.დ.I.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს; • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად; • ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას; • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც მოიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/მარცვალს; • მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.); • ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს); • მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს; • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც იწყება წინასწარ მითითებული ბგერით; • ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად. უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს; • ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს); • იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს; • ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს. უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს). მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს, დროშას და სხვა); • პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა). მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს; • მოაქვს საჭირო ნივთები; • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას; • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას; • ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა). დაწყებითი საფეხური - II დონე (დII) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება. უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება. უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება. უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.II.5. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა- წაკითხვა. უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი სწავლის სწავლა უცხ.დ.II.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება. უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება. უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა); • ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს. უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების /მონოლოგების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს; • რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან; • ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას; • ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან. უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე; • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას; • ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდაზე, რვეულზე, ჩანთაში, ყუთში); • ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (მაგ., საუზმობს, ვარჯიშობს, კითხულობს, ცურავს და სხვა); • აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან; • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას. მოსმენის სტრატეგიები უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე: • ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას); • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია). მიმართულება: კითხვა უცხ.დ.II.5.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან; • დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან; • შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს. უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს; • მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., ხილის, ცხოველების და ა.შ. აღმნიშვნელ სიტყვებს); • ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა). მიმართულება: წერა უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასოებს წერს წესების დაცვით (სტრიქონზე განლაგება, ზომა, მოხაზვის მიმართულება); • ავსებს გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს, ანკეტას პირადი მონაცემებით; • მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს; • ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით). • ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაიწერს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.დ.II.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ- ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • განარჩევს მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს, მარცვლებს; • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს ამთლიანებს სიტყვებად; • ამოიცნობს მარცვლების რაოდენობას და მათ წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოებით (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.); • ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებშიც შედის წინასწარ მითითებული ბგერა/მარცვალი; • ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს); • სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც იწყება/მთავრდება წინასწარ მითითებული ბგერით; • სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებს აჯგუფებს თავკიდურა ბგერის მიხედვით; • სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად; • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც შეიცავენ წინასწარ მითითებულ ბგერას; • მოსმენილ მარტივ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათ რაოდენობას (მაგ., ბიჭი ბურთს თამაშობს – სამი ხაზი: ------ ------- ---------); • სიმბოლურად გამოხატავს სიტყვებს და მათში შემავალი მარცვლების რაოდენობას (მაგ., ორმარცვლიანი სიტყვა – ერთი ხაზი ორი რკალით : --- ). უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს; • ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს); • იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს; • ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს. უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (საკუთარი თავის შესახებ - რა აქვს, რა ჰყავს, რა ჰქვია, რას აკეთებს, რომელი მოსწონს, რომელი უნდა- ასახელებს ან მიუთითებს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა); • მარტივი ნაკეთობების, თვალსაჩინოებების დამზადებისას იყენებს ცალკეულ სიტყვებს (მომეცი, მინდა და სხვა). მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ., ცნობილი პიროვნების ილუსტრაცია, ჩაცმულობა, ნუგბარი და სხვა); • პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., სადღესასწაულო მორთულობა, ტიპური საუზმე და სხვა). მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს; • მოაქვს საჭირო ნივთები; • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას; • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას; • მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას; • ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს; • ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა); • სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება. უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სხვებს აცდის პასუხის დასრულებას; • უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს; • თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი; • ცდილობს, მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა. დაწყებითი საფეხური - III დონე (დIII) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.დ.III.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება. უცხ.დ.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება. უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება. უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა. უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები. უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი სწავლის სწავლა უცხ.დ.III.9. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება. უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა. უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი.) უცხ.დ.III.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გაიმეორე, მოისმინე, აიღე ფანქარი, მოდი დაფასთან და სხვა); • ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს. უცხ.დ.III.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/ მონოლოგების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს; • რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან; • ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როგორი და სხვა); • ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას; • ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან. უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., მაღალი, დაბალი, მოკლე, გრძელი, ყვითელი) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას; • ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდის ქვეშ, მანქანის წინ/უკან); • ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (ცეკვავს, დარბის, დახტის, დაფრინავს, ცურავს და სხვა); • აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან; • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას. მოსმენის სტრატეგიები უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას); • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია). მიმართულება: კითხვა უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს; • ტექსტში პოულობს და კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს; • თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს. უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს; • მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, სათამაშოების ან ცხოველების აღმნიშვნელ სიტყვებს და ა.შ.); • ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს; • მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., როგორი, ვინ, რა ფერის, რამდენი); • ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა). უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ; • აკვირდება და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა); • ითვლის წინადადებაში სიტყვების რაოდენობას, სიტყვებში კი - ასოებისას; • პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს, ტირეს, ორ წერტილს, მძიმეს); • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავ აქტივობაში დასმული ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ. მიმართულება: წერა უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აფორმებს ნახატებს/ილუსტრაციებს წარწერებით; • ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით); • ნიმუშის მიხედვით ქმნის მცირე ზომის ტექსტებს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.დ.III.9. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • განარჩევს მსგავსი ჟღერადობის ბგერებს; • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს ამთლიანებს სიტყვებად; • ამოიცნობს მარცვლების რაოდენობას და შესაბამისი სიმბოლოებით წარმოადგენს მათ (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.); • ამოიცნობს სიტყვაში მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს); • სიტყვებს აჯგუფებს თავკიდურა/ბოლოკიდურა ბგერის მიხედვით; • სიტყვებს შლის ბგერებად და, პირიქით, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად; • ერთსა და იმავე ბგერას ამოიცნობს სხვადასხვა სიტყვაში; • სიმბოლურად გამოხატავს სიტყვებს და მათში შემავალი მარცვლების რაოდენობას (მაგ., ორმარცვლიანი სიტყვა – ერთი ხაზი ორი რკალით (); • სიტყვის შიგნით სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას და გამოხატავს მას სიმბოლური კოდით (მაგ., სიტყვას - ხაზით, მარცვალს - რკალით, ბგერას – წრით). უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს და ასრულებს სიმღერებს; • ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს; • იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს; • ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს; • ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტის შინაარსს (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს); • ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს. უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით; • პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., დაამთავრე? დიახ/არა; სად არის ფანქარი? აქ, მაგიდაზე); • პასუხობს ზეპირმეტყველებაში ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას აკეთებს და სხვა). მიმართულება: კულტურათა დიალოგი (ამ ეტაპზე მოსწავლეები უცხოურ ენაში ვერ ფლობენ სათანადო ცოდნას კულტურის საკითხებზე სასაუბროდ. ამდენად, დასაშვებია მსჯელობის მშობლიურ ენაზე წარმართვა.) უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ., სადღესასწაულო ზნე-ჩვეულება, კნინობითი ფორმები, ჟესტიკულაცია და სხვა); • პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., ზღაპრის პერსონაჟთა სახელებს, მოზარდის დღის რეჟიმს, სკოლის შენობას და სხვა). მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იწერს დავალებებს (მშობლიურ ენაზე) და ასრულებს მათ; • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს; • მოაქვს საჭირო ნივთები; • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას; • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას; • მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას; • ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს; • სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება; • ცდილობს, შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები. უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სხვებს აცდის პასუხის დასრულებას; • უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს; • თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი; • მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას; • მონაწილეობს ჯგუფურ სამუშაოებში. უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს სახელმძღვანელოში მოცემულ სიმბოლოებს, ლოგოებს; • იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს; • ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, წარწერიან ილუსტრაციებს, კოლოფს). დაწყებითი საფეხური - IV დონე (დ.IV) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა ლაპარაკი უცხ.დ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება. უცხ.დ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება. უცხ.დ.IV.3.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება. უცხ.დ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. უცხ.დ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების შედგენა. უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. უცხ. დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა. უცხ.დ.IV.13. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა უცხ.დ.IV.14. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. უცხ.დ.IV.15. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურული და სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება. უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობების გამოფენის მოწყობა; სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება. უცხ.დ.IV.17. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. უცხ.დ.IV.20. მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ. უცხ.დ.IV.21. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად. უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი.) უცხ.დ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გაიმეორე, მოისმინე, აიღე ფანქარი, მოდი დაფასთან და სხვა); • ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს. უცხ.დ.IV.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ილუსტრირებული დიალოგის გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (მაგ., ეზოში, სუფრასთან, მაღაზიაში, კლასში); • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს; • ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა); • განარჩევს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს; • განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს. უცხ.დ.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ., ადგილმდებარეობა, ზომა, ფერი, ფორმა, რაოდენობა და სხვა); • ასახელებს პერსონაჟებს; • ამოიცნობს მათ შეგრძნებებს, ემოციურ დამოკიდებულებებს (მაგ., ეშინია, უხარია, სტკივა, სცივა); • ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს); • ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი); • ამოიცნობს ამბის განვითარების ეტაპებს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა); • პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისების შესახებ (მაგ., კეთილია, ბოროტია, ძუნწია, გულადია, მშიშარაა, ზარმაცია); • მოვლენათა თანამიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/ნომრავს სურათებს; • ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას. მოსმენის სტრატეგიები უცხ.დ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ; • უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს); • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია . . . ); • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი დავალების შესრულება. მიმართულება: კითხვა უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი ტექსტის შინაარსს; • მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს კონკრეტულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ერთი სემანტიკური ველის სიტყვებს), რეპლიკებს; • ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს; • ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა). • ტექსტში მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., სად, როგორი, ვინ, ვისი) უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს; • მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან; • ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს; • მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში. კითხვის სტრატეგიები უცხ.დ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია); • შინაარსის გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიულ მინიშნებებს - დახრილ, მსხვილ შრიფტს, ხაზგასმას, სასვენ ნიშნებს, ილუსტრაციას, ლოგოს და სხვა); • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაური, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაცი, სვეტი, ლოგო, ტიპოგრაფიული მახასიათებლები /მაგ., მსხვილი შრიფტი/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად; • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი დავალების შესრულება; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ. მიმართულება: წერა უცხ.დ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების შედგენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით; • მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს; • ამატებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას; • ავსებს გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს. უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს, ზმნიზედას); • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., • ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და რიცხვში); • შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს; • იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში; • სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს; • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს; • ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს; • ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს; • ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს); • ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს. უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ელემენტარული საჭიროებებისათვის უცხოურ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, თანაკლასელებს (ვერ გავიგე, მომეცი, მათხოვე, არ მაქვს, დამავიწყდა და სხვა); • სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა, რვეულთან დევს და სხვა); • პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., სად რა დევს, ვის რა აცვია, ვინ როდის ჭამს, ვინ რას აკეთებს, ვის რა მოსწონს/აინტერესებს/უნდა და სხვა); • პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს (მაგ., რა აქვს, ვინ რა აჩუქა, რა ფერის, რამდენი, როგორი, როდის წავიდა, სად წავიდა, ვის რა მისცა და სხვა). უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს; • აღწერს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ.,ზომა, რაოდენობა, ფერი, ადგილმდებარეობა და სხვა); • ასახელებს მოქმედებებს. ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.დ.IV.13. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ენობრივი დეფიციტის შემთხვევაში მიმართავს სხვადასხვა არავერბალურ საშუალებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, მითითებას); • ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე). მიმართულება: კულტურათა დიალოგი (ამ ეტაპზე მოსწავლეები უცხოურ ენაში ვერ ფლობენ სათანადო ცოდნას კულტურის საკითხებზე სასაუბროდ. ამდენად, დასაშვებია მსჯელობის მშობლიურ ენაზე წარმართვა.) უცხ.დ.IV.14. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს. უცხ.დ.IV.15. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურული და სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • პოულობს სოციოკულტურულ კონტექსტებში (მაგ., დღესასწაულები, სკოლა, გართობა, ოჯახი და სხვა) გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის მოწყობა, სპექტაკლის დადგმა, უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს; • გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს; • გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; • გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას; • მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს; • გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას; • მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.დ.IV.17. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე • იწერს დავალებებს; • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს; • მოაქვს საჭირო ნივთები; • იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერესდება შეფასების შედეგებით, ავსებს თვითშეფასების სქემებს; • ხალისით მონაწილეობს აქტივობებში; • მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ ახალი სიტყვები დაამახსოვრდეს) და ცდილობს მათ გამოსწორებას; • ხვდება და აღნიშნავს საკუთარ და სხვის შეცდომას; • სამუშაოს ჰყოფს ეტაპებად და გეგმავს, როგორი თანამიმდევრობით შეასრულოს იგი. უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით; • იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად; • ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ ლექსიკონს, ილუსტრირებულ ანბანს და სხვა). უცხ.დ.IV.20. მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე • არ უფრთხის შეცდომების დაშვებას; • სვამს შეკითხვებს, როცა რაიმე არ ესმის; • ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეს აწყდება; • არ ერიდება საკუთარი აზრის/შეხედულების გამოხატვას. უცხ.დ.IV.21. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., ხმამაღლა გამეორებას; რამდენჯერმე წაკითხვას ან დაწერას; ასოცირებას ნახატთან, მოძრაობასთან, რაიმე სიტუაციასთან); • ლექსიკურ მასალას ახარისხებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: კარგად ვიცი, ცუდად ვიცი და არ ვიცი; • იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას. უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სხვებს აცდის პასუხს; • თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი; • მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას; • მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში; • კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს; • მონაწილოებს ჯგუფში მუშაობის მარტივი წესების შემუშავებაში და ცდილობს მათ დაცვას; • ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე; • შეძლებისდაგვარად ეხმარება ჯგუფის წევრებს. დაწყებითი საფეხური - V დონე (დV) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.დ.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება. უცხ.დ.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი). უცხ.დ.V.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება. უცხ.დ.V.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.V.5. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი (ელექტრონული) წერილის წაკითხვა და გაგება. უცხ.დ.V.6. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება. უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება (მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან). უცხ.დ.V.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება. უცხ.დ.V.10. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი (ელექტრონული) წერილის მარტივი ენით დაწერა. უცხ.დ.V.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა. უცხ.დ.V.12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. უცხ.დ.V.13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა უცხ.დ.V.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველები-სათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.დ.V.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება. უცხ.დ.V.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. უცხ.დ.V.18. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. უცხ.დ.V.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ. უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა). უცხ.დ.V.21. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. უცხ.დ.V.22. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. უცხ.დ.V.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. უცხ.დ.V.24. მოსწავ-ლეს აქვს კონსტრუქ-ციული დამოკიდე-ბულება დაბრკოლებების მიმართ. უცხ.დ.V.25. მოსწავ-ლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად. უცხ.დ.V.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად. უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია< თანაკლასელებთან ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი.) უცხ.დ.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს (მაგ., დაბადების დღე, ახალი წელი, მაღაზიაში, ზოოპარკში); • ამოკრეს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (მაგ., ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა); • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს და მათ ემოციებს, დამოკიდებულებებს (მაგ., რისი ეშინიათ/არ ეშინიათ; რა აინტერესებთ/არ აინტერესებთ; რა მოსწონთ/არ მოსწონთ და სხვა); • განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება); • განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს. უცხ.დ.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს პერსონაჟებს; • ამოიცნობს მათ ემოციურ დამოკიდებულებებს; • ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს); • ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი); • ამოიცნობს ამბის განვითარებას (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა); • განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს (მაგ., დილით, საღამოს, ზაფხულში, ტყეში, ცირკში); • ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს; • პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისების შესახებ (მაგ., კეთილია, ბოროტია, ძუნწია, გულადია, მშიშარაა, ზარმაცია); • ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას; • ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს. უცხ.დ.V.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მისთვის ნაცნობ გეოგრაფიულ დასახელებებს; • ამოიცნობს ატმოსფერულ მოვლენებსა და ტემპერატურას. მოსმენის სტრატეგიები უცხ.დ.V.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ; • უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს); • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა); • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • უყურებს საბავშვო ტელეგადაცემებს უცხოურ ენაზე. მიმართულება: კითხვა უცხ.დ.V.5. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი წერილის (ელექტრონული) წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ავტორს, ადრესატს (თანატოლს, უფროსს); • ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვას, მოკითხვას, დაპატიჟებას); • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რამდენი, როდის და სხვა). უცხ.დ.V.6. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ტექსტში პოულობს რეპლიკებსა და მათ ავტორებს; • პოულობს მითითებულ ეპიზოდებს; • აკავშირებს მასწავლებლის მიერ მიცემული გეგმის ცალკეულ პუნქტს სათანადო მონაკვეთებთან; • მოიძიებს და ამოკრებს დამატებით დეტალებს (როგორი, სად, რამდენი და სხვა), რომლებიც მოსმენისას გამორჩა; • გეგმაზე დაყრდნობით გადმოსცემს ზოგად შინაარსს. უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება(მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია; • ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას; • ამოიცნობს სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მარტივ ლოგიკურ კავშირებს. • ამოიცნობს პერსონაჟებსა და მათ მოქმედებებს. უცხ.დ.V.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს; • ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან; • ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს; • მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში. კითხვის სტრატეგიები უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია, ნაცნობი ასოები); • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილი შრიფტი/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად; • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი დავალების შესრულება; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ. მიმართულება: წერა უცხ.დ.V.10. მოსწავლეს შეუძლია ღია ბარათის, პირადი (ელექტრონული) წერილის მარტივი ენით დაწერა. • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს; • ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება-დამშვიდობების სათანადო ფორმულებს; • აღწერს ადამიანებს, საგნებს; • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას; • სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად სვამს შეკითხვებს (მაგ., როგორი ამინდია? რომელ საათზე იძინებ?). უცხ.დ.V.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით; • ასრულებს ამბავს, ან ცვლის მოცემულ დასასრულს საკუთარი წარმოსახვით, ილუსტრაციაზე დაყრდნობით და სხვა; • ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისთვის; • ქმნის მარტივ კომიქსს, რომლითაც გადმოსცემს მომხდარ, ან გამოგონილ ამბავს. უცხ.დ.V.12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს, ზმნიზედას); • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნასა და არსებით სახელს პირსა და რიცხვში); • შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს მითითებების მიცემისას; • იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში; • იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს. უცხ.დ.V.13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, საჭირო ენობრივ მასალას, გრამატიკულ ცნობარს და სხვა); • წერს შავ ვარიანტს; • გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს; • ათეთრებს ნაწერს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.დ.V.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს; • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს; • ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს; • ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციასა და რიტმს. უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით; • სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., არდადადეგები, საცხოვრებელი ადგილი, მეგობრები და სხვა); • პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს; • კითხულობს და ასახელებს მიზეზს (მაგ., რატომ ...? - იმიტომ, რომ...); • მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., ინტერვიუს ჩამორთმევა, მაღაზიაში, შეხვედრა ზოოპარკში/ თანატოლთან/უფროსთან/კონკურსანტებთან). უცხ.დ.V.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩას, სურათს); • ჰყვება ამბავს ილუსტრაციებზე დაყრდნობით; • ჰყვება ნანახ, თავს გადამხდარ პატარა ამბავს; • საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., ოჯახში, ნათესავების/ მეგობრების შესახებ, თავისუფალ დროს და სხვა). უცხ.დ.V.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს; • მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს; • სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობით, კითხვით, ძახილის) მქონე წინადადებებს; • იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს; • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს; • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (ზმნის სათანადო პირსა და რიცხვს); • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს. ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.დ.V.18. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას /აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება/ და სხვა); • ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს; • ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისგან. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.დ.V.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურულ და სოციოკულტურულ კონტექსტებს შორის და პოულობს მსგავსება-განსხვავებებს (მაგ., ლეგენდა, კერძები, სასკოლო კალენდარი, სუვენირები, ვალუტა და სხვა); • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს; • მოიძიებს დამატებით ცნობებს; • პოულობს ნასწავლი ანდაზის ანალოგიურს მშობლიურ ენაში და ადარებს გამოხატვის ფორმებს. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს; • გუნდის წევრებთან, მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს; • გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; • გუნდში ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას; • მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს; • გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას; • მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.დ.V.21. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იწერს დავალებებს; • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს; • ატარებს საჭირო ნივთებს; • სამუშაოს ყოფს ეტაპებად და გეგმავს, როგორი თანამიმდევრობით შეასრულოს იგი; • იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. უცხ.დ.V.22. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ხალისით ავსებს თვითშეფასების სქემებს; • ინტერესდება შეფასების შედეგებით; • ხალისით მონაწილეობს აქტივობებში; • მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ ახალი სიტყვები დაამახსოვრდეს) და ცდილობს მათ გამოსწორებას; • ხვდება და აღნიშნავს საკუთარ თუ სხვის შეცდომას. უცხ.დ.V.23. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა); • ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ., ანბანურ/თემატურ ლექსიკონს, პლაკატს, მარტივ სქემას, კითხვარს და სხვა) და იყენებს მათ; • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით; • იყენებს ისტ - ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად. უცხ.დ.V.24. მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • არ უფრთხის შეცდომების დაშვებას; • აკვირდება შეცდომას და ცდილობს გაარკვიოს მიზეზი; • სვამს შეკითხვებს, ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეს აწყდება; • არ ერიდება საკუთარი აზრის/შეხედულების გამოთქმას; • ცდილობს, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები. უცხ.დ.V.25. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა); • სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას; • ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ. უცხ.დ.V.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს; • იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს; • ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს; • იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს. უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეთათბირება თანაგუნდელებს ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე; • ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას; • გამოთქვამს მოსაზრებებს, უსმენს სხვისას; • თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში. დაწყებითი საფეხური - VI დონე (დVI) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა ლაპარაკი უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება. უცხ.დ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება. უცხ.დ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი). უცხ.დ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია საბავშვო გადაცემათა ჩანაწერების ძირითადი შინაარსის გაგება. უცხ.დ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება (მაგ., თამაშის წესი, როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის ნაკეთობა და სხვა). უცხ.დ.VI.7.მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება. უცხ.დ.VI.8.მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. უცხ.დ.VI.9.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა. უცხ.დ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. უცხ.დVI.11. მოსწავლეს შეუძლია პირადი (ელექტრონული) წერილის დაწერა. უცხ.დ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის თხზულების შექმნა. უცხ.დ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. უცხ.დVI.14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით. უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება. უცხ.დ.VI.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. უცხ.დ.VI.18. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა უცხ.დ.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ. უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., გენეალოგიური ხის შედგენა, კატალოგის შედგენა-წარმოდგენა და სხვა). უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება. უცხ.დ.VI.22. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად. უცხ.დ.VI.23. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. უცხ.დ.VI.24. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი.) უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს; • ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა); • განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (მაგ., თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება); • რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი სურვილების, გეგმების, ინტერესების, საქმიანობის, დამოკიდებულებების შესახებ); • განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს. უცხ.დ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ამინდის მარტივი პროგნოზის გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მისთვის ნაცნობ გეოგრაფიულ დასახელებებს; • ამოიცნობს ატმოსფერულ მოვლენებსა და ტემპერატურას. უცხ.დ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; • ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანამიმდევრობას; • გამოკვეთს სიუჟეტურ ხაზს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა); • განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს; • ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს; • პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისებების შესახებ; • ადგენს მარტივ გეგმას, ამოიწერს საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით მარტივი ენობრივი საშუალებებით გადმოსცემს ტექსტის ძირითად შინაარსს. უცხ.დ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია საბავშვო გადაცემათა ჩანაწერების ძირითადი შინაარსის გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს, ფორმულებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა ანიმაციური ფილმის შინაარსის შესახებ; • უყურებს საბავშვო გასართობ-შემეცნებით გადაცემებს, „იჭერს“ ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მონაწილე კონკურსანტის ინტერვიუ – ვინ არის, სად სწავლობს, რა გატაცებები აქვს და სხვა). მოსმენის სტრატეგიები უცხ.დ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ; • უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს); • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა); • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • უყურებს საბავშვო ტელეგადაცემებს უცხოურ ენაზე. მიმართულება: კითხვა უცხ.დ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება (მაგ., თამაშის წესი, როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის ნაკეთობა და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • პირველ რიგში, აკვირდება ტექსტის კომპოზიციას, არასიტყვიერ და სიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციებს, სქემებს, ისრებს, ლოგოებს, წარწერებს, ძირითადი ტექსტის განლაგებას, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს და სხვა) და განსაზღვრავს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია; • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., საჭირო მასალას, მის მახასიათებლებს, რაოდენობას, მოქმედების ადგილს და სხვა); • ამოიცნობს მითითებებს; • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას. უცხ.დ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, წარწერა; • ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია; ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას; • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირს; • ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა. უცხ.დ.VI.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს; • მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან; • ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს; • მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში. უცხ.დ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა სახის ტექსტს კომპოზიციური აგებულების მიხედვით (მაგ., ინსტრუქციასა და შემეცნებითი ხასიათის ტექსტს), ასახელებს განსხვავებებს, მსგავსებებს; • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა); • ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის; • ამოიცნობს ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ ფორმებს, ზმნიზედებს; • ამოიცნობს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, სიტყვათშეთანხმებას, წინდებულს). კითხვის სტრატეგიები უცხ.დ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (მაგ., კონტექსტის, ილუსტრაციის, ნაცნობი ასოების) დახმარებით; • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ; • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად; • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ. მიმართულება: წერა უცხ.დ.VI.11. მოსწავლეს შეუძლია პირადი (ელექტრონული) წერილის დაწერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს; • ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება-დამშვიდობების სათანადო ფორმულებს; • აღწერს ადამიანებს, საგნებს; • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას; • სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად სვამს შეკითხვებს. უცხ.დ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის თხზულების შექმნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • შეარჩევს თემას; • აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციას; • განსაზღვრავს რუბრიკებს (მაგ., ფიზიკური მონაცემები, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა); • ქმნის მცირე მოცულობის ტექსტებს თითოეული რუბრიკისათვის; • ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატს, ფოტოს, ცხრილს); • წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას. უცხ.დ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს, ზმნიზედას); • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას არსებით სახელთან პირსა და რიცხვში); • შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს მითითებების მიცემისას; • იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ მარტივ გაუვრცობელ თუ გავრცობილ წინადადებებში; • იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს. უცხ.დ.VI.14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, საჭირო ენობრივ მასალას, გრამატიკულ ცნობარს და სხვა); • წერს შავ ვარიანტს; • გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს; • ათეთრებს ნაწერს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.დ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობი თემის გარშემო (მაგ., სტუმრად ქალაქში/სოფელში, ჩემი ეზო/სახლი, ოჯახი/მეგობრები, საყვარელი საქმიანობა/გართობა და სხვა); • პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებს; • გამოთქვამს დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან; • გამოხატავს ემოციას, განწყობას, სურვილს; • მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., ტელეფონით შეხვედრის დანიშვნა; კაფეში; მოწმეების გამოკითხვა და სხვა). უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩას, სურათს); • სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს; • გეგმის მიხედვით ჰყვება მოსმენილი/წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს; • საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., გეგმები, მეგობრები, გატაცებები, საყვარელი საქმიანობა და სხვა). უცხ.დ.VI.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს; • მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს; • სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი) მქონე წინადადებებს; • იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმისას; • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს; • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (მაგ., ზმნის სათანადო პირი და რიცხვი); • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს. ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.დ.VI.18. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას /აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება იგი და სხვა); • ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს; • ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.დ.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე: • ავლებს პარალელს უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის და პოულობს მსგავსებებს/განსხვავებებს; • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს; • მოიძიებს დამატებით ცნობებს; • პოულობს ნასწავლი ანდაზის ანალოგიურს მშობლიურ ენაში და ადარებს გამოხატვის ფორმებს. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., გენეალოგიური ხის შედგენა, კატალოგის შექმნა-წარმოდგენა და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს; • გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს; • გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; • გუნდში ასრულებს საკუთარ ფუნქციას; • მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს; • გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და ამუშავებს მოძიებულ მასალას; • მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა); • ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ., ანბანურ/თემატურ ლექსიკონს, პლაკატს, მარტივ სქემას, კითხვარს და სხვა) და იყენებს მათ; • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით; • იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად. უცხ.დ.VI.22. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა); • სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას; • ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ. უცხ.დ.VI.23. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს; • იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს; ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს; • იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს. უცხ.დ.VI.24. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სხვებს აცდის პასუხს; • კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს; • თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი; • მეწყვილესთან ერთად ჭრის დასმულ ამოცანას; • მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში; • კორექტულად აღნიშნავს სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებს. • ეთათბირება თანაგუნდელებს ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე; • ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას; • გამოთქვამს საკუთრ მოსაზრებებს, უსმენს სხვისას; • თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში. თავი XXVI საგნობრივი კომპეტენციები საბაზო და საშუალო საფეხურზე I დონე (ს.I) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.I.1. მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება. უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება. უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება. უცხ.ს.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. უცხ.ს.I.5. მოსწავლეს შეუძლია ანბანის წაკითხვა. უცხ.ს.I.6. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს. უცხ.ს.I.7. მოსწავლეს შეუძლია საჯარო წარწერების (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერის, გაჩერების/ქუჩის/ მაღაზიის/ საჯარო შენობის დასახელების და სხვა) წაკითხვა და გაგება. უცხ.ს.I.8. მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება. უცხ.ს.I.9. მოსწავლეს შეუძლია ოფიციალური/ადმინისტრაციული ხასიათის დოკუმენტების, ანკეტების, (მაგ., კვირის განრიგის, გაკვეთილების ცხრილის, სავიზიტო ბარათის, პირადობის მოწმობის, ბილეთის და სხვა) წაიკითხვა და გაგება. უცხ.ს.I.10. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება. ა. კატალოგი. ბ. სამარშრუტო გეგმა. გ. მენიუ. დ. კულინარიული რეცეპტი. უცხ.ს.I.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი კორესპონდენციის - სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის (მისალოცი, მოსაწვევი, მოწვევის სამადლობელო და სხვა), მარტივი შეტყობინების წაიკითხვა და გაგება. უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება. უცხ.ს I.13. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები. უცხ.ს.I.14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად. უცხ.ს.I.15. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების, წინადადებების წერა. უცხ.ს.I.16. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილების ცხრილის, კვირის/დღის განრიგის, ანკეტის შევსება. უცხ.ს.I.17. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით ღია ბარათის შედგენა. უცხ.ს.I.18. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მარტივი, ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (კატალოგის, მენიუს, კულინარიული რეცეპტის) შედგენა. უცხ.ს.I.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა. უცხ.ს.I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება. უცხ.ს.I.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის გაუმჯობესების მიზნით. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა უცხ.ს.I.22. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.ს.I.24. მოსწავლეს შეუძლია გარემოს აღწერა. უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ. უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით. უცხ.ს.I.27. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განსათავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა). უცხ.ს.I.30. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. უცხ.ს.I.31. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. უცხ.ს.I.33. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად. უცხ.ს.I.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად. უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი). უცხ.ს.I.1. მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სიტყვების ნაკადში გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს/ფრაზებს; • ამოიცნობს ფრაზების/გამოთქმების მნიშვნელობას. უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე; • ასრულებს სავარჯიშოებს. უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს თემას (პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებს, მოვლენებს და სხვა); • ტექსტიდან ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა); • ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს (სიხარულს, გაკვირვებას, გაბრაზებას და სხვა); • დიალოგში განასხვავებს მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმას. მოსმენის სტრატეგიები უცხ.ს.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს); • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა); • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას. მიმართულება: კითხვა (კითხვის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული ტექსტები). უცხ.ს.I.5. მოსწავლეს შეუძლია ანბანის წაკითხვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ყველა მთავრულ და არამთავრულ ბეჭდურ/ნაწერ ასოს, სწორად წარმოთქვამს მათ. უცხ.ს.I.6. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ახმოვანებს ასოებს, ასოთშენაერთებს, მარცვლებს; • ბგერებს აკავშირებს შესაბამის ასოებთან, ასოთშენაერთებთან, მარცვლებთან; • ხმამაღლა და გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, წინადადებებს, ტექსტებს. უცხ.ს.I.7. მოსწავლეს შეუძლია საჯარო წარწერების (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერის, გაჩერების/ მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელების და სხვა) წაიკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მითითებულ ინფორმაციას. უცხ.ს.I.8. მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს და ასრულებს მითითებებს. უცხ.ს.I.9. მოსწავლეს შეუძლია ოფიციალური/ადმინისტრაციული ხასიათის დოკუმენტების, ანკეტების (მაგ., კვირის განრიგის, გაკვეთილების ცხრილის, სავიზიტო ბარათის, პირადობის მოწმობის, ბილეთის და სხვა) წაიკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მონაცემებს; • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას. უცხ.ს.I.10. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება. ა. კატალოგი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ნივთის, საგნის ნიშან-თვისებებს (წონას, ზომას, ფერს, მასალას); • ამოიცნობს ფასს. ბ. სამარშრუტო გეგმა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პირობით ნიშნებს; • ამოიცნობს წარწერებს. გ. მენიუ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს რუბრიკებს (მაგ., ცხელ/ცივ კერძებს, დესერტს, სასმელებს და სხვა); • ამოიცნობს კერძებს/სასმელებს; • ამოიცნობს მათ ინგრედიენტებსა და ფასს. დ. კულინარიული რეცეპტი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ცალკეულ ინგრედიენტს; • ამოიცნობს ინგრედიენტთა მითითებულ რაოდენობას; • ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებს (მაგ., გაფცქვნა, მორევა, ჩაყრა და სხვა). უცხ.ს.I.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი კორესპონდენციის - სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის (მისალოცის, მოსაწვევის, მოწვევის სამადლობელოს და სხვა), მარტივი შეტყობინების წაიკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ავტორის/ადრესატის ვინაობას; • ამოიცნობს გაგზავნის თარიღსა და ავტორის/ადრესატის მისამართს; • ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., შობის, დაბადების დღის მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება და სხვა); • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (როდის, სად, ვინ, რატომ და სხვა). უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პერსონაჟებს; • ამოიცნობს პერსონაჟთა თვისებებს; • ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს; • ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს. უცხ.ს. I.13. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • განარჩევს ერთმანეთისაგან სხვადასხვა სახის ტექსტის კომპოზიციურ თავისებურებას (მაგ., კატალოგისას მენიუსაგან); • ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., აქვს თუ არა სათაური/ქვესათაური, რუბრიკები; მითითებულია თუ არა ავტორი ან ადრესატი; ტექსტი სვეტებად არის ორგანიზებული თუ აბზაცებად და სხვა); • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მიმართვის/დამშვიდობების ფორმულას კორესპონდენციაში); • ამოიცნობს ახლანდელი/წარსული დროის გამომხატველ ზმნის ფორმებს, ზმნიზედებს; • განარჩევს თხრობითი და ბრძანებითი კილოს გამომხატველ ზმნის ფორმებს; • ამოიცნობს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედას, სიტყვათშეთანხმებას, წინდებულს); • ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის (მაგ., არსებითი და ზედსართავი სახელების რიცხვში შეთანხმება). კითხვის სტრატეგიები უცხ.ს.I.14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს - მსხვილ შრიფტს და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად; • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (როგორებიცაა: ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები /მაგ. ტელეფონი, ბანანი, ტაქსი/ და სხვა) დახმარებით; • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ; • იხსენებს, შეუსწავლია თუ არა ასეთი ტექსტები სხვა ენების ან საგნების შესწავლისას და გამოუყენებია თუ არა ასეთი სტრატეგიები; • განსაზღვრავს, რა ტიპის ტექსტების ათვისებისას შეიძლება მსგავსი სტრატეგიების გამოყენება. მიმართულება: წერა უცხ.ს.I.15. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების, წინადადებების წერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს სიტყვებს და წინადადებებს; • იცავს ასოთა გადაბმის წესებს; • კარნახით წერს ნასწავლ სიტყვებს, წინადადებებს. უცხ.ს.I.16. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილების ცხრილის, კვირის/დღის განრიგის, ანკეტის შევსება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წერს მონაცემებს/საქმიანობებს შესაბამის ადგილას. უცხ.ს.I.17. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით ღია ბარათის შედგენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვა, ხელმოწერა, მისამართი, თარიღი); • აყალიბებს კორესპონდენციის მიზანს (დაბადების დღის, შობა/ახალი წლის მილოცვა და სხვა). უცხ.ს.I.18. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მარტივი, ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (კატალოგის, მენიუს, კულინარიული რეცეპტის) შედგენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., მოზრდილთათვის განკუთვნილი წიგნების კატალოგის მიხედვით წერს საბავშვო წიგნების კატალოგს; ზამთრის ტანსაცმლის კატალოგის მიხედვით - ზაფხულისას). უცხ.ს.I.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აღწერს ადამიანს (თვალის ფერი, თმის ფერი, სიმაღლე, წონა); • აღწერს საგანს, ნივთს სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით (ფერი, ზომა, შემადგენლობა, ფორმა, მდებარეობა და სხვა); • აღწერს საცხოვრებელ ადგილს (მდებარეობა, ოთახების, ნივთების განლაგება და სხვა); • აღწერს ყოველდღიურ საქმიანობებს; • აღწერს ხელოვნების ნიმუშს (დასახელება, ადგილმდებარეობა, სხვადასხვა მახასიათებელი); • იძლევა მარტივ დადებით ან უარყოფით შეფასებებს. უცხ.ს.I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს, ზმნიზედას და სხვა); • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანმხმებს ზმნას არსებით სახელთან პირსა და რიცხვში); • შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს მითითებების მიცემისას; • იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ მარტივ გაუვრცობელ თუ გავრცობილ წინადადებებში; • იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს. წერის სტრატეგიები უცხ.ს.I.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, საჭირო ენობრივ მასალას, გრამატიკულ ცნობარს და სხვა); • წერს შავ ვარიანტს; • გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს; • ათეთრებს ნაწერს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.ს.I.22. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გარკვევით იმეორებს ბგერებს, სიტყვებს, გამოთქმებს; • დიალოგების, სკეტჩების გათამაშებისას ან მინიტექსტების ზეპირად წაკითხვისას ცდილობს დაიცვას უცხოური ენისათვის დამახასიათებელი ინტონაცია, გამოთქმა. დიალოგური მეტყველება უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, არდადეგები, აქტივობები, ამინდი, საყვარელი ნივთი, ცხოველი და სხვა); • მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში (შეხვედრა, გაცნობა, კაფეში შეკვეთის მიცემა და სხვა); • საუბრობს ტელეფონით ყოველდღიურ სიტუაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., გაკვეთილების ცხრილი, შეხვედრის დანიშნვა და სხვა); • სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე; • ცდილობს, უცხოურ ენაზე გადმოსცეს სათქმელი სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით (მაგ. “ვერ გავიგე“; “ეს რას ნიშნავს?”; “რვეული შინ დამრჩა”, “მათხოვე ფანქარი!” და სხვა). მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.I.24. მოსწავლეს შეუძლია გარემოს აღწერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მარტივი ფრაზებით აღწერს საკუთარ საცხოვრებელს/ოთახს; • საუბრობს საკუთარ თავზე, ახლობლებზე (მაგ., პირად მონაცემებზე, ყოველღიურ საქმიანობებზე, გატაცებებზე და სხვა); • აღწერს სურათს. უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს; • მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს; • სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონე წინადადებას; • იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს; • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს; • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (ზმნის სათანადო პირსა და რიცხვში); • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს. ზეპირმეტყველების სტრატეგიები უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კომუნიკაციის წარმართვისთვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ. მოდელებს, წინადადებებს, გამოთქმებს, კლიშეებს); • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება/ და სხვა); • აღმოაჩენს და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.ს.I.27. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის რეალიებს (მაგ., დროშას, ძეგლს და სხვა). უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს; • მშობლიურ ენაზე სვამს კითხვებს/ითხოვს განმარტებას კონკრეტული სოციოკულტურული საკითხების გარშემო; • კორექტულად•გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს; • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს; • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს; • მასწავლებლის დახმარებით ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად; • გუნდის წევრებთან ერთად, მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს; • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; განახორციელებს პროექტს; • გუნდის წევრებთნ ერთად წარუდგენს სხვა ჯგუფს პროექტის გეგმის შავ ვარიანტს; • შენიშვნების, კომენტარების გათვალისწინებით გუნდის წევრებთნ ერთად აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.ს.I.30. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში; • გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს; • განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად; • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად; • განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია. უცხ.ს.I.31. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას; • სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს; • მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში; • თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე; • ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლის პროცესში; • აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს; • მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ); • შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა; • აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისწინების მიზნით; • ასახელებს ფაქტორებსა და მიზეზებს, რომლებიც ხელს უშლის წინსვლას (მაგ. უყურადღებოდაა, არ იმეორებს მასალას, ვერ ბედავს შეკითხვის დასმას, ეშინია შეცდომის დაშვებისა და სხვა); • ასახელებს, რა ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეიძლება გამოიყენოს უცხოურ ენაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით; • იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად. უცხ.ს.I.33. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას; • ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს; • იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა). უცხ.ს.I.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს; • იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში; • ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს; • იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს. უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს; • ითხოვს/სთავაზობს დახმარებას; • კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე; • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების ურთიერთგაუმჯობესების ხელშესაწყობად. საბაზო და საშუალო საფეხური - II დონე (ს.II) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება. უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის/ მონოლოგის) მოსმენა და გაგება. უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება. ა) ამინდის პროგნოზი. ბ) სპორტის ახალი ამბები. უცხ.ს.II 4. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების მოსმენა და გაგება. უცხ.ს.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარშრუტის მოსმენა და გაგება. უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით. უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს. უცხ.ს.II.8. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, ინფორმაცია ყიდვა-დაქირავების შესახებ, მემორიალური დაფა, სხვადასხვა ტიპის აბრა და სხვა). უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი). უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია. ა) კითხულობს და იგებს საქმიან განცხადებებს; ბ) კითხულობს და იგებს ინტერვიუს, რეპორტაჟს; გ) კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას; დ) კითხულობს და იგებს დაიჯესტს. უცხ.ს.II.11. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სარეკლამო ხასიათის ტექსტი (ტურისტული ბუკლეტი, აფიშა, ანონსი). უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან). უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური). უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა. უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი). ა) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად; ბ) მიმართავს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით; გ) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად. უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი. უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია). უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა). უცხ.ს.II.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა). უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს. უცხ.ს.II.21. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს წერის სათანადო სტრატეგიებს. ლაპარაკი კულტურატა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.ს.II.24. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას სატელეფონო საუბარს. უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი. უცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები. უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები. უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. უცხ.ს.I.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). უცხ.ს.II.31. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. უცხ.ს.II.32. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. უცხ.ს.II.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად. უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად. უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი). უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე; • ასრულებს სავარჯიშოებს. უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეები, სასაუბრო თემა); • ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა); • ამოიცნობს დადებით და უარყოფით შეფასებებს. უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა. ამინდის პროგნოზი. • ამოიცნობს გეოგრაფიულ ადგილებს; • ამოიცნობს ატმოსფერულ მოვლენებსა და ტემპერატურას. ბ. სპორტის ახალი ამბები. • ამოიცნობს სახეობებს; • ამოიცნობს გამარჯვებულ და დამარცხებულ გუნდებს/მოთამაშეებს; • ამოიცნობს ანგარიშს. უცხ.ს.II. 4. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს, სად არის გაკეთებული განცხადება (მაგ., სუპერმარკეტში, სადგურში და სხვა); • ამოიცნობს განცხადების მიზანს; • ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგ., გამგზავრების დრო, ბაქანი, ფასი, სექცია და სხვა). უცხ.ს.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარშრუტის მოსმენა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • შესაბამისი მითითებების მიხედვით იკვლევს გზას (მაგ., გაუხვიე მარჯვნივ, იარე პირდაპირ და სხვა); • პოულობს დანიშნულების ადგილს. მოსმენის სტრატეგიები უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკური მახვილს და სხვა); • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, სიტყვის ფუძე და სხვა); • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ყურადღების გამახვილებით ამოკრებს საჭირო ინფორმაციას. მიმართულება: კითხვა (კითხვის უნარის გასავითარებლად გამოიყენება ნახევრად ავთენტიკური ან ავთენტიკური ტექსტები). უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გარკვევით და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექსტს; • თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს ნაცნობ დიალოგს/სკეჩტს, იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს. უცხ.ს.II.8. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, ინფორმაცია ყიდვა-დაქირავების შესახებ, მემორიალური დაფა, სხვადასხვა ტიპის აბრა და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მითითებულ ინფორმაციას. უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, კორესპონდენციის მიზანს); • ამოიცნობს გაგზავნის თარიღსა და ავტორის/ადრესატის მისამართს; • ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვას, მოწვევას, რაიმეს შეთავაზებას და სხვა); • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რა, რამდენი, როგორ, რატომ და სხვა); • ამოიცნობს ემოციებს, დამოკიდებულებებს. უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის, ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა და სხვა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა) კითხულობს და იგებს საქმიან განცხადებებს. • ამოიცნობს განცხადების მიზანს (მაგ., საზაფხულო შემოთავაზებები); • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას. ბ) კითხულობს და იგებს ინტერვიუს, რეპორტაჟს. • ამოიცნობს კორესპონდენტს, რესპონდენტს; • ამოიცნობს თემას/საკითხებს; • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას; • ამოიცნობს რესპონდენტის დადებით და უარყოფით დამოკიდებულებებს. გ) კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას. • ამოიცნობს პროგრამის ფორმატს (მაგ., კვირის განრიგს, გადაცემის დასათაურებას, არხების ლოგოებს); • ამოიცნობს გადაცემის ტიპს; • ამოიცნობს ანოტაციის ზოგად შინაარსს; • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მონაწილე, შემსრულებელი, დღე, დრო და სხვა). დ) კითხულობს და იგებს დაიჯესტს: • ამოიცნობს თითოეული ამბის ზოგად შინაარსს; • სათაურს აკავშირებს შინაარსთან. უცხ.ს.II.11. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სარეკლამო ხასიათის ტექსტი (ტურისტული ბუკლეტი, აფიშა, ანონსი). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ტექსტის მიზანს, ადრესატს); • ამოიცნობს სათაურს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციების წარწერებს; • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღს, ფასს, ადგილს, პირობებს, მონაწილეს და სხვა); • ამოიცნობს შეფასებებს, რჩევებს. უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს; • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას. უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პერსონაჟებს; • ამოიცნობს პერსონაჟთა განწყობილებებს, გრძნობებს, თვისებებს; • ამოიცნობს მოქმედებებს, მათ თანამიმდევრულობას; • ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს. უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., აქვს თუ არა სათაური/ქვესათაური, რუბრიკები, მითითებულია თუ არა ავტორი/ადრესატი, ტექსტი სვეტებად არის ორგანიზებული, თუ აბზაცებად და სხვა); • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მიმართვის/დამშვიდობების ფორმულები კორესპონდენციაში, რჩევის გამომხატველი ფორმულა სარეკლამო ბროშურაში); • ამოიცნობს შეფასება-დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს; • ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (არსებით სახელს, ზმნიზედას, წინდებულს, ზმნისწინს); • ამოიცნობს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნის ნასწავლი ფორმა, ზმნიზედა); • ამოიცნობს შედარების/მსგავსების გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს. კითხვის სტრატეგიები უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად. • მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს; განსაზღვრავს, ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს; გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე (მაგ., სათაურზე, ქვესათაურზე, ილუსტრაციზე, საკვანძო სიტყვზე, აბზაცების დასაწყისზე, ერთ-ერთი აბზაცზე, გამოყოფილ სიტყვებზე და სხვა) დაყრდნობით; • გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე; ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად. ბ) მიმართავს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით. • ჯერ ზოგადად ეცნობა ტექსტს (იხ. გაცნობითი კითხვა); • შემდეგ გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს, ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე (მაგ., კონტექსტზე, ქართულში დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებზე, სიტყვის ნაცნობ ფუძეზე, აფიქსებზე და სხვა) დაყრდნობით; • უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი); • საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილებს. გ) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად: • თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. მიმართულება: წერა უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მაგ., მიმართვის ფორმას, დამშვიდობების ფორმულას, ხელმოწერას, მისამართს, თარიღს); • კორესპონდენციის მიზანს უსადაგებს შინაარსს (მაგ., მოწვევა, რაიმეს შეთავაზება, მიწვევაზე/შეთავაზებაზე დათანხმება/უარის თქმა, მოკითხვა, ამბების შეტყობინება); • აღწერს ყოველდღიურ ამბებს; • სვამს კითხვებს კონკრეტული ინფორმაციის დასაზუსტებლად. უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და დამშვიდობების სათანადო ფორმულებს; • აგებს თხრობას, თანამიმდევრულად გადმოსცემს მოვლენებს, ფაქტებს; • გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, სურვილებს. უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, რეკლამის მიზანს, ტექსტის ფორმატს, ადრესატს); • იგონებს სათაურს; • წერს ილუსტრაციის კომენტარებს; • ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს (ანოტაციას); • მიუთითებს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღს, ფასს, ადგილს, პირობებსა და სხვა); • ფაქტობრივ ინფორმაციას დაურთავს შეფასებებს. უცხ.ს.II.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (ნიმუშის გამოყენებით წერს სასურველ ტელეპროგრამას). უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იცავს ტექსტის ამა თუ იმ სახეობის სტრუქტურულ მახასიათებლებს; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ კონსტრუქციებში; • იყენებს ზმნიზედებსა და ზმნის სათანადო ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად; • ამბების გადმოცემისას იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედები, წინდებულები); • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს; • აღწერის დროს შედარებისას იყენებს მსგავსების გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს; • იცავს სიტყვათა რიგს მტკიცების, უარყოფის და კითხვის შინაარსის შემცველ მარტივ და თანწყობილ წინადადებებში; • შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს; • ემოციისა და დამოკიდებულების (მაგ., სიხარული, აღფრთოვანება, მოწონება, მადლიერება) გამოსახატად იყენებს სათანადო ლექსიკურ ერთეულებს, ენობრივ ფორმულებს; • მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს; • იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს. წერის სტრატეგიები უცხ.ს.II.21. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს წერის სათანადო სტრატეგიებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, გრამატიკულ ცნობარს და სხვა); • ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას, საკომუნიკაციო მიზნიდან გამომდინარე შეარჩევს სათანადო ენობრივ მასალას (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, კლიშეებს, გრამატიკულ ფორმებს და სხვა); • წერს შავ ვარიანტს; • გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს; • ათეთრებს ნაწერს. მიმართულება: ლაპარაკი უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გასაგებად მეტყველებს დიალოგების გათამაშებისას, ზეპირად კითხვისას იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას, ჟღერადობას, აქვს სათანდო გამოთქმა. დიალოგური მეტყველება უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე ( მაგ., ჩაცმულობა, საყვარელი გმირი, ჰობი, თავისუფალი დრო, სკოლა, მეგობრები და სხვა); • მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში (მაგ., მაღაზიაში, ექიმთან, დაპატიჟება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა); • თავს ართმევს სატელეფონო საუბარს; • სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე; • იყენებს კონკეტული საკომუნიკაცო სიტუაციის შესაბამის კლიშეებს, ენობრივ ფორმულებს; • პასუხობს ნასწავლი ტექსტის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე; • გამოხატავს ემოციებს, შეხედულებებს, განწყობილებას; • აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს; • უცხოურ ენაზე გადმოსცემს სათქმელს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. უცხ.ს.II.24. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას სატელეფონო საუბარს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს სათანადო კლიშეებს; • რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • საუბრობს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლა, საყვარელი საგნები, ყოველდღიური საქმიანობა, ჰობი და სხვა); • მარტივი გეგმის მიხედვით ან სურათებზე დაყრდნობით ჰყვება მარტივ ამბავს; • მარტივი ფრაზებით აღწერს საკუთარ გარემოს; • აღწერს სურათს; • აღწერს და ახასიათებს ადამიანებს (სიმაღლე, წონა, თმის ფერი, თვალის ფერი, ჩაცმულობა, ხასიათი, ემოციები, ინტერესები). უცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს; • მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს; • სათანადოდ იყენებს ზმნიზედებსა და ზმნის ნასწავლ ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად; • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებში; • იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს; • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკას. ზეპირმეტყველების სტრატეგიები უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კომუნიკაციის წარმართვისთვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ., მოდელებს, საკვანძო სიტყვებს, ფრაზებს, გამოთქმებს, კლიშეებს); • იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, ანტონიმის/სინონიმის მითითებას, პერიფრაზირებას/ნაგულისხმევი საგნის აღწერას, ან მისი დანიშნულების მითითებას/ და სხვა); • წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად; • ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს გამეორებას, განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, გერბი, ჰიმნი); • აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში/სასწავლო მასალებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის ან საყოფაცხოვრებო რეალიებს. უცხ.ს.II.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საზოგადოებაში ქცევის ეტიკეტს, წესებს და იცავს მათ სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას; • მშობლიურ ენაზე სვამს კითხვებს/ითხოვს განმარტებას კონკრეტული სოციოკულტურული საკითხების გარშემო; • კორექტულად• გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკური გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს; • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ; • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთნ ერთად ადგენს შესრულების ვადებს; • გუნდის წევრებთან ერთად ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად; • გუნდის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს; • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; • გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას; • გუნდის წევრებთნ ერთად განახორციელებს პროექტს; • გუნდის წევრებთან ერთად გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები; • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ მას აუდიტორიის წინაშე. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.ს.II.31. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში; • გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს; • განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად; • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად; • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია; • განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის. უცხ.ს.II.32. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას; • მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებს ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად; • საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას; • სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს; • მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში; • თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე; • ადარებს სხვადასხვა ენის, მათ შორის მშობლიურის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში; • აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს; • მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი, ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ); • შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა; • აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისიწინების მიზნით; • ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა); • ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს; • ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად; • საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს. უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონში, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკაში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ/ინტერნეტის) მეშვეობით; • იყენებს ისტ-ს ამა, თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად; • იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად. უცხ.ს.II.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სისტემატურად იმეორებს გავლილ ლექსიკურ მასალას; • ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს; • იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა). უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს; • იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში; • ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს; • იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს. უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს; • ითხოვს/სთავაზობს დახმარებას; • მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად; • ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს; • უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას; • ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში; • საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილეს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში; • აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას; • კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე; • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად. საბაზო და საშუალო საფეხური - III დონე (ს.III) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე. უცხ.ს.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები. უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები. უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.III.5. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის გაგება (ოფიციალური ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი ან მისი ელექტრონული ვერსია). უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა). უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა). უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში. უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა. უცხ.ს.III.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.III.11. მოსწავლეს შეუძლია წერილის მიწერა წარმოსახვითი ან რეალური ადრესატისათვის (უცხოელი თანატოლისათვის, მეგობარისათვის და სხვა). უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (ცნობარის, ანოტაციის, დაიჯესტის და სხვა) შედგენა. უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა. უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები. უცხ.ს.III.15. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.ს.III.17. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას. უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი. უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს. უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. უცხ.ს.III.25. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად. უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. უცხ.ს.III.27. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად. უცხ.ს.III.28. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად. უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიოა და აუჩქარებელი). უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს, სად და როდის მიმდინარეობს საუბარი; • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს, ინტერვიუერს, რესპონდენტს; • ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს; • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა); • საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, მომავალი გეგმების, ინტერესებისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) შესახებ; • ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვას, თხოვნას, მოთხოვნას და სხვა). უცხ.ს.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს განცხადების თემას (მაგ., დაკარგული ნივთი, ღონისძიება, მგზავრობა და სხვა); • ამოიცნობს მიზანს (მაგ., რეკლამას, გაფრთხილებას, ინფორმირებას და სხვა); • ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი შეტყობინება, განცხადება); • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., დაკარგული ნივთის მახასიათებლებს, სურსათის ფასს, გამგზავრების დროს, უსაფრთხოების წესებს და სხვა). უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს გადაცემის ტიპს (მაგ., ამინდის პროგნოზს, დაიჯესტს, სპორტის/კულტურის სიახლეებს და სხვა); • ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს (მაგ., დაჯილდოებას, გატაცებას, კინოფესტივალს და სხვა); • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა). მოსმენის სტრატეგიები უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს, ილუსტრაციას, სქემას და სხვა); • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე (საკომუნიკაციო სიტუაციაზე, კონტექსტზე, ნაცნობ ენობრივ კონსტრუქციებზე) დაყრდნობით; • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური; • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად; • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს უცხოურ ენაზე. მიმართულება: კითხვა უცხ.ს.III.5. მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ოფიციალური ხასიათის ღია ბარათის, პირადი წერილის, ან მისი ელექტრონული ვერსიის) გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს ავტორს, ადრესატს, მათ მისამართებს, გაგზავნის თარიღს; • ასახელებს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვა, მოწვევა, მადლობის გადახდა, შეთავაზება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ახსნა-განმარტება და სხვა); • ამოიცნობს სიტუაციას/კონტექსტს, რომელშიც დაიწერა წერილი; ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი, როგორი, რატომ, ვისთვის და სხვა); • ამოიცნობს რესპონდენტის დამოკიდებულებას, განწყობილებას; • ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები ავტორისა თუ ადრესატის შესახებ. უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს; • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას; • აკავშირებს ერთმეთთან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და გამოაქვს დასკვნა; • განსაზღვარავს მოვლენათა დროსა და ადგილს; • მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან; • ამოიცნობს ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს; • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას პირად გამოცდილებასთან. უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ზოგად შინაარსს; • სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან; • ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს, ავტორს; • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას; • ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, როგორი, როგორ, რატომ და სხვა); • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; • ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; • ამოიცნობს მთხრობელის/პერსონაჟის განწყობილებებს, ემოციებს, დამოკიდებულებას. უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე სახის ტექსტებს (მაგ., შემეცნებითი ხასიათის ორ ტექსტს) და მშობლიურ ენაზე მსჯელობს, რომლის სტრუქტურა უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ; • ამოიცნობს მოქმედებათა სიხშირისა და ხანგრძლივობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, ზმნის სათანადო ფორმას); • ამოიცნობს ადგილმდებარეობის, მიმართულების, მანძილის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს; • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრულობის (წინმსწრები და მერმინდელი მოქმედების) გამომხატველ მარტივ ენობრივ კონსტრუქციებს; • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზის, შედეგის, ოპოზიციის) გამომხატველ მარტივ ენობრივ სტრუქტურებს. უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის წაკითხვაც სურს აუდიტორიის წინაშე; • წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს; • შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს; • ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს; • სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას; • კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან; • მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ. კითხვის სტრატეგიები უცხ.ს.III.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე; • იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას; • იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა; • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტის, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვების და სხვა) დახმარებით; • სხვადასხვა ელემენტის მოშველიებით (სათაური, აბზაცების დასაწყისი, საკვანძო სიტყვები, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური. მიმართულება: წერა უცხ.ს.III.11. მოსწავლეს შეუძლია წერილის მიწერა წარმოსახვითი, ან რეალური ადრესატისათვის (მაგ., უცხოელი თანატოლისათვის, მეგობარისათვის და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულები, თემა, ხელმოწერა, მისამართი, თარიღი); • წარადგენს საკუთარ თავს, ოჯახს; • მიუთითებს საკუთარი რეგიონის/ქალაქის/სოფლის ადგილმდებარეობას; • აღწერს, რითი არის დაკავებული, როგორ ატარებს თავისუფალ დროს; • გადმოსცემს ყოველდღიურ ცხორვებასთან დაკავშირებულ ამბებს; • ახასიათებს თავის მეგობრებს; • ადრესატს უსვამს კითხვებს მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხის მისაღებად; • ეპატიჟება და უხსნის, თუ რას გააკეთებენ, როგორ გაატარებენ დროს ჩამოსვლის შემთხვევაში. უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (მაგ. ცნობარი, ანოტაცია, დაიჯესტი და სხვა) შედგენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • თავს უყრის საჭირო ინფორმაციას, ილუსტრაციებს; • განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების წესს; • თხზავს ტექსტს; • ასათაურებს; • აფორმებს ილუსტრაციებით. უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • თავს უყრის წაკითხულ ტექსტში შესწავლილ საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით თხზავს მსგავსი სტრუქტურის ტექსტს; • განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს; • გასაგებად გადმოსცემს შინაარსს. უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ტექსტის შედგენისას იყენებს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცვალსახელებითა და მარტივი ზმნიზედებით); • სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს; • ამბების/ფაქტების გადმოცემისას იყენებს შესაბამისი ზმნის ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად; • იყენებს ზმნიზედებს, წინდებულებს, მყარ შესიტყვებებს მოქმედებათა, მოვლენათა დროის დასაზუსტებლად (მაგ., საღამოს, ხვალ, გუშინ, რამდენიმე საათში და სხვა); • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა შორის ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზშედეგობრივი, ოპოზიციური) გამოსახატად (მაგ., თანწყობილი წინადადება, მარტივი დაქვემდებარება); • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს, თავაზიან და ფამილარულ ფორმებს; • სწორად იყენებს ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს სიტყვებს შორის; • აღწერისას აზუსტებს ადგილმდებარეობას ზმნიზედების, მარტივი ენობრივი ფორმულების გამოყენებით; • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს. წერის სტრატეგიები უცხ.ს.III.15. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, გრამატიკულ ცნობარს და სხვა); • ჩამოწერს იდეებს, გადაარჩევს, გადაახარისხებს და ადგენს ტექსტის გეგმას; • მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს; • წერს შავ ვარიანტს; • სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს. მიმართულება: ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე; • ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას; • წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ); • წინასწარი მომზადების საფუძველზე აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი მსახიობი ურჩევნია და რატომ, სად ურჩევნია წასვლა და რატომ და სხვა); • მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით; • პასუხობს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს. უცხ.ს.III.17. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს (მაგ., ტელეფონით ინფორმაციის მოპოვება კინოსეანსების განრიგის შესახებ, დაგვიანების გამო თავის გამართლება და სხვა). მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარი მომზადების საფუძველზე მარტივი ენით საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (თავისუფალი დრო, მოდა და სხვა); • წინასწარი მომზადების საფუძველზე მარტივი ენით ჰყვება თავს გადამხდარ, გაგონილ, წაკითხულ ამბავს; • საკვანძო სიტყვებსა და ენობრივ კონსტრუქციებზე დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს. უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს; • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმებს; • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას; • თავისუფლად იყენებს მარტივი და თანწყობილი წინადადებების სტრუქტურებს; • იყენებს ხშირად ხმარებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში; • ამბების გადმოცემისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად; • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ზმნებს, სიტყვათშეხამებებს (მომწონს, არ მომწონს, მირჩევნია, ჩემი აზრით); • იყენებს ემოციების (სიხარულის, გაკვირვების, სინანულის და სხვა) გამომხატველ ლექსიკურ ერთეულებს, ხშირად ხმარებულ ენობრივ ფორმულებს; • გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას. ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას; • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება/ და სხვა). მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, გერბი, ჰიმნი და სხვა); • ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ. სამიზნე ქვეყნების დედაქალაქები, გერმანიის გაერთიანების დღე, ბასტილიის აღების დღე და სხვა); • ამოიცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ბიგ ბენი, ოსტანკინოს ანძა და სხვა); • ამოიცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ. ვოლფგანგ გოეთე, შარლ დე გოლი, დედოფალი ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინი), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროებს, ეპოქას, დამსახურებას; • ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს. უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საზოგადოებაში ქცევის წესებს, ეტიკეტს და იცავს მას სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას; • ამოიცნობს ტრადიციებს, ადათებს, ზნე-ჩვეულებებს და ადარებს მშობლიურთან, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს; • კორექტულად• გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას. მიმართულება:უცხოური ენის პარაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს; • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს; • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს; • ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად; • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას; • განახორციელებს პროექტს; • გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები; • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში; • გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს; • განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად; • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების შესასრულებლად; • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია; • განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის. უცხ.ს.III.25. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას; • მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებს ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად; • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში; • საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას; • სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს; • მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში; • თანახმაა განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე; • ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში; • აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს; • მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი, ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ); • აკვირდება შედეგებს და აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა; • აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისწინების მიზნით; • ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა); • ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს; • ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად; • საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს. უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურული ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონში, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით; • იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად; • იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად. უცხ.ს.III.27. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას; • ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს; • იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა). უცხ.ს.III.28. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს; • იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში; • ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს; • იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს. უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს; • ითხოვს/სთავაზობს დახმარებას; • მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; • მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად); • ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს; • უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას; • ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში; • საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში; • აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას; • კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე; • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად. საბაზო და საშუალო საფეხური - IV დონე (ს.IV) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე. უცხ.ს.IV.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები. უცხ.ს.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე. უცხ.ს.IV.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.IV.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (კომპლექსური დავალების ინსტრუქცია, რჩევა-დარიგება, თამაშის წესები, რეკომენდაციები და სხვა). უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა). უცხ.ს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან). უცხ.ს.IV.8. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება. უცხ.ს.IV.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში. უცხ.ს.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა. უცხ.ს.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების წერა, რომლებშიც დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., პირადი წერილი, დღიური). ა) წერს წერილს უცხოელ თანატოლს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას). ბ) წერს პირად წერილებს ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას). გ) წერს დღიურს. უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს. უცხ.ს.IV.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები. უცხ.ს.IV.15. მოსწავლეს შეუძლია შედეგის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება). ლაპარაკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება სწავლის სწავლა უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.ს.IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა. უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი. უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს. უცხ.ს.IV.22. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურის რეალიებს. უცხ.ს.IV.23. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა). უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. უცხ.ს.IV.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად. უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით. უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტები მკაფიოა და აუჩქარებელი). უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს, სად მიმდინარეობს საუბარი; • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს; • ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს; • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა); • ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას, შეფასებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; • საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, ინტერესების, სოციალური მდგომარეობისა და მათ შორის არსებული (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, საქმიანი, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) ურთიერთობის შესახებ; • ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (მაგ., შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა, საყვედური, სინანული, გაპროტესტება); • განასხვავებს მიმართვის ფამილარულ და თავაზიან ფორმებს. უცხ.ს.IV.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ტექსტის მიზანს (მაგ., რეკლამას, გაფრთხილებას, ინფორმირებას და სხვა); • ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი ინფორმაცია); • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., ნივთის მოხმარების წესებს, ტურისტული სააგენტოს კონკრეტულ შეთავაზებებს და სხვა). უცხ.ს.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ და სხვა) ნაცნობ თემატიკაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს გადაცემის რუბრიკას (მაგ., ახალი ამბები უცხოეთიდან, სპორტის/კულტურის სიახლეები, პრესის მიმოხილვა, რეპორტაჟი და სხვა); • ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს; • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა); • მიჯნავს ინტერვიუერისა და რესპონდენტის დამოკიდებულებებს, შეფასებებს ერთმანეთისაგან; • განასხვავებს ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან; • აკავშირებს კონკრეტულ დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან; • გამოაქვს კონკრეტული დასკვნები. მოსმენის სტრატეგიები უცხ.ს.IV.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს, ილუსტრაციას, სქემას); • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი); • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად; • იყენებს სელექციური მოსმენის სტრატეგიას კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად; • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადრებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები; • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს უცხოურ ენაზე. მიმართულება: კითხვა უცხ.ს.IV.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (მაგ., კომპლექსური დავალების ინსტრუქცია, რჩევა-დარიგება, თამაშის წესები, რეკომენდაციები და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ადრესატს; • ამოიცნობს შესასრულებელ ქმედებებს; • ამოიცნობს ქმედებათა შესრულების თანამიმდევრობას. უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ცნობარი და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს; • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას; • ტექსტს ჰყოფს შინაარსობრივ ნაწილებად; • ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს სხვადასხვა ნიშნით; • მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან; • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან. უცხ.ს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან; • ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს; • ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას; • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა); • ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს; • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; • ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; • ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის მსვლელობა, დასასრული). უცხ.ს.IV.8. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • განასხვავებს ერთმანეთისგან დიალოგური და თხრობითი ტექსტების დიზაინს; • ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტსა და ნახატს; • ამოიცნობს სახვითი და ტიპოგრაფიული ხერხებით გამოხატულ ემოციებს, განწყობილებებს (მაგ. გამსხვილებული შრიფტი ყვირილის, ბრაზის აღსანიშნად და სხვა); • ამოიცნობს ეპიზოდების შინაარსს ილუსტრაციებზე დაყრდნობით; • ამოიცნობს ნახატებსა თუ ტექსტში მინიშნებულ იმპლიციტურ ინფორმაციას კულტურის სფეროდან (ეპოქას, ქვეყანას, ისტორიულ მოვლენას, ამა თუ იმ სოციალური წრის ტიპურ წარმომადგენელს და სხვა). უცხ.ს.IV.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა); • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან/ თვალსაზრისისაგან (მაგ., განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები); • განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და რა მარკერები გამოიყენება ამისათვის (მაგ., მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ; ჯერ, შემდეგ, ბოლოს...); • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი); • აღნიშნავს, რომელი პირია (I თუ III) ტექსტში ავტორი; • ამოიცნობს აუცილებლობის, რჩევის, აკრძალვის გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს; • ამოიცნობს მოქმედებათა ინტენსივობის (სიხშირის) გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედას, ზმნის კილოს, მყარ შესიტყვებას); • ამოიცნობს ემოციების (მაგ., მწუხარების, შვების, უკმაყოფილების, კმაყოფილების, ხალისის და სხვათა) გამომხატველ ენობრივ საშუალებებს; • ამოიცნობს მიმართულების, გეზის, ადგილმდებარეობის, დისტანციის, პოზიციის გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს, სიტყვებს; • ამოიცნობს შედარების (მსგავსების, განსხვავების, თანაფარდობის, აღმატებულების და სხვა) გამომხატველ ენობრივ საშულებებს; • ამოიცნობს თანადროულობისა და თანამიმდევრობის (მაგ., წინსწრება, მერმინდელობა) გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს; • ამოიცნობს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების (აკრძალვა, აუცილებლობა, ნების დართვა, რჩევის მიცემა) გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს; • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზს, შედეგს, მიზანს, ოპოზიციას) გამომხატველ მარტივ ენობრივ სტრუქტურებს; • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა). უცხ.ს.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის წაკითხვაც სურს აუდიტორიის წინაშე; • ხმამაღლა წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს; • შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს; • ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს; • სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას; • კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან; • მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ. კითხვის სტრატეგიები უცხ.ს.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე; • იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას; • იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა; • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები და სხვა); • სხვადასხვა ელემენტების მოშველიებით (მაგ., სათაური, აბზაცების დასაწყისი, საკვანძო სიტყვები, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია სხვადასხვა ტიპის ტექსტის კითხვისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები; • საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას. მიმართულება: წერა უცხ.ს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების წერა, სადაც დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., პირადი წერილი, დღიური). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა) წერს წერილს უცხოელ თანატოლს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას). • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს, ხელმოწერას, მისამართს, თარიღს); • წარადგენს საკუთარ თავს, ოჯახს; • მიუთითებს საკუთარი რეგიონის/ქალაქის/სოფლის ადგილმდებარეობას; • აღწერს, რითი არის დაკავებული, როგორ ატარებს თავისუფალ დროს; • ახასიათებს თავის მეგობრებს; • დეტალურად აღწერს თავისი კუთხის საინტერესო ზნე-ჩვეულებებს (მაგ., დღესასწაული, როდის და სად აღნიშნავენ, როგორ წარიმართა, თვითონ რას აკეთებდა, როგორია მისი შთაბეჭდილებები); • ადრესატს უსვამს კითხვებს მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხის მისაღებად; • ეპატიჟება და უხსნის, ჩამოსვლის შემთხვევაში რას გააკეთებენ, როგორ გაატარებენ დროს; • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. ბ) წერს პირად წერილებს ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას). • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს, ხელმოწერას, მისამართს, თარიღს); • მოიკითხავს ადრესატს; • ატყობინებს თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს; • აღწერს კონკრეტულ ამბებს (მაგ., როგორ შეხვდა დიდი ხნის უნახავი ამხანაგი, სად, რა ვითარებაში, როგორ წარიმართა შეხვედრა, რით დასრულდა); • აღწერს საკუთარ დამოკიდებულებას, განწყობილებას, რეაქციებს კონკრეტულ სიტუაციასთან, მოვლენასთან მიმართებაში; • ითხოვს/იძლევა რჩევას, დახმარებას; • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. გ) წერს დღიურს. • იხსენებს და გადმოსცემს კონკრეტულ ამბავს, ისტორიას; • დეტალურად აღწერს სიტუაციას; • აღწერს საკუთარ ემოციურ რეაქციებს, განწყობილებას; • საკუთარი პოზიციიდან აფასებს ფაქტებს, ქცევებს, მოვლენებს; • ათარიღებს ჩანაწერებს. უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას და განმარტავს მას; • აღწერს ნანახით, წაკითხულით მიღებულ შთაბეჭდილებებს; • ცვლის ამბის დასასრულს საკუთარი წარმოსახვით; • რამდენიმე სიტყვით განავრცობს გადმოცემულ ამბავს. უცხ.ს.IV.14. მოსწავლეს შეუძლია წერისას ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს; • თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი, წარსული დროის გამოსახატად; • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზს, შედეგს, მიზანს, ოპოზიციას, პირობითობას) გამოსახატად; • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს; • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს); • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინარე/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (მაგ., განსაზღვრებებს, შედარებებს); • ტექსტის შედგენისას იცავს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს, სათანადო კონტექსტში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცვალსახელებითა და მარტივი ზმნიზედებით; • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას; • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს. წერის სტრატეგიები უცხ.ს.IV.15. მოსწავლეს შეუძლია შედეგის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას როგორც ენობრივი, ისე შინაარსობრივი თუ კომუნიკაციური თვალსაზრისით - რა ცოდნას ფლობს გასაშლელ სიუჟეტთან დაკავშირებით, ასევე, ტექსტის ტიპთან და მის სტრუქტურულ თუ ენობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებით; იხსენებს სხვა ენებში მიღებულ გამოცდილებას; • საჭიროების შემთხვევაში რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას; • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად; • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას; • წერს ტექსტს გეგმაზე დაყრდნობით; • ნაწერის შესწორებისას ცდილობს ადრესატის, ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი; • ცდილობს შეასწოროს შინაარსობრივი ხარვეზები, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია - ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ცვლის სტრუქტურას, აუმჯობესებს დიზაინს; • ასწორებს გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებს; ამისათვის იყენებს სასწავლო რესურსებს; • აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს; • ნაწერს გადაათეთრებს; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები. მიმართულება: ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარი მომზადების გარეშე ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე; • ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ); • აკეთებს კონკრეტულ არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი ტელეგადაცემა ურჩევნია და რატომ; რომელ ქვეყანაში უნდა მოგზაურობა და რატომ და სხვა); • ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს; • გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას; • ახერხებს მოვლენების, ფაქტების, ქცევების საკუთარი პოზიციიდან შეფასებას; • იღებს/იძლევა ინტერვიუს ნაცნობ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. უცხ.ს.IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს (მეგობრები გეგმავენ შაბათ-კვირას ექსკურსიაზე წასვლას, მსჯელობენ, სად და როგორ წავლენ, იქ რას გააკეთებენ, სად ისადილებენ და სხვა); • წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს ისეთ სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც მოულოდნელ ყოფით სიტუაციას ასახავს (მაგ., ერთი ადამიანი ურეკავს მეორეს და ატყობინებს, რომ მასთან აპირებს ორი კვირით ჩასვლას რეგიონის დათვალიერების მიზნით). მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გადმოსცემს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარსს; • გადმოსცემს რაიმე შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს; • ჰყვება ამბავს; • აღწერს რეალურ თუ წარმოსახვით მოვლენას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს; • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს; • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას; • იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს; • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში; • ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად; • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს); • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს); • გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას; • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად. ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას; • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას, აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა); • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას; • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ., სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებს, გერმანიის გაერთიანების დღეს, ასწლიან ომს და სხვა); • ცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭეს, ვერსალის სასახლეს, ბიგ ბენს, ოსტანკინოს ანძას და სხვა); • ცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ., ვოლფგანგ გოეთეს, ლუი XIV-ს, ნაპოლეონს, დედოფალ ელისაბედ მეორეს, ალექსანდრე პუშკინს), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროს, ეპოქას, დამსახურებას; • ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს. უცხ.ს.IV.22. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურის რეალიებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იცნობს ყოფით სიტუაციებში ქცევის წესებს (მაგ., მისალმება, დამშვიდობება, მიპატიჟება, სტუმრობა, პურობის რიტუალები და სხვა); • იცნობს საზოგადოებაში ქცევის წესებს; • იცნობს სამიზნე ქვეყნების ტრადიციებს, ადათებს, ზნე-ჩვეულებებს. უცხ.ს.IV.23. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს; • კორექტულად• გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს; • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ; • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს; • ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად; • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას; • განახორციელებს პროექტს; • გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები; • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში; • გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს; • განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად; • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების შესასრულებლად; • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია; • განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის. უცხ.ს.IV.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზაციას; • მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებს ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად; • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში; • საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას; • სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს მათ სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს; • მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში; • თანახმაა განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე; • ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლის პროცესში; • აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს; • მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ); • შედეგებზე დაკვირვების შედეგად აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა; • აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს შემდგომში მათი გათვალისწინების მიზნით; • ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა); • ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს; • ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად; • საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს. უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით; • იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად; • იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად. უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკურ რუკას, სქემატურ ჩანაწერებს, ტაბულას, გრაფიკს, მონაცემთა ბაზას და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილებს შორის; • სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს/აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას. უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს; • ითხოვს/სთავაზობს დახმარებას; • მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად); • ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს; • უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას; • ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში; • საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში; • აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას; • კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე; • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. საბაზო და საშუალო საფეხური - V დონე (ს.V) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე. უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე. უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან). უცხ.ს.V.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება. უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება. უცხ.ს.V.7. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება. უცხ.ს.V.8. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების, ნასწავლი ენობრივი ფორმებისა და მათი ფუნქციის ამოცნობა შინაარსიან კონტექსტში. უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი. უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.V.11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს (მაგ., მოგზაურობის შთაბეჭდილებები, გამოხმაურება ნანახ სპექტაკლზე/ჩატარებულ ღონისძიებაზე და სხვა). უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბუკლეტი). უცხ.ს.V.13. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და ფუნქციურად იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.V.14. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება). ლაპარააკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა დიალოგური მეტყველება უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე. უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი. უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე. უცხ.ს.V.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.V.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადასაჭრელად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.V.21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. უცხ.ს.V.23. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. უცხ.ს.V.24. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული უნარები წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. უცხ.ს.V.26. მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით. უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიო/ვიდეო ჩანაწერები.) უცხ.ს.V.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს, სად მიმდინარეობს საუბარი; • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს; • ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს; • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა); • ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას, შეფასებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; • საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, ინტერესების, სოციალური მდგომარეობისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის (მეგობრული, კონფლიქტური, საქმიანი, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) შესახებ; • ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვას, თხოვნას, მოთხოვნას, საყვედურს, სინანულს, გაპროტესტებას); • განასხვავებს მიმართვის ფამილარულ და თავაზიან ფორმებს. უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს გადაცემის რუბრიკას (მაგ., ახალი ამბები უცხოეთიდან, სპორტის/კულტურის სიახლეები, პრესის მიმოხილვა, რეპორტაჟი და სხვა); • ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს; • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა); • მიჯნავს ინტერვიუერისა და კორესპონდენტის დამოკიდებულებებს, შეფასებებს ერთმანეთისაგან; • განარჩევს ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან; • აკავშირებს კონკრეტულ დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან; • გამოაქვს კონკრეტული დასკვნები. მოსმენის სტრატეგიები უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციის, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს, ილუსტრაციას, სქემას); • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი); • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად; • იყენებს სელექციური მოსმენის სტრატეგიას კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხებს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური; • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; • კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად; • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო უცხოურენოვან ტელე-რადიო გადაცემებს, ფილმებს; • მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაში მიღებულ გამოცდილებას; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები. მიმართულება: კითხვა უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს; • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას; • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად; • განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან; • აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით; • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს (მიზეზ-შედეგობრივი, შეპირისპირებითი, პირობითი, ინდუქციური და სხვა) და გამოაქვს სათანადო დასკვნა; • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს; • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა. უცხ.ს.V.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთხრობელს; • განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს (ეპოქა, დაბადების დრო და ადგილი და სხვა); • ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროს, რომელშიც გაითქვა სახელი; • ამოიცნობს კარიერის ეტაპებს; • ტექსტში მოცემული ინფორმაციის (საქმიანობის, ურთიერთობის, ქცევის) გააზრების საფუძველზე ახასიათებს პიროვნებას. უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან; • ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას; • ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს; • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა); • ამოიცნობს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს; • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს; • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; • ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე; • ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის მსვლელობა, დასასრული); • ამოიცნობს მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს. უცხ.ს.V.7. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს კომიქსის სტრუქტურას; • განასხვავებს ერთმანეთისგან დიალოგური და თხრობითი ტექსტების დიზაინს; • ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტსა და ნახატს; • ამოიცნობს სახვითი და ტიპოგრაფიული ხერხებით გამოხატულ ემოციებს, განწყობილებებს (მაგ. მსხვილი შრიფტი ყვირილის, ბრაზის აღსანიშნავად და სხვა); • ამოიცნობს ეპიზოდების შინაარსს ილუსტრაციებზე დაყრდნობით; • ამოიცნობს ნახატებსა თუ ტექსტში მინიშნებულ, იმპლიციტურ ინფორმაციას კულტურის სფეროდან (მაგ. ეპოქა, ქვეყანა, ისტორიული მოვლენა, ამა თუ იმ სოციალური წრის ტიპური წარმომადგენელი და სხვა). უცხ.ს.V.8. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების, ნასწავლი ენობრივი ფორმებისა და მათი ფუნქციის ამოცნობა შინაარსიან კონტექსტში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცდილობს გამოყოს წამყვანი, დამატებითი და შემაჯამებელი აბზაცები, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება, მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა); • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი/ირიბი); • ამოიცნობს და აჯგუფებს ამა თუ იმ საკითხისადმი სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (მაგ., კარგია, მომხრე ვარ/წინააღმდეგი ვარ, თუმცა. . . . ; მართალია, მაგრამ . . . ; არა მგონია. . . ; არ ვეთანხმები. . . ; მე მგონი და სხვა); • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან/თვალსაზრისისაგან (მაგ. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები); • ამოიცნობს დროისა და სივრცის აღმნიშვნელ სიტყვებს, კონსტრუქციებს; • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე; • შესაბამის მარკერებზე დაყრდნობით მიუთითებს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა); • ამოიცნობს და განმარტავს დროითი მიმართების სახეებს (მაგ.,მოქმედებათა თანადროულობა, თანამიმდევრობა) და ამ მიმართების გამომხატველ საშუალებებს (შესაბამისი კავშირები, ზმნათა ფორმები, მთავარი და დამოკიდებული წინადადებების წყობა, მისათითებელი სიტყვები მთავარში და სხვა); • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამომხატველ მარტივ და რთულ ენობრივ სტრუქტურებს; • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ და კატაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი); • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება. უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის წაკითხვაც უნდა აუდიტორიის წინაშე; • წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს; • შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს; • ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს; • სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას; • შინაარსის მიხედვით იყენებს მიმიკა-ჟესტიკულაციას; • კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან; • მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ. კითხვის სტრატეგიები უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე; • იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას; • იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა; • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტის, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვების და სხვა) დახმარებით; • სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) მოშველიებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური; • საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას. მიმართულება: წერა უცხ.ს.V.11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს (მაგ., მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, გამოხმაურებას ნანახ სპექტაკლზე/ჩატარებულ ღონისძიებაზე და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წარმოადგენს საკუთარ თავს; • შესავალ ნაწილში აუწყებს მკითხველს წერილის თემას; • დეტალურად აღწერს სიტუაციებს, შთაბეჭდილებებს, გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტებს, ამბებს (მაგ., სად იყო, რა ნახა, როგორი იყო და სხვა); • გადმოსცემს ემოციებს, განცდებს, განწყობილებებს, რომლებიც გამოიწვია ნანახმა; • იძლევა შეფასებებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ; • ასათაურებს ესეს, წერილს; • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • განსაზღვრავს ადრესატს (მაგ., რეგიონში მცხოვრები უცხოელი თანატოლები, დამეგობრებული სკოლის მოსწავლეები); • განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს; • განსაზღვრავს მიზანს (მაგ., ტურისტების ინფორმირება რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ, უცხოელი თანატოლების მოზიდვა რეგიონში და სხვა); • მიზნიდან გამომდინარე ადგენს რუბრიკებს (მაგ., ღირშესანიშნაობები, გასართობები, ცნობილი ადამიანები, ადგილობრივი კერძები და სხვა); • თითოეული რუბრიკისთვის წერს მოკლე ინფორმაციულ ტექსტებს, სადაც აღწერს დეტალებს და იძლევა შეფასებებს; • იძლევა ინსტრუქციებს; • იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს; • შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა და სხვა); • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.V.13. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მიზნიდან გამომდინარე შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა); • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს; • იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი და წარსული დროის გამოსახატად; • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზი, შედეგი, მიზანი, ოპოზიცია, პირობითობა) გამოსახატად; • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს; • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად გამოყენებულ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს); • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს); • ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ის. . . , რომელიც; ისინი . . . , რომლებიც); • იყენებს პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გადმოსაცემ ენობრივ საშუალებებს; • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას; • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს; • პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინდადებებში იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; • ერთი აზრობრივი ნაწილიდან/საკითხიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (მაგ., უპირველეს ყოვლისა, შემდეგ, ბოლოს, ამბობენ, ჩემი აზრით, ასე რომ, ამდენად და სხვა); • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს. წერის სტრატეგიები უცხ.ს.V.14. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ თვით სიუჟეტთან დაკავშირებულს); • საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას; • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად; • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას; • წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით; • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს; განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას. საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა; • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია (მაგ., ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს; აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს; ნაწერს გადაათეთრებს); • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები. მიმართულება: ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე; • ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ); • აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი პერსონაჟი მოსწონს უფრო მეტად და რატომ, რომელ თვალსაზრისს ემხრობა და რატომ და სხვა); • სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს; • გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას; • ახერხებს მოვლენების, ფაქტების, ქცევების საკუთარი პოზიციიდან შეფასებას; • იღებს/იძლევა ინტერვიუს აქტუალურ საკითხზე. უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს (მაგ., მეგობრებს არდადეგების გატარების სამი სხვადასხვა შესაძლებლობა აქვთ; თითოეული აკეთებს არჩევანს და წარმოაჩენს თავისი არჩევანის დადებით მხარეებს); • წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს ისეთ სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც მოულოდნელ, უჩვეულო სიტუაციას ასახავს (მაგ., ერთი ადამიანი სიხარულით ხვდება მეორეს; ეს უკანასკნელი მას ვერ ცნობს. ერთ ადამიანს კონკრეტული პრობლემა აქვს, უყვება მეგობარს; ეს უკანასკნელი რჩევებს აძლევს). მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს; • გადმოსცემს ფილმის, წიგნის სიუჟეტურ ხაზს, გამოკვეთს მნიშვნელოვან დეტალებს; • აკეთებს რეზიუმეს, გადმოსცემს მთავარ თემას, განხილულ საკითხებს, ტექსტში ასახულ განსხვავებულ თვალსაზრისებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას; • საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს თემას; • შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს; • მოჰყავს ფაქტები, მაგალითები; • საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას; • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს; • გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი; • გამოაქვს დასკვნა. უცხ.ს.V.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს, ფამილარულ და თავაზიან ფორმებს; • თხრობისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად; • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანმიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (ჯერ, შემდეგ, ბოლოს); • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში; • იყენებს ემოციების, შთაბეჭდილების გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკური ერთეულები, მყარი შესიტყვებები, კლიშეები, ენობრივი კონსტრუქციები); • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად; • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვა); • ერთი აზრობრივი ნაწილიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (შესაბამისად, მაგალითად, ამას გარდა, ასე რომ და სხვა); • მოვლენათა და ქცევათა შეფასებისას მართებულად იყენებს შეფასების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს; • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანებისა და გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს). ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.ს.V.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადასაჭრელად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსებს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას; • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება/ და სხვა); • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას; • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატების მიღწევაში, ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.ს.V.21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს ტექსტში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან (აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა, ისტორიული ეპოქის თავისებურებები და სხვა); • ამოიცნობს ილუსტრაციებში/ ტექსტებში ასახულ კულტურის, საყოფაცხოვრებო რეალიებს; • ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს; • კორექტულად• გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას; • იჩენს ინტერესს ადამიანთა განცდების, დამოკიდებულების მიმართ; • ავლებს პარალელებს, პოულობს და აღნიშნავს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობილებები, დამოკიდებულებები); • ამოიცნობს ანდაზების, ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., სასწავლო მგზავრობა იმ ადგილებში, რომლებიც ამა თუ იმ მწერალს, მოღვაწეს უკავშირდება; ექსკურსია-გიდობის გაწევა უცხოენოვანებისთვის და სხვა); • შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს); • თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.ს.V.23. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში; • გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს; • განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად; • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად; • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია; • განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის. უცხ.ს.V.24. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული უნარები წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას; • მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებს ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად; • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში; • საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას; • სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს; • მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში; • თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე; • ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს, თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლის პროცესში; • აანალიზებს შეცდომებს, ხარვეზების მიზეზებს; • მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ); • შედეგებზე დაკვირვების შედეგად აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა; • აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისწინების მიზნით; • ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა); • ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად; • საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს. უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ. ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა); • მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით; • იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად; • იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად. უცხ.ს.V.26. მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად და ინფორმაციის ორგანიზებისათვის ქმნის/იშველიებს სხვადასხვა რესურსს (მაგ., სემანტიკურ რუკას, სქემატურ ჩანაწერებს, ტაბულას, გრაფიკს, მონაცემთა ბაზას და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილს შორის; • სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს, აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას. უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს; • ითხოვს/სთავაზობს დახმარებას; • მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად; • ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს; • უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას; • ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში; • საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში; • აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას; • კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე; • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად. საბაზო და საშუალო საფეხური -VI დონე (ს.VI) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (რეპორტაჟი, ინტერვიუ). უცხ.ს.VI.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან). უცხ.ს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე (მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/mp3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკ-მუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი, კომპიუტერი და სხვა). უცხ.ს.VI.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური - როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) წაკითხვა და გაგება. უცხ.ს.VI.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის თხრობითი ტექტი (მოთხრობა, ნოველა, ლეგენდა, იგავ-არაკი). უცხ.ს.VI.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. უცხ.ს.VI.8. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. უცხ.ს.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილების წერა. ა)წერს სამოტივაციო წერილს, ბ)ადგენს რეზიუმეს (CV- ს). უცხ.ს.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ თემაზე/საკითხზე (მაგ., მოსწავლე და მობილური ტელეფონი, მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლის მიმართ, უცხოური ენების სწავლა და სხვა). უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) სწავლის სწავლა დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. უცხ.ს.VI.14. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VI.15. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა). უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.VI.18. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. უცხ.ს.VI.21. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები.) უცხ.ს.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (რეპორტაჟი, ინტერვიუ). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გამოყოფს ძირითად საკითხებს; • ამოიცნობს ლოგიკურ კავშირებს ფაქტებს, მოვლენებს შორის; • ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა); • განარჩევს ვარაუდს ფაქტისაგან, ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან; • აკავშირებს კონკრეტულ დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან; • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით. უცხ.ს.VI.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს, ილუსტრაციას, სქემას); • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი); • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობების გასარკვევად; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური; • იყენებს სელექციური მოსმენის სტრატეგიას კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად; • იყენებს სქემატური ჩანიშვნების ტექნიკას ინფორმაციის დასახარისხებლად; • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო უცხოურენოვან ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს; • მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები. მიმართულება: კითხვა უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს; • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას; • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად; • ამოიცნობს მოსაზრებებს კონკრეტულ საკითხზე; • მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან; • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ კავშირს (მიზეზშედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითს, ინდუქციურს და სხვა) და გამოაქვს სათანადო დასკვნა; • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა. უცხ.ს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე (მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/mp3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკ-მუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი, კომპიუტერი და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პუბლიკაციის მიზანს (მაგ., კრიტიკა, პრობლემის წამოჭრა, შთაბეჭდილების გაზიარება და სხვა); • ამოიცნობს პუბლიკაციის ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი); • ამოიცნობს პრობლემატიკას; • ამოიცნობს განსხვავებულ ასპექტებს, რომლებითაც პრობლემა განიხილება; • ამოიცნობს განსხვავებულ თვალსაზრისებს, მტკიცებულებებს; • თვალსაზრისებს უსადაგებს მოხმობილ ფაქტებს, მაგალითებს; • ინფორმაციებს აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან და მის საფუძველზე გამოკვეთს და გამოხატავს საკუთარ პოზიციას განხილულ საკითხთან მიმართებაში. უცხ.ს.VI.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური - როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთხრობელს; • განასხვავებს ერთმანეთისაგან ავტორს, მთხრობელს, ამბის მონაწილე პირს; • განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს (ეპოქას, დაბადების დროსა და ადგილს და სხვა); • ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროს, რომელშიც გაითქვა სახელი; • ამოიცნობს კარიერის ეტაპებს; • ამოიცნობს, რას ეყრდნობა ავტორი (საკუთარ მეხსიერებას, წერილობით წყაროს, სხვის მონათხრობს და სხვა); • ტექსტში მოცემული ინფორმაციის (საქმიანობის, ურთიერთობის, ქცევის) გააზრების საფუძველზე ახასიათებს პიროვნებას. უცხ.ს.VI.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის თხრობითი ტექტი (მოთხრობა, ნოველა, ლეგენდა, იგავ-არაკი). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან; • ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას; • ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს; • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა); • ამოიცნობს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს; • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს; • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; • ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე; • ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, კვანძის შეკვრა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, დასასრული); • ამოიცნობს მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს. უცხ.ს.VI.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება, მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა); • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი/ირიბი); • ამოიცნობს და აჯგუფებს ამა თუ იმ საკითხისადმი სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (მაგ., კარგია, მომხრე ვარ/წინააღმდეგი ვარ, თუმცა. . . . ; მართალია, მაგრამ . . . ; არა მგონია. . . ; არ ვეთანხმები. . . ; მე მგონი, და სხვა); • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან/თვალსაზრისისაგან (განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები); • ამოიცნობს დროისა და სივრცის აღმნიშვნელ სიტყვებს, კონსტრუქციებს; • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანამიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა); • შესაბამის მარკერებზე დაყრდნობით მიუთითებს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები (მაგ. კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა); • ამოიცნობს და სათანადოდ განმარტავს დროული მიმართების სახეებს (მოქმედებათა თანადროულობას, თანამიმდევრობას) და ამ მიმართების გამომხატველ საშუალებებს (მაგ., შესაბამის კავშირებს, ზმნათა ფორმებს, მთავარი და დამოკიდებული წინადადებების წყობას, მისათითებელ სიტყვებს მთავარში და სხვა); • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამომხატველ მარტივ და რთულ ენობრივ სტრუქტურებს; • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი); • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება. უცხ.ს.VI.8. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილსუტრაციებს და სხვა; • იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით; • სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან; • მთლიანობაში ეცნობა ტექსტს ინფორმაციების მოძიების მიზნით, ამ ეტაპზე არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე, განსხვავებული სიმბოლოებით აღნიშნავს ტექსტში არსებით საკითხებს, რომლებსაც უნდა მიუბრუნდეს მათი გაღრმავების მიზნით, საკვანძო სიტყვებს და სხვა; • მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობები; • ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვის მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარია; • გამოყოფს მთავარ და მეორეხარისხოვან იდეებს; მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვან იდეებს – ქვესათაურების სახით; • განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა. მიმართულება: წერა უცხ.ს.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილების წერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა) წერს სამოტივაციო წერილს • იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილზე მიუთითებს ავტორის, ადრესასტის კოორდინატებს, პირად მონაცემებს, თარიღს, მიმართვის, გამომშვიდობების ფორმულებს, ხელმოწერას); • განაცხადებს წერილის მოტივს (საიდან შეიტყო კონკურსის შესახებ და რომელ ვაკანსიაზე წარადგენს კანდიდატურას); • წარადგენს საკუთარ სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილებას, უნარებს, ცოდნას, თვისებებს; • საუბრობს მოტივაციაზე, გამოკვეთს ძლიერ მხარეებს; • გამოთქვამს გასაუბრებაზე დაბარების იმედს; • იცავს ტექსტის ორგანიზების წესებს; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. ბ) ადგენს რეზიუმეს (CV- ს). • განსაზღვრავს აუცილებელ და დამატებით რუბრიკებს; • რუბრიკების ქვეშ განათავსებს სათანადო ინფორმაციებს; • იყენებს გადმოცემის ლაკონურ ფორმებს (მაგ., ნომინალიზაციას). უცხ.ს.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ თემაზე/საკითხზე (მაგ., მოსწავლე და მობილური ტელეფონი, მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლის მიმართ, უცხოური ენების სწავლა და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წარმოადგენს საკუთარ თავს; • დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში; • გამოკვეთს დადებით და უარყოფით ასპექტებს/მხარეებს და განმარტავს მათ, მოაქვს სათანადო მაგალითები; • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხისადმი; • პირადი გამოცდილებიდან კონკრეტული მაგალითის მოხმობით განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას; • გამოაქვს დასკვნა; • ტექსტს ასათაურებს; • წერისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა); • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს; • თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი და წარსული დროის გამოსახატად; • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამოსახატად; • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს; • იყენებს ემოციის, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს); • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებები) გამოსახატად; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაბამის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს); • ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ და კატაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • ერთი აზრობრივი ნაწილიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (შესაბამისად, მაგალითად, ამას გარდა, ამდენად და სხვა); • მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ის. . . , რომელიც; ისინი . . . , რომლებიც); • იყენებს პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გადმოსაცემ ენობრივ საშუალებებს; • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას; • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს; • პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამოხატვისას იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვა). წერის სტრატეგიები უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ თვით სიუჟეტთან დაკავშირებულს); • საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას; • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად; • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას; • წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით; • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს, განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა; • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს; • ცდილობს გაამდიდროს ნაშრომი ახალი ინფორმაციით, სხვაგვარად დააჯგუფოს რამდენიმე იდეა, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს გეგმა, სიღრმისეულად შეცვალოს ტექსტი და სხვა; • აკითხებს ნაწერს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს მას; • ნაწერს გადაათეთრებს; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები. მიმართულება: ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე; • ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოწონს/არ მოსწონს, რატომ); • აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი პერსონაჟი მოსწონს უფრო მეტად და რატომ, რომელ თვალსაზრისს ემხრობა და რატომ და სხვა); • სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს; • გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას; • აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს საკუთარი პოზიციიდან; • იღებს/იძლევა ინტერვიუს აქტუალურ საკითხზე. უცხ.ს.VI.14. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს; • წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს ისეთ სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც მოულოდნელ, უჩვეულო სიტუაციას ასახავს, რომლის დროსაც საჭირო ხდება თავის გამართლება, გაპროტესტება (მაგ., ბიბლიოთეკაში ითხოვენ წიგნს მკითხველისაგან, მას კი ეს წიგნი ჩაბარებული აქვს; მგზავრი აღმოაჩენს, რომ მის ადგილზე სხვა ზის; მყიდველი აბრუნებს ნაყიდ ნივთს, რომელიც გაფუჭებული აღმოჩნდა და სხვა). მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VI.15. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკონკრეტებს საუბრის თემას; • აკეთებს მცირე რეზიუმეს წაკითხულის, ნანახის, მოსმენილის გარშემო; • გადმოსცემს საკუთარ დამოკიდებულებას, განწყობას, თვალსაზრისს; • მოსაზრების, დამოკიდებულების გადმოცემისას გამოკვეთს მისთვის მნიშვნელოვან დეტალებს; • საუბრობს მომავლის გეგმებზე, სურვილებზე, ოცნებებზე. უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს თემას; • შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას; • გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს; • მოჰყავს ფაქტები, მაგალითები; • საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას; • საუბრობს მოსალოდნელ კავშირებზე; • გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი; • წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზებს; • გამოაქვს დასკვნა; • საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს; • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს; • იყენებს ნასწავლ ლექსიკას; • თავისუფლად იყენებს მარტივი (გაუვრცობელი, გავრცობილი) და თანწყობილი წინადადების სტრუქტურას; • ახერხებს ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებას (მაგ., განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება); • იყენებს სათანადო კავშირებს წინადადების ნაწილების დასაკავშირებლად; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში; • სწორად იყენებს ნასწავლი ზმნების კონსტრუქციას; • თხრობისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად; • მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს; • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ჯერ, შემდეგ, ბოლოს). ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.ს.VI.18. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას; • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას/აღწერს ნაგულისხმებ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება და სხვა); • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას; • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატების მიღწევაში ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.ს.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ტექსტიდან ამოარჩევს, ამოიცნობს სტერეოტიპულ შეფასებებს და მაგალითების მოშველიებით ასაბუთებს მათ უსაფუძვლობას; • ინტერესდება თანაკლასელთა, სკოლელთა ენობრივ-კულტურული იდენტობით; • იღებს ინტერვიუებს განსხვავებული კულტურული იდენტობის მქონე თანატოლებისაგან; მათთან თანამშრომლობით ამზადებს პრეზენტაციას განსხვავებულ საოჯახო ტრადიციებზე, დღესასწაულებზე, ზნე-ჩვეულებზე, აღმსარებლობაზე და სხვა; • ამოიცნობს ტექსტებში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან; • ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს და აანალიზებს მსგავსებებს, განსხვავებებს; • იჩენს ინტერესს ადამიანთა განცდების, დამოკიდებულების მიმართ, ავლებს პარალელებს, პოულობს და აღნიშნავს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობილებები, დამოკიდებულებები); • ამოიცნობს ანდაზების, ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., უცხოურ ენაზე გაზეთის შექმნა და გავრცელება; შეხვედრის მოწყობა ხელოვანთან; ვებგვერდის შექმნა და სხვა); • ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს; • აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის); • შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს); • თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.ს.VI.21. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული სწავლის ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს მრავალფეროვან (კოგნიტურ, ემოციურ და მეტაკოგნიტურ) სტრატეგიებს კომუნიკაციური და ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებისა და განმტკიცების ხელშესაწყობად; • იყენებს მრავალფეროვან სტრატეგიებს ენების სწავლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად; • ეფექტურად იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით; • მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გასაუმჯობესებლად. საბაზო და საშუალო საფეხური - VII დონე (ს.VII) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია). უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად. უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა). უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები). უცხ.ს.VII.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. უცხ.ს.VI.6. მოსწავლე ფლობს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას. უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. უცხ.ს.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილის წერა. უცხ.ს.VII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა ტიპის ტექსტი (მაგ., ესე, წერილი სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., ძალადობა სკოლაში, ეკოლოგია და სხვა). უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.VII.11. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VII.13. მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო. უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.VII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები). უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (სად ხდება, ვის ეხება და სხვა); • ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობაა მონაწილე პირებს შორის; • გამოკვეთს ძირითად საკითხებს, მტკიცებულებებს; • განარჩევს თვალსაზრისებს; • ამოიცნობს ლოგიკურ კავშირებს სხვადასხვა ინფორმაციას შორის; • ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა); • განარჩევს ვარაუდს ფაქტისაგან, ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან; • აკავშირებს კონკრეტულ დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან; • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით; • აკავშირებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას და ამის საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა. უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს, ილუსტრაციას, სქემას); • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე (საკომუნიკაციო სიტუაციაზე, კონტექსტზე) დაყრდნობით; • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური; • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; • კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის გასააზრებლად; • იყენებს სქემატური ჩანიშვნების ტექნიკას ინფორმაციის დასახარისხებლად; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო უცხოენოვან ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს; • მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები. მიმართულება: კითხვა უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად (ქვეთემებად); • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტს, მოვლენას, აზრს, მოქმედების დროსა და ადგილს და სხვა); • გამოყოფს თვალსაზრისებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და გამოყოფს თითოეულ მათგანთან დაკავშირებულ არგუმენტებს; • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან, გამოყოფს მთავარ საკითხთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს; • განარჩევს ერთმანეთისაგან ფაქტს, ვარაუდს, პროგნოზს, შეფასებას; • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზშედეგობრივ, პირობით, შეპირისპირებით, ქრონოლოგიურ, ინდუქციურ და სხვა) კავშირებს და ტექსტის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა; • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა; • დასკვნა გამოაქვს მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე. უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთხრობელს, მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს; • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (სად და როდის ხდება მოქმედება; გამოკვეთს დროისა და სივრცის მიმანიშნებელ დეტალებს და სხვა); • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს; • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; • ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე; • ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, კვანძის შეკვრა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, დასასრული); • ამოიცნობს მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; • ამოიცნობს ლექსის ლირიკულ გმირს/მოტივს; • ავლებს პარალელს ქართულ ენაზე შესწავლილ მხატვრულ ტექსტებთან სხვადასხვა პარამეტრით (მაგ., პერსონაჟის ტიპი, გადმოცემული განწყობილება, ჟანრი, პრობლემატიკა და სხვა). უცხ.ს.VII.5. მოსწავლე ფლობს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ტექსტს მთლიანად წაიკითხავს, სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშნავს მთავარ საკითხებს, მეორეხარისხოვან იდეებს, საკვანძო სიტყვებს; • განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების დანიშნულებას (მთავრი იდეის ილუსტრირება, მიზეზების ახსნა, დაზუსტება და სხვა); • ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას (მაგ., სქემატური გეგმა იერარქიული სტრუქტურით, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა); • აჩვენებს შესრულებულ სქემას თანაკლასელებს, ეცნობა სხვებისას; • სხვებთან ერთად აფასებს სქემატურ ჩანაწერებს (მაგ., რომელი ჯობია და რატომ, ვინ რა უნდა გააუმჯობესოს და სხვა); • იძლევა/ითვალისწინებს შენიშვნებს, რეკომენდაციებს; • თანამშრომლობს კლასელებთან, მასწავლებელთან სქემატური ჩანაწერის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.VII.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება, მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა); • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი/ირიბი); • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან /თვალსაზრისისაგან (მაგ., განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები); • ამოიცნობს დროისა და სივრცის აღმნიშვნელ სიტყვებს, კონსტრუქციებს; • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობას, აღწერას, მსჯელობას) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანამიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა); • შესაბამის მარკერებზე დაყრდნობით მიუთითებს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა); • ამოიცნობს და სათანადოდ განმარტავს დროული მიმართების სახეებს (თანადროულ, წინმსწრებ, მერმინდელ მოქმედებებს) და ამ მიმართებების გამომხატველ საშუალებებს (მაგ., შესაბამის კავშირებს, ზმნათა ფორმებს, მთავარი და დამოკიდებული წინადადებების წყობას, მისათითებელ სიტყვებს მთავარში და სხვა); • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამომხატველ მარტივ და რთულ ენობრივ სტრუქტურებს; • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი); • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება; • მშობლიურ ენაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე აღნიშნავს, რა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ეპითეტი, შედარება, მეტაფორა, ალეგორია, გაპიროვნება, პარალელიზმი და სხვა) გამოიყენება ტექსტში. უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს მშობლიურ ან სხვა ენაში მიღებულ გამოცდილებას ტექსტის სტრუქტურისა და შინაარსის გასაანალიზებლად; • აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილსუტრაციებს და სხვა; • იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით; • სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან; • მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობა; • ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვების მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარია; • გამოყოფს მთავარი და მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა; • ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებეს სქემატური ჩანაწერების ტექნიკას (სქემატური გეგმა იერარქიული სტრუქტურით, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა); • მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვანს – ქვესათაურების სახით; • სქემატურ ჩანაწერებზე დაყრდნობით აღადგენს ტექსტის შინაარსს საკუთარი სიტყვებით; • მსჯელობს, რომელ სასწავლო, თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს სქემატური ჩანაწერების სტრატეგიები. მიმართულება: წერა უცხ.ს.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილის წერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წერს საქმიან წერილს ინფორმაციის მოპოვების მიზნით (მაგ., კონკურსის, გაცვლითი პროგრამის, სასწავლო პროგრამის პირობების დასაზუსტებლად და სხვა); • იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილას მიუთითებს ავტორისა და ადრესატის პირად მონაცემებს, კოორდინატებს, თარიღს, მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს); • წარადგენს საკუთარ თავს და აზუსტებს, საიდან მოიპოვა ადრესატის კოორდინატები; • კორესპონდენციის მიზნიდან გამომდინარე, აღწერს სიტუაციას (მაგ., რას მიაქცია ყურადღება, რა გაიგო, რატომ დაინტერესდა, რას აპირებს); • აყალიბებს კითხვებს მისთვის საინტერესო ინფორმაციების მოსაპოვებლად; • წერილის დასასრულს გამოთქვამს მოლოდინს, წინასწარ იხდის მადლობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა ტიპის ტექსტი (მაგ., ესე, წერილი სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., ძალადობა სკოლაში, ეკოლოგია და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკეთებს შესავალს, გამოკვეთს განსახილველ საკითხს/ საკითხებს; • გადმოსცემს ნიშანდობლივ ინფორმაციას განსახილველ საკითხებთან მიმართებაში; • გადმოსცემს განხილული საკითხის შესახებ არსებულ სხვადასხვა შეხედულებას და განმარტავს მათ; • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, თვალსაზრისს საკითხისადმი; • პირადი გამოცდილებიდან კონკრეტული მაგალითის მოხმობით განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას; • გამოაქვს დასკვნა; • ასათაურებს წერილს/სტატიას; • წერისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა); • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს; • თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი და წარსული დროის გამოსახატად; • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამოსახატად; • იცავს არგუმენტირებული მსჯელობის სტრუქრურას - თეზისი, არგუმენტი, დასკვნა; • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს; • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს); • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს); • ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • ერთი აზრობრივი ნაწილიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (მაგ., შესაბამისად, მაგალითად, ამას გარდა, ამდენად და სხვა); • მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ის. . . , რომელიც; ისინი . . . , რომლებიც); • იყენებს პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გადმოსაცემ ენობრივ საშუალებებს; • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას; • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს; • პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინდადებებში იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვა). წერის სტრატეგიები უცხ.ს.VII.11. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ სიუჟეტთან დაკავშირებულს); • საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას; • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად; • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას; • წერს ტექსტს გეგმაზე დაყრდნობით; • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს, განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს, ან აკლებს ინფორმაციას და სხვა; • ნაწერის შესწორებისას მუდმივად ინარჩუნებს კომუნიკაციას თავის მკითხველთან, ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი; • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის რომელიმე მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს; • ცდილობს გაამდიდროს ნაშრომი ახალი ინფორმაციით, სხვაგვარად დააჯგუფოს რამდენიმე იდეა, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს გეგმა, სიღრმისეულად შეცვალოს ტექსტი და სხვა; • ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად მუდმივად ითვალისწინებს შესაბამისობას ადრესატს, საკომუნიკაციო მიზანსა და ტექსტს შორის; • აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს; • გადაათეთრებს ნაწერს; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები. მიმართულება: ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე; • ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით, მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ); • აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი პერსონაჟი მოსწონს უფრო მეტად და რატომ, რომელ თვალსაზრისს ემხრობა და რატომ და სხვა); • სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე, აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს; • გამოხატავს საკუთარ ემოციას, განწყობილებას; • აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს საკუთარი პოზიციიდან; • იღებს/იძლევა ინტერვიუს აქტუალურ საკითხზე. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VII.13. მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გამოკვეთს საკითხს, პრობლემას; • განიხილავს მას სხვადასხვა ასპექტით; • გამოკვეთს დადებით და უარყოფით მხარეებს; • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და განმარტავს მას პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით; • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს თემას; • შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას; • გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს; • მოჰყავს ფაქტები, მაგალითები; • საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას; • საუბრობს მიზეზშედეგობრივ კავშირებზე; • გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი, მოვლენისადმი; • წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზებს; • გამოაქვს დასკვნა; • საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს; • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს; • იყენებს ნასწავლ ლექსიკას; • თავისუფლად იყენებს მარტივი (გაუვრცობელი, გავრცობილი) და თანწყობილი წინადადებების სტრუქტურას; • ახერხებს ქვეწყობილი წინადადებების (მაგ., განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადების) გამოყენებას; • იყენებს სათანადო კავშირებს წინადადების ნაწილების დასაკავშირებლად; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში; • სწორად იყენებს ნასწავლი ზმნების კონსტრუქციას; • თხრობისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად; • მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს; • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (ჯერ, შემდეგ, ბოლოს); • სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს; • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას. ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.ს.VII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას; • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება/ და სხვა); • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას; • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატების მიღწევაში ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად ისახავს გამოსწორების გეგმას. მიმართულება: კულტურათა დიალოგი უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს მედიასაშუალებებს (ტელევიზიას, ინტერნეტს, მობილურს და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად; • მსჯელობს ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა); • განიხილავს ტექტში მოცემულ ინფორმაციას იმ კულტურის კონტექსტში, რომელშიც ის შეიქმნა; • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში და აკეთებს პროგნოზს, როგორ მოიქცეოდა იგი განსხვავებულ სოციოკულუტურულ და კულტურულ გარემოში; • ამოიცნობს სტერეოტიპულ შეხედულებებს, აანალიზებს და წარმოადგენს მათ წარმომშობ მიზეზებს, მაგალითების მოშველიებით ასაბუთებს მათ უსაფუძვლობას; • აანალიზებს სიტუაციებს, რომლებშიც სოციოკულტურულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობის გამო წარმოიქმნება გაუგებრობა ან კონფლიქტური გარემო: ამოიცნობს და ასახელებს მიზეზებს, განსაზღვრავს სიტუაციის განმუხტვის გზებს; • აანალიზებს კულტურულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობით წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციას, ამოიცნობს და ასახელებს მიზეზებს, განსაზღვრავს კონფლიქტის მოგვარების გზებს; • იკვლევს გარშემომყოფთა ენობრივ-კულტურულ იდენტობას, აგროვებს საინტერესო მასალებს მათი წარმომავლობის, ოჯახური ისტორიის, ზნე-ჩვეულებების შესახებ. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., თეატრალური პიესის დადგმა, მულტიპლიკაციური ფილმის შექნა, რეპორტაჟის მომზადება და გაშვება ვიდეოს საშუალებით და სხვა); • ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს; • აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის); • ადგენს კონსპექტს (გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამზადებს სქემატურ ჩანაწერს და მასზე დაყრნობით საკუთარი სიტყვებით გამოსცემს ინფორმაციას); • წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს); • წერილობით/ზეპირად თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (რეზიუმე, მიმოხილვა, ინსტრუქცია და სხვა) ტექსტებს. • თარგმნის მხატვრული ლიტერატურის პროზაულ თუ პოეტურ ნიმუშებს მშობლიურ ენაზე. საბაზო და საშუალო საფეხური -VIII დონე (ს.VIII) უცხოური ენა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა კითხვა წერა უცხ.ს.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს კომპლექსური შინაარსის მრავალფეროვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დებატები, ზეპირი გამოსვლა, რეპორტაჟი, ტელეჟურნალი, ლექცია და სხვა). უცხ.ს.VIII.2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი შინაარსის უკეთ გასააზრებლად. უცხ.ს.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს, მსჯელობას კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით (მაგ., რეკლამის როლი თანამედროვე საზოგადოების ევოლუციაში, გარემოს დაბინძურება, სამომხმარებლო საზოგადოება, ძალადობა სკოლებში და სხვა). უცხ.ს.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა). უცხ.ს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები). უცხ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. უცხ.ს.VIII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. უცხ.ს.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ტექსტი (ესე, სტატია სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., კომპიუტერულ თამაშებზე, განსხვავებებზე თაობებს შორის და სხვა). უცხ.ს.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს საქმიანი წერილი უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით (მაგ., წერს წერილს ახალგაზრდული ჟურნალის რედაქციას, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა; წერს ტურისტულ ბიუროს, რომლის დაპირებები არ შეესაბამებოდა რეკლამას და სხვა). უცხ.ს.VIII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.VIII.11. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე. ლაპარაკი კულტურათა დიალოგი უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. უცხ.ს.VIII.13. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა). უცხ.ს.VIII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.VIII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. უცხ.ს.VIII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურუათა თავისებურებების მიმართ. უცხ.ს.VII.18.მოსწავლეს შეუძლია თარგმნოს უცხოენოვანი წყაროები/ ტექსტები ან დაამუშაოს ისინი სხვა დაინტერესებულ პირთათვის (მაგ., თანაგუნდელისთვის), ან შემდგომი გამოყენებისათვის. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: მოსმენა (მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება სასწავლო მიზნით შექმნილი აუდიოჩანაწერები.) უცხ.ს.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს კომპლექსური შინაარსის მრავალფეროვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დებატები, ზეპირი გამოსვლა, რეპორტაჟი, ტელეჟურნალი, ლექცია და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეებს, თემას, საკითხებს); • ამოიცნობს გადაცემის მიზანს (რას ემსახურება: მსმენელის ინფორმირება, გართობა, კრიტიკა, გამოხმაურება და სხვა) და ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი); • გამოკვეთს გადაცემის მთავარ საკითხებს; • ამოიცნობს წამყვანის/მონაწილეების მიერ გამოთქმულ პოზიციებს, თვალსაზრისებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან; • არგუმენტებს აკავშირებს შესაბამის თვალსაზრისებთან; • ამოიცნობს მონაწილეთა განწყობილებებს, ემოციებს, ტონს; • ამოიცნობს არსებულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის ლოგიკურ კავშირებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითი, დათმობითი და სხვა); • ავტორის თვალსაზრისს მიჯნავს რესპონდენტის/მონაწილის თვალსაზრისისაგან; • სხვადასხვა სახის ინფორმაციას აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნები. უცხ.ს.VIII.2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი შინაარსის უკეთ გასააზრებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები, ილუსტრაცია, სქემა); • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი); • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობების გასარკვევად; • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური; • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; • კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის გასააზრებლად; • იყენებს სქემატური ჩანიშვნების ტექნიკას ინფორმაციის დასახარისხებლად; • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო უცხოურ ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს; • მოსასმენი ამოცანების გადაჭრისას იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები. მიმართულება: კითხვა უცხ.ს.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს, მსჯელობას კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით (მაგ., გარემოს დაბინძურება, სამომხმარებლო საზოგადოება, ძალადობა სკოლებში და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს პუბლიკაციის ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი); • ამოიცნობს პრობლემატიკას; • ამოიცნობს განსხვავებულ ასპექტებს, რომლებითაც პრობლემები განიხილება; • ამოიცნობს პრობლემის წარმომშობ მიზეზებს, მოსალოდნელ შედეგებს; • ამოიცნობს განსხვავებულ თვალსაზრისებს, მტკიცებულებებს; • ამოიცნობს ფაქტებს, მოვლენებს და აკავშირებს სათანადო თვალსაზრისებთან, მტკიცებულებებთან; • განარჩევს ერთმანეთისაგან ფაქტს, ვარაუდს, პროგნოზს, შეფასებას; • გამოხატავს საკუთარ პოზიციას განხილულ საკითხთან მიმართებაში. უცხ.ს.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტი (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად (ქვეთემებად); • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, აზრი, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა); • გამოყოფს თვალსაზრისებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და გამოყოფს თითოეულთან დაკავშირებულ არგუმენტებს; • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან, გამოყოფს მთავარ საკითხთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს; • განარჩევს ერთმანეთისაგან ფაქტს, ვარაუდს, პროგნოზს, შეფასებას; • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითი, შეპირისპირებითი, ქრონოლოგიური, ინდუქციური და სხვა) და, ტექსტიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა; • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა; • გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე; • ამოკრებს კონცეპტუალურ ინფორმაციას (გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითების, ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის აბზაცებიდან). უცხ.ს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტი (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს მთხრობელს, მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს; • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (სად და როდის ხდება მოქმედება; გამოკვეთს დროისა და სივრცის მიმანიშნებელ დეტალებს და სხვა); • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს; • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს; • ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე; • ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, კვანძის შეკვრა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, დასასრული); • ამოიცნობს მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; • ამოიცნობს ლექსის ლირიკულ გმირს ან მოტივს; • ავლებს პარალელს ქართულ ენაზე შესწავლილ მხატვრულ ტექსტებთან სხვადასხვა პარამეტრით (მაგ., პერსონაჟის ტიპი, გადმოცემული განწყობილება, ჟანრი, პრობლემატიკა და სხვა). უცხ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება, მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა); • განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი/ირიბი); • ამოიცნობს და აჯგუფებს ამა თუ იმ საკითხისადმი სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს (მაგ., კარგია, მომხრე ვარ/წინააღმდეგი ვარ, თუმცა. . . ; მართალია, მაგრამ . . . ; არა მგონია. . . ; არ ვეთანხმები. . . ; მე მგონი, და სხვა); • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან/თვალსაზრისისაგან (განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები); • ამოიცნობს დროისა და სივრცის აღმნიშვნელ სიტყვებს, კონსტრუქციებს; • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობას, აღწერას, მსჯელობას) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანამიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა); • შესაბამის მარკერებზე დაყრდნობით მიუთითებს, სად იწყება და სად მთავრდება სიუჟეტის განვითარების საფეხურები (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა); • ამოიცნობს და სათანადოდ განმარტავს დროული მიმართების სახეებს (თანადროული, წინმსწრები, მერმინდელი მოქმედებები) და ამ მიმართების გამომხატველ საშუალებებს (მაგ., შესაბამის კავშირებს, ზმნათა ფორმებს, მთავარი და დამოკიდებული წინადადებების წყობას, მისათითებელ სიტყვებს მთავარში და სხვა); • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამომხატველ მარტივ და რთულ ენობრივ სტრუქტურებს; • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი); • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება; • მშობლიურ ენაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე აღნიშნავს, რა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ეპითეტი, შედარება, მეტაფორა, ალეგორია, გაპიროვნება, პარალელიზმი და სხვა) გამოიყენება ტექსტში. უცხ.ს.VIII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს მშობლიურ ან სხვა ენაში მიღებულ გამოცდილებას ტექსტის სტრუქტურისა და შინაარსის გასაანალიზებლად; • პირველ რიგში, ტექსტს თვალს გადაავლებს - აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილუსტრაციებს და სხვა; • იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით; • სვამს იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ელოდება ტექსტიდან; • მთლიანობაში ეცნობა ტექსტს ინფორმაციების მოძიების მიზნით, ამ ეტაპზე არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე, განსხვავებული სიმბოლოებით აღნიშნავს ტექსტში არსებით საკითხებს, რომლებსაც უნდა მიუბრუნდეს მათი გაღრმავების მიზნით, საკვანძო სიტყვებს და სხვა; • მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს, ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვების მნიშვნელობები; • ლექსიკონში ეძებს იმ სიტყვის მნიშვნელობებს, რომლებიც გაუგებარია; • გამოყოფს მთავარ და მეორეხარისხოვან იდეებს: მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვანს – ქვესათაურების სახით; • განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა; • ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებს სქემატური ჩანაწერების ტექნიკას (სქემატური გეგმა იერარქიული სტრუქტურით, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა); • სქემატურ ჩანაწერებზე დაყრდნობით აღადგენს ტექსტის შინაარსს საკუთარი სიტყვებით; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს სქემატური ჩანაწერების სტრატეგიები. მიმართულება: წერა უცხ.ს.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ტექსტი (ესე, სტატია სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., კომპიუტერულ თამაშებზე, განსხვავებებზე თაობებს შორის და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკეთებს შესავალს, გამოკვეთს განსახილველ საკითხს/ საკითხებს; • გადმოსცემს ნიშანდობლივ ინფორმაციას განსახილველ საკითხებთან მიმართებაში; • გადმოსცემს განხილული საკითხის შესახებ არსებულ სხვადასხვა შეხედულებას და განმარტავს მათ; • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, თვალსაზრისს საკითხისადმი; • პირადი გამოცდილებიდან კონკრეტული მაგალითის მოხმობით განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას; • გამოაქვს დასკვნა; • ასათაურებს ესეს/სტატიას; • წერისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს საქმიანი წერილი უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით (მაგ., წერს წერილს ახალგაზრდული ჟურნალის რედაქციას, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა; წერს ტურისტულ ბიუროს, რომლის მომსახურება არ შეესაბამებოდა რეკლამას და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილას მიუთითებს ავტორისა და ადრესატის პირად მონაცემებს, კოორდინატებს, თარიღს, მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს); • დეტალურად აღწერს სიტუაციას; • გამოხატავს უკმაყოფილებას, აღშფოთებას; • სიტუაციის გამოსასწორებლად იძლევა კონკრეტულ წინადადებებს, შეთავაზებებს; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VIII.10. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა); • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს; • თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი და წარსული დროის გამოსახატად; • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამოსახატად; • იცავს არგუმენტირებული მსჯელობის სტრუქტურას - თეზისი, არგუმენტი, დასკვნა; • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს; • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს); • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებები) გამოსახატად; • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს); • ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა); • ერთი აზრობრივი ნაწილიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (მაგ., შესაბამისად, მაგალითად, ამას გარდა, ამდენად და სხვა); • მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ის. . . , რომელიც; ისინი . . . , რომლებიც); • იყენებს პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გადმოსაცემ ენობრივ საშუალებებს; • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას; • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს; • პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინდადებებში იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს; • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვა). წერის სტრატეგიები უცხ.ს.VIII.11. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ სიუჟეტთან დაკავშირებულს); • საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას; • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად; • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას; • წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით; • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს, განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა; • ნაწერის შესწორებისას მუდმივად ინარჩუნებს კომუნიკაციას თავის მკითხველთან, ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი; • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს; • ცდილობს გაამდიდროს ნაშრომი ახალი ინფორმაციით, სხვაგვარად დააჯგუფოს რამდენიმე იდეა, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს გეგმა, სიღრმისეულად შეცვალოს ტექსტი და სხვა; • ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად მუდმივად ითვალისწინებს შესაბამისობას ადრესატს, საკომუნიკაციო მიზანსა და ტექსტს შორის; • აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს; • გადაათეთრებს ნაწერს; • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები. მიმართულება: ლაპარაკი დიალოგური მეტყველება უცხ.ს.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ასახელებს თემას; • შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას; • გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს; • მოჰყავს ფაქტები, მაგალითები; • საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას; • საუბრობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე; • გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი, მოვლენისადმი; • წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზებს; • გამოაქვს დასკვნა; • საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას; • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. უცხ.ს.VIII.13. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს; • წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს ისეთ სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც მოულოდნელ, უჩვეულო სიტუაციას ასახავს, რომლის დროსაც საჭირო ხდება თავის გამართლება, გაპროტესტება. მონოლოგური მეტყველება უცხ.ს.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკონკრეტებს საუბრის თემას; • აკეთებს მცირე რეზიუმეს წაკითხულის, ნანახის, მოსმენილის გარშემო; • გადმოსცემს საკუთარ დამოკიდებულებას, განწყობას, თვალსაზრისს; • მოსაზრების, დამოკიდებულების გადმოსცემისას გამოკვეთს მისთვის მნიშვნელოვან დეტალებს; • საუბრობს მომავლის გეგმებზე, სურვილებზე, ოცნებებზე. უცხ.ს.VIII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს; • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს; • იყენებს ნასწავლ ლექსიკას; • თავისუფლად იყენებს მარტივი (გაუვრცობელი, გავრცობილი) და თანწყობილი წინადადებების სტრუქტურას; • ახერხებს ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებას (მაგ., განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება); • იყენებს სათანადო მაქვემდებარებელ კავშირებს; • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში; • სწორად იყენებს ნასწავლი ზმნების კონსტრუქციას; • თხრობისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად; • მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს; • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ჯერ, შემდეგ, ბოლოს); • სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს; • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასითებელ ინტონაციას. ლაპარაკის სტრატეგიები უცხ.ს.VIII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს; • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას; • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას; • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება და სხვა); • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას; • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატების მიღწევაში ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად ისახავს გამოსწორების გეგმას. მიმართულება კულტურათა დიალოგი უცხ.ს.VIII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • იყენებს მედიასაშუალებებს (ტელევიზიას, ინტერნეტს, მობილურს, და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად; • მსჯელობს ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა); • განიხილავს ტექტში მოცემულ ინფორმაციას იმ კულტურის კონტექსტში, რომელშიც ის შეიქმნა; • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში და აკეთებს პროგნოზს, როგორ მოიქცეოდა იგი განსხვავებულ სოციოკულუტურულ და კულტურულ გარემოში; • ამოიცნობს სტერეოტიპულ შეხედულებებს, აანალიზებს და წარმოადგენს მათ წარმომშობ მიზეზებს, მაგალითების მოშველიებით ასაბუთებს მათ უსაფუძვლობას; • აანალიზებს სიტუაციებს, რომლებშიც სოციოკულტურულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობის გამო წარმოიქმნება გაუგებრობა ან კონფლიქტური გარემო: ამოიცნობს და ასახელებს მიზეზებს, განსაზღვრავს სიტუაციის განმუხტვის გზებს; • აანალიზებს კულტურულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობით წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციას, ამოიცნობს და ასახელებს მიზეზებს, განსაზღვრავს კონფლიქტის მოგვარების გზებს; • იკვლევს გარშემომყოფთა ენობრივ-კულტურული იდენტობას, აგროვებს საინტერესო მასალებს მათი წარმომავლობის, ოჯახური ისტორიის, ზნე-ჩვეულებების შესახებ. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია) უცხ.ს. VIII.18. მოსწავლეს შეუძლია თარგმნოს უცხოენოვანი წყაროები/ტექსტები ან დაამუშაოს ისინი სხვა დაინტერესებულ პირთათვის (მაგ., თანაგუნდელისთვის) ან შემდგომი გამოყენებისათვის. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს; • წერს ტექსტის რეზიუმეს სწავლების ენაზე (ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად, აზრობრივი მონაკვეთები დაჰყავს ძირითად აზრამდე და ნათლად გადმოსცემს მას); • ადგენს კონსპექტს (გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამზადებს სქემატურ ჩანაწერს და მასზე დაყრდნობით საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ინფორმაციას); • წერილობით/ზეპირად თარგმნის არამხატვრულ ტექსტებს (რეზიუმეს, სტატიას, მიმოხილვა, ინსტრუქცია და სხვა); • თარგმნის მხატვრული ლიტერატურის პროზაულ თუ პოეტურ ნიმუშებს მშობლიურ ენაზე.

No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...