გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი -
ელენე კინწურაშვილი
საგანი - ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი - 3 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 6
გაკვეთილის თემა: ლონდონის ღირსშესანიშნაობები
გაკვეთილის მიზანი:
- მოსწავლეები აღიქმამენ და გაანალიზებენ ახალ საინფორმაციო ტექსტს
- ამოიცნობენ და დაიმახსოვრებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს
- მარტივი ინერაქციით აღწერენ რა ღირსშესანიშნაობებია ლონდონში
- მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება ( საღი მსჯელობა და აღქმა)
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო წთ
|
1
|
ორგანიზაციული საკითხეების მოგვარება
მასწავლებელი ესალმება კლასს, ამოწმებს კლასში მოსწავლეთა დასწრებას. ამის შემდეგ იგი მთელ კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, აქტივობებს და შეფასების რუბრიკას. უსვამს მოსწავლეებს ვერბალური ახსნის დამაზუსტებელ შეკითხვებს.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
ფლიპ
ჩარტი
|
2-3 წთ
|
2
|
მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად სვამს შეკითხვებს იმის შესახებ თუ სად მდებარეობს ლონდონი; იციან თუ არა მოსწავლეებმა საინტერესო ადგილები ლონდონში; უნახავთ თუ არა რომელიმე მათგანი. მოსწავლეები ავსებენ დაფაზე დახაზულ სქემას.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი
|
4-5 წთ
|
3
|
მასწავლებელი წარადგენს Power Point პრეზენტაციას ლონდონისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ
|
დემონსტრირების მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
პროექტო
რი, ლეპტოპი დანართი
N 1
|
3-4 წთ
|
4
|
ახალი ტექსტის კითხვა და თარგმნა
მოსწავლეები ინდივიდუალურად პაუზებით კითხულობენ ახალ ტექსტს და აანალიზებენ შინაარსს.
|
კითხვა პაუზებით
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო
|
5-6 წთ
|
5.
|
ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ მოსწავლეები აკეთებენ სავარჯიშოს (ჩასვით შესაფერისი სიტყვა) LearningApps-ში.
|
ანალიზის მეთოდი
|
წყვილებში მუშაობა
|
ლეპტოპი დანართი N2
|
5-6წთ
|
6.
|
ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ მოსწავლეები ასრულებენ დავალებას popplet.com -ზე
|
ანალიზის მეთოდი
|
წყვილებში მუშაობა
|
დანართი N3
|
4-5 წთ
|
7.
|
მოსწავლეები ავსებენ T სქემას ტექსტის გასაანალიზებლად. ქსემის მარცხენა სვეტში შეაქვთ იმ მონაკვეთის სათაური თუ რის შესახებაა ტექსტი, ხოლო მარჯვენა სვეტში ამატებენ კომენტარს.
|
ანალიზის მეთოდი
|
ჯგუფური
|
ამობეჭდილი შაბლონე ბი
დანართი
N 4
|
7-8
წთ
|
8
|
მოსწავლეები ავსებენ სქემას ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე და შემდეგ პასუხობენ შეკითხვებს ტექსტის შესაჯამებლად
|
დისკუსიის მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
დანართი N5
|
6-7 წთ
|
9
|
დავალების ჩანიშვნა
|
ზეპირსიტყვიერი მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო
|
1წთ
|
10
|
მოსწავლეთა შეფასება
|
ზეპირსიტყვიერი მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
დანართი N 6
|
2წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღები შედეგები:
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ამოიცნობს ზოგად შინაარსს;
- სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
- ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს, ავტორს;
- ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას;
- ასახელებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, როგორი, როგორ, რატომ და სხვა);
- ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
- ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
- ამოიცნობს მთხრობელის/პერსონაჟის განწყობილებებს, ემოციებს, დამოკიდებულებას.
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
- ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;
- წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
წინასწარი მომზადების საფუძველზე აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი მსახიობი ურჩევნია და რატომ, სად ურჩევნია წასვლა და რატომ და სხვა);
უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- წინასწარი მომზადების საფუძველზე მარტივი ენით საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (თავისუფალი დრო, მოდა და სხვა);
- წინასწარი მომზადების საფუძველზე მარტივი ენით ჰყვება თავს გადამხდარ, გაგონილ, წაკითხულ ამბავს;
- საკვანძო სიტყვებსა და ენობრივ კონსტრუქციებზე დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს.
- მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით;
- პასუხობს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს.
უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ. სამიზნე ქვეყნების დედაქალაქები, გერმანიის გაერთიანების დღე, ბასტილიის აღების დღე და სხვა);
- ამოიცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ბიგ ბენი, ოსტანკინოს ანძა და სხვა);
- ამოიცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ. ვოლფგანგ გოეთე, შარლ დე გოლი, დედოფალი ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინი), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროებს, ეპოქას, დამსახურებას;
No comments:
Post a Comment