რეფლექსიის შესახებ
1
რეფლექსია და სასწავლო პროცესი
საგანმანათლებლო პროგრამების ძირითადი დანიშნულებაა, ასახოს, რამდენად სწორად ფასდება
მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის მიცემული დავალების შესრულება. შეფასებისას აქცენტი
კეთდება ათვისების ხარისხზე, ინფორმაციის ათვისება კი მაშინ ხდება, როდესაც პროცესში
ერთვება რეფლექსია. იგი ეხმარება მოსწავლეს, გამოავლინოს და შეიმეცნოს თავისი საქმიანობის
ძირითადი კომპონენტები, მისი აზრი და ტიპი, საშუალებები, პრობლემები და მათი გადაწყვეტის
გზები, მიღებული შედეგები, მერე კი განსაზღვროს შემდგომი საქმიანობის მიზნები. რით უნდა
დაიწყოს მასწავლებელმა ამ საკითხების წინ წამოწევა? რა ტექნიკას მიმართოს, რა გზები და
ხერხები უნდა გამოიყენოს წარმატების მისაღწევად?
ამ დროს უმთავრესი ყურადღება ექცევა რეფლექსიის შემცველ შეკითხვებს და მოტივაციას,
რომელიც მასწავლებლის ხელში შეიძლება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს, მასწავლებლის
მიერ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით დაწყებული, კრიტიკული აზროვნებითა და
სამოქმედო გეგმით დამთავრებული. თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავება კითხვებსა და
დაინტერესებას შორის:
* რეფლექსიის დროს კითხვები ზოგადია: „რა არის ეს?“, „როგორ არის ეს?“, „რა იქნება შემდეგ?“ –
ასეთი კითხვები მოსწავლეს დაააფიქრებს იმაზე, რა გააკეთა, რას აკეთებს და რას გააკეთებს
მომავალში; უკეთ დაეხმარება მიღებული შედეგების ფორმულირებასა და თავისი ქმედებების
კორექტირებაში.
* მოტივაცია, სურვილის აღძვრა კი გამოიხატება კიდევ უფრო კონკრეტული კითხვებით,
მაგალითად: „შესაძლოა თუ არა, შენი მიზანი შეიცვალოს?“ (რომლებიცმოსწავლეს მთელ რიგ
საკითხებზე გაამახვილებინებს ყურადღებას). მეორე საშუალება ინტერესის აღძვრისა - ეს არის
მოსწავლის წარმოდგენების, დამოკიდებულებების პერიფრაზირება, გამომდინარე იმ
საკითხებიდან, როდესაც დახმარებას ითხოვს; დაინტერესებისთვის, მოტივის აღძვრისთვის
შეიძლება შეკითხვა „გადავამისამართოთ“ თავად მოსწავლესთან (მან შესაძლოა უკეთ გამოხატოს
შესასწავლი მასალისადმი დამოკიდებულება).
მაგრამ ხანდახან რთულია იმ მომენტის შერჩევა, როდესაც ჯობს შეაჩერო მოსწავლე და მისი
ყურადღება მიაპყრო იმას, რას აკეთებს იგი და რატომ აკეთებს. გამოცდილი პედაგოგებისთვის ამ
მომენტის გამოჭერა ძნელი არ არის, ამით ისინი აღძრავენ კიდეც სურვილს, ინტერესს, მოტივს,
მოსწავლეებმა უკეთ ისწავლონ ის, რასაც სწავლობენ. მთავარია, მასწავლებელი ფლობდეს ამ
ტექნიკას.
ტრიადიციულ ფსიქოლოგიაში განასხვავებენ სხვადასხვა სახის რეფლექსიას:
კომუნიკაციურს - მისი ობიექტია სხვა, მეორე ადამიანის შინაგან სამყაროსა და მისი
ქმედების მიზეზებზე წარმოდგენის შექმნა (აქ რეფლექსია წარმოჩნდება როგორც სხვა
ადამიანის შეცნობის მექანიზმი);
პიროვნულს – შემეცნების ობიექტია თავად შესამეცნებელი პიროვნება, მისი თვისებები,
ქცევა, სხვებთან ურთერთობის სისტემა;
ინტელექტუალურს – იგი გამოიხატება სხვადასხვა სახის დავალების შესრულებითა და
შესრულების გზების გაანალიზებით, დავალების პირობის არაერთგზის გადახედვით.
რეფლექსიის კლასიფიკაცია ფუნქციურად შემდეგნაირია:
განწყობილებისა და ემოციური მდგომარეობის ასახვის რეფლექსია;
საქმიანობის რეფლექსია;
სასწავლო შინაარსის მასალის რეფლექსია.
2
რაც შეეხება რეფლექსიის სწავლას (გასათვალისწინებელია, რომ სავარჯიშოები ძირითადად
აგებულია თამაშის პრინციპზე), იგი შეიძლება რამდენიმე ეტპად დაიყოს:
I - მოსწავლის განწყობილების რეფლექსია; მოსწავლის წარმატების ანალიზი;
II – ყოველდღიური თვითანალიზი (რეფლექსიური დღიურის წარმოება);
III – თანაკლასელების მუშაობის ანალიზი;
IV - როგორც საკუთარი ჯგუფის, ასევე სხვა ჯგუფების ანალიზი.
საზოგადოდ, რეფლექსია (ლათ. reflexio) ნიშნავს „უკან მიბრუნებას“, ადამიანის მიერ საკუთარი
პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და
მდგომარეობის გაცნობიერებას, ფიქრს საკუთარ „მე“-ზე, მდგომარეობაზე, საქციელზე, წარსულ
მოვლენებზე, ამრიგად, ეს არის „საუბარი საკუთარ თავთან“. ამასთან ერთად, რეფლექსია,
თვითანალიზი დამოკიდებულია თავად ადამიანის განათლებაზე, მორალურ მდგომარეობასა და
თვითკონტროლზე. რეფლექსია დაკავშირებულია მიზანმიმართულებასთანაც, ვინაიდან
მოსწავლე მიზნის დასახვისას თავისებურად გაიზრებს კიდეც, როგორ მიაღწიოს მას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფლექსია დისტანციური ფორმის სწავლების დროს, როდესაც
მოსწავლე და მასწავლებელი სივრცობრივად არიან დაშორებულნი ერთმანეთს (რეფლექსიის ამ
შემთხვევაში მოსწავლე წარმოიდგენს თავისი შემცნებითი მოღვაწეობის მექანიზმს, რათა თვალი
ადევნოს სწავლების პროცესს, ეს კი დაეხმარება არა მარტო მას, არამედ პედაგოგსაც);
თანანამედროვე პედაგოგიკა რეფლექსიაში გულისხმობს ადამიანის საქმიანობის თვითანალიზს
და მის შედეგებს.
არსებობს რამდენიმენაირი რეფლექსია:
ა) ინდივიდუალური – როდესაც რეალურად ხდება თვითშემეცნების ფორმირება (ანუ როდესაც
მოსწავლეს შეუძლია თავისი სამუშაოს შეფასება; ეს არის საუბარი მოსწავლესთან თვითშეფასების
შედეგებზე – რატომ აირჩია ესა თუ ის დონე);
ბ) ჯგუფური – როცა ჯგუფის ყოველი წევრი აქცენტს სვამს მაქსიმალურ შედეგზე („შეგვეძლო თუ
არა გაკეთება, ჩვენთან რომ არ ემუშავა (სახელი)...“; „რაში დაგვეხმარებოდა (სახელი)...“)
მაგალითად გთავაზობთ ჯგუფური მუშაობის ალგორითმს:
ჯგუფური მუშაობის ალგორითმი
1. რა როლი შეასრულა დავალების შესრულებაში კომუნიკაციამ?
o გახადა ის გაცილებით ეფექტური;
o შეაფერხა დავალებამ;
o ხელი შეუშალა დავალების ზუსტად შესრულებას და ჯგუფის წევრებს შორის
კომუნიკაციას.
2. უმთავრესად რა დონეზე ხდებოდა ურთიერთობა ჯგუფის წევრებს შორის?
o ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა;
o ურთიერთქმედება;
o ურთიერთგაგება;
o ურთიერთობა შედგა ყველა დონეზე.
3. პრობლემის მოგვარებისას რა სახის კომუნიკაციური სირთულეები წარმოიშვა ჯგუფის წევრებს 3. პრობლემის მოგვარებისას რა სახის კომუნიკაციური სირთულეები წარმოიშვა ჯგუფის წევრებს
შორის?
o ინფორმაციის ნაკლებობა;
o კომუნიკაციური საშუალებების უკმარისობა (საუბარი, ტექსტი და ა.შ.);
3
o სირთულეები ურთიერთობაში.
4. რა სახის ურთიერთობა დაიძლია მუშაობის დროს?
o პიროვნებაზე ორიენტირებული;
o პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული.
5. შენარჩუნდა თუ არა ჯგუფის ერთიანობა დავალების შესრულებისას?
o ჯგუფში შენარჩუნდა ერთიანობა და პარტნიორული ურთიერთობები;
o ჯგუფის ერთიანობა სამუშაოს შესრულებისას დაირღვა.
6. ვინ და რამ შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რაც მოხდა ჯგუფში?
o მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ლიდერი;
o ჯგუფის წევრთა უმეტესობას არ აღმოაჩნდა კონტაქტის დამყარების სურვილი;
o ერთობლივი მუშაობისთვის შეთავაზებული დავალება გაუგებარი აღმოჩნდა;
o დავალება აღმოჩნდა უინტერესო და ძნელი.
ვინაიდან რეფლექსია მიმართულია უკვე განვლილი გზის შემეცნებასა და გააზრებაზე, იგი
გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად გთავაზობთ ცხრილს,
როგორ გამოვიყენოთ რეფლექსია სასწავლო მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე:
რეფლექსიის გამოყენება სასწავლო მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე
სასწავლო
მოღვაწეობის
ეტაპი
მიზანი შინაარსი შეკითხვის ვარიანტი
ორგანიზების
ეტაპი
მოსწავლეებში
აღვიძებს საქმისადმი
მზადყოფნას,
მისწრაფებას
მოსწავლის მიერ
ინდივიდუალური
მიზნის არჩევა
(სპეციფიკური და
ზოგადი უნარ-
ჩვევების
ფორმირებისთვის)
. წაიკითხეთ გაკვეთილის
თემა და შეეცადეთ
მოახდინოთ თქვენი
საგაკვეთილო დავალების
ფორმულირება
მოსწავლეთა
აქტუალიზაციი
ს ეტაპი
ეს არის თავისებური
დიაგნოსტიკა,
რომელიც საშუალებას
აძლევს მოსწავლეს,
დაინახოს თავისი
მომზადების დონე
ყოველი მოსწავლე
თავისთვის
განსაზღვრავს ცოდნის
სისავსეს და
დამოუკიდებლად
აფასებს დავალების
შესრულების სისწორეს
. რით დაიწყებთ?
სამუშაოს
დასაწყისში –
გაკვეთილის
შინაარსის
მიხედვით –
შინაარსობრივი
რეფლექსია
დაეხმაროს მოსწავლეს,
გააცნობიეროს
„ინტელექტუალური
კონფლიქტი“, მიიღოს
ცოდნა თავისი ცოდნის
საზღვრების შესახებ და
წამოჭრას “სასწავლო
შემეცნებითი
საქმიანობის ფორმის
დამოუკიდებლად
არჩევა
. რით დაგეხმარებათ
წყვილებში მუშაობა?
4
დავალება“ ანუ
გააფართოოს ეს
საზღვრები
დამამთავრებე
ლ ეტაპზე
შეაფასოს შედეგები,
განსაზღვროს ახალი
ამოცანები,
გამოამჟღავნოს
სამუშაოთი
გამოწვეული
განწყობილება
მოსწავლეთა მიერ
საკუთარი ათვისების
უნარის, ქმედების
საშუალების გაცნობა
. რა მოგცათ წყვილში
მუშაობამ?
. დაგეხმარათ ასეთი ფორმა,
მაგალითად, განსაზღვრების
შედარებათა ხარისხის
შემეცნებასა და
დამახსოვრებაში?
. რა სირთულეებს წააწყდით?
. როგორ უნდა
გაუმკლავდეთ მათ?
. რა გაიგეთ ახალი
გაკვეთილიდან?
. რა გზით მიიღეთ ახალი
ცოდნა?
. რა გზით შეიძლება
გამოიყენო გაკვეთილზე
მიღებული ცოდნა მომავალ
ცხოვრებაში?
სასწავლო მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე რეფლექსიის მიზანია, მოსწავლე/მასწავლებელი
გაკვეთილიდან მხოლოდ მკაფიო შედეგით კი არ წავიდეს, არამედ შეადაროს ერთმანეთს როგორც
თავისი, ისე სხვისი საშუალებები და მეთოდები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია
2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...
-
სწავლებისა და სწავლის თანამედროვე სტრატეგიები კომუნიკაცია კომუნიკაცია...
-
განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელ სწავლის შედეგის გაუმ...
-
გთავაზობთ გაკვეთილის მსვლელობას და აქტივობების მოკლე აღწერას მეორე კლასის ღია გაკვეთილისთვის. 1. მოსწავლეებმა წარადგინეს თავი მოკლე დახასი...
No comments:
Post a Comment