ინტელის ცხრა დღიანი ტრენინგი პროექტებით სწავლება და ინტეგრირება მთლიანობაში ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია გამოსადეგია არა მხოლოდ პროექტების საწარმოებლად, არამედ ყოველდღიური გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში. ძალიან კარგი იყო პროექტის შაბლონის შევსებაზე მუშაობა, სადაც პრაქტიკულად განვიხილეთ თითოეულ პუნქტში ჩასაწერი ინფორმაცია. ვფიქრობ მეტი უნდა ვიმუშაო და დამატებით ინფორმაციას გავეცნო შეფასებებთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საკითხი აქილევსის ქუსლია არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ნებისმიერი მასწავლებლისთვის.
პროექტის მსვლელობის ფარგლებში გავეცანი საიტერესო საიტს http://tpdc.ge/essentials/ სადაც განთავსებულია ინტელის სახელმძღვანელო პროექტებით სწავლების შესახებ, სადაც არის ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად ვადევნებ თვალს.
ამას გარდა საინტერესო იყო სხვადასხვა სასარგებლო ვებ გვერდების გაცნობა რაც თითოეული მასწავლებლისთვის ასევე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო Google Earth-ს ვირტუალური ლაბორატორია, რაც კონკრეტულად ჩემი პროექტის განხორციელებაში ძალიან სასარგებლო რესურსი იქნება.
ძალიან სასარგებლო იყო ასევე სხვადასხვა სკოლის კოლეგების გაცნობა და მათთან ასაინტერესო დისკუსია, რჩევები და აზრთა გაცვლა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია
2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...
-
სწავლებისა და სწავლის თანამედროვე სტრატეგიები კომუნიკაცია კომუნიკაცია...
-
განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელ სწავლის შედეგის გაუმ...
-
გთავაზობთ გაკვეთილის მსვლელობას და აქტივობების მოკლე აღწერას მეორე კლასის ღია გაკვეთილისთვის. 1. მოსწავლეებმა წარადგინეს თავი მოკლე დახასი...
No comments:
Post a Comment