ინტელის ტრენინგი პროექტებით სწავლების მეხუთე დღე

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო პროექტის პრეზენტაციის შაბლონზე მუშაობით. გავხსენით ჩვენი ელ ფოსტა და დრაივიდან ჩამოვტვირთეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი დავიწყეთ მასში ინფორმაციის შეტანა. ჩვენს მიერ შევსებული სასწავლო პროექტის გეგმიდან დავაკოპირეთ ინფორმაცია.
შემდეგი აქტივობა იყო ჩვენს ბლოგებზე ამ პრეზენტაციის ჩაშენება. ვისწავლეთ როგორ მოვძებნოთ embed კოდი და როგორ გამოვაქვეყნოთ ბლოგზე. შემდეგ მოვიძიეთ რესურსი ჩვენი პროექტის შესაბამისად და ისიც გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შემდეგ წავშალეთ ეს ყველაფერი და ხელთავიდან გამოვაქვეყნეთ რათა უკეთ გაგვეთავისებინა აღნიშნული მოქმედებები.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და ვანვიხილეთ როგორ უნდა მივუთითოთ ტექსტური ინფორმაციის წყარო, ბიბლიოგრაფიაში მივუთითეთ ჩვენს მიერ გამოყენებული მისამართები, როგორ უნდა მივუთითოთ გამოყენებული ფოტოების მისამართები, რათა არ დაირღვეს საავტორო უფლებები.
შემდეგ განვიხილეთ http://tpdc.ge/essentials/ -ზე საავტორო უფლებების ქაოსის შესახებ მომზადებულ სლაიდ შოუს.
დღე შევაჯამეთ რეფლექსიით.

No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...