მერვე დღე

ინტელის ტრენინგის მერვე დღე დაიწყო დისტანციური სწავლების განხილვით. განვიხილეთ დისტანციური სწავლების კომპონენტები: სპეციალური საჭიროებების, განსაკუთრებით ნიჭიერი და არაქართულენოვანი მოსწავლეების შესახებ. ჩვენი გეგმის შაბლონში შევიტანეთ ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ საკითხებზე. შემდეგ განვაგრძეთ გეგმის შაბლონის შევსება და მოვნიშნეთ რესურსების ველში საჭირო რესურსები.
შემდეგი აქტივობა იყო ჩვენი საქაღალდეების რედაქტირება და ბლოგზე ლინკის განთავსება, რომლის მიხედვითაც პროექტების ველში მივუთითეთ პროექტის ლინკი. აღნიშნული მოქმერდება არის ძალიან სასარგებლო და  ნამდვილად გამომადგება ჩემს მომავალ საქმიანობაში. შემდეგი აქტივობა იყო პროექტის პრეზენტაციის მომზადებაზე მუშაობის გაგრძელება.

No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...