21 საუკუნის უნარები


21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობადა გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობისდემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდაინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვაწერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭიროკომპრომისისთვისმზადყოფნისადა მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურადდა ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზეწვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.     
მედიაწიგნიერება
      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
      მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის დარწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
      ინფორმაციაზეწვდომისადა მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხებისსაფუძვლიანი ცოდნა.
ციფრული წიგნიერება
      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
      ინფორმაციაზეწვდომისადა მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      საკუთარისასწავლო საჭიროებებისა დაწარმოდგენების მონიტორინგი;
      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება,ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
      ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
      დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭებადა შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრდაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისადა მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
      მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
      გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება,პა


[1]წყარო:პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.


No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...