პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. მათ შორის მეც დამსწრე მასწავლებლებს წარვუდგინე ჩემი კვლევა "კითხვის უნარის განვითარება ინგლისური ენის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე"
აღნიშნულ შეხვედრაზე პედაგოგებს გავაცანი ჩემი კვლევის მიგნებები, ინტერვენციები, კვლევის გამხორციელების მეთოდები და სხვა. დამსწრეთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა.
ჩემი კვლევა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
კვლევა:  კითხვის უნარების განვითარება ინგლისური ენის სწავლებისას











ინტელის ტრენინგი 9 დღე

ინტელის ცხრა დღიანი ტრენინგი პროექტებით სწავლება და ინტეგრირება მთლიანობაში ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია გამოსადეგია არა მხოლოდ პროექტების საწარმოებლად, არამედ ყოველდღიური გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში. ძალიან კარგი იყო პროექტის შაბლონის შევსებაზე მუშაობა, სადაც პრაქტიკულად განვიხილეთ თითოეულ პუნქტში ჩასაწერი ინფორმაცია. ვფიქრობ მეტი უნდა ვიმუშაო და დამატებით ინფორმაციას გავეცნო შეფასებებთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საკითხი აქილევსის ქუსლია არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ნებისმიერი მასწავლებლისთვის.
პროექტის მსვლელობის ფარგლებში გავეცანი საიტერესო საიტს http://tpdc.ge/essentials/ სადაც განთავსებულია ინტელის სახელმძღვანელო პროექტებით სწავლების შესახებ, სადაც არის ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად ვადევნებ თვალს.
ამას გარდა საინტერესო იყო სხვადასხვა სასარგებლო ვებ გვერდების გაცნობა რაც თითოეული მასწავლებლისთვის ასევე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო Google Earth-ს ვირტუალური ლაბორატორია, რაც კონკრეტულად ჩემი პროექტის განხორციელებაში ძალიან სასარგებლო რესურსი იქნება.
ძალიან სასარგებლო იყო ასევე სხვადასხვა სკოლის კოლეგების გაცნობა და მათთან ასაინტერესო დისკუსია, რჩევები და აზრთა გაცვლა.

მერვე დღე

ინტელის ტრენინგის მერვე დღე დაიწყო დისტანციური სწავლების განხილვით. განვიხილეთ დისტანციური სწავლების კომპონენტები: სპეციალური საჭიროებების, განსაკუთრებით ნიჭიერი და არაქართულენოვანი მოსწავლეების შესახებ. ჩვენი გეგმის შაბლონში შევიტანეთ ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ საკითხებზე. შემდეგ განვაგრძეთ გეგმის შაბლონის შევსება და მოვნიშნეთ რესურსების ველში საჭირო რესურსები.
შემდეგი აქტივობა იყო ჩვენი საქაღალდეების რედაქტირება და ბლოგზე ლინკის განთავსება, რომლის მიხედვითაც პროექტების ველში მივუთითეთ პროექტის ლინკი. აღნიშნული მოქმერდება არის ძალიან სასარგებლო და  ნამდვილად გამომადგება ჩემს მომავალ საქმიანობაში. შემდეგი აქტივობა იყო პროექტის პრეზენტაციის მომზადებაზე მუშაობის გაგრძელება.

მეშვიდე დღე

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე დაიწყო დავალების განხილვით. განვიხილეთ ჩვენს მიერ შესრულებული დავალებები და მივიღეთ საჭირო რჩევები.
ტრენინგი გაგრძელდა შეფასების ფორმების განხილვითა და შევსებით. შევავსეთ მასწავლევლებლის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია, შემდეგ შევავეთ პროექტის მახასიათებლის ჩექლისტი.
გაზეთის შეფასების ჩექლისტი, ბროშურის შეფასების ჩექლისტი.
შემდეგი აქტივობა იყო გეგმის შაბლონში იმ ინფორმაციის შეტანა რაც ეხება შეფასებას. ასევე მიზნებს. დღე იყო საკმაოდ პროდუქტიული და მრავლისმომცველი.

ინტელის ტრენინგის 6 დღე

ინტელის ტრენინგის პროექტებით სწავლება - მეექვსე დღე წარიმართა ძალზედ საინტერესოდ. ტრენინგი დაიწყო მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშების განხილვით. შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე ტრენერმა გაგვაცნო ფაილი თუ როგორ უნდა წარვმართოთ ეფექტური პრეზენტაცია -  რა არის მისი შემადგენელი კომპონენტები და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ რათა ჩვენი პრეზედნტაცია წარმატებული აღმოჩნდეს.
ამის შემდეგ გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი - მოვარგეთ ჩვენს პროექტს და გავამზადეთ მოსწავლეებუისთვის გადასაგზავნათ. ასევე გავაკეთეთ კედლის გაზეთის შაბლონი და ბროშურის შაბლონი.
განვაგრძეთ ბლოგზე მუშაობა. ბლოგის სრულყოფის მიზნით ვისწავლეთ როგორ დავამატოთ გაჯეტები, როგორ შევცვალოთ ფონი, როგორ ავარჩიოთ განსხვავებული თემა, დავამატეთ საასარგებლო ბმულები, შევცვალეთ თემა და ა.შ. ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

ინტელის ტრენინგი პროექტებით სწავლების მეხუთე დღე

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო პროექტის პრეზენტაციის შაბლონზე მუშაობით. გავხსენით ჩვენი ელ ფოსტა და დრაივიდან ჩამოვტვირთეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი დავიწყეთ მასში ინფორმაციის შეტანა. ჩვენს მიერ შევსებული სასწავლო პროექტის გეგმიდან დავაკოპირეთ ინფორმაცია.
შემდეგი აქტივობა იყო ჩვენს ბლოგებზე ამ პრეზენტაციის ჩაშენება. ვისწავლეთ როგორ მოვძებნოთ embed კოდი და როგორ გამოვაქვეყნოთ ბლოგზე. შემდეგ მოვიძიეთ რესურსი ჩვენი პროექტის შესაბამისად და ისიც გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შემდეგ წავშალეთ ეს ყველაფერი და ხელთავიდან გამოვაქვეყნეთ რათა უკეთ გაგვეთავისებინა აღნიშნული მოქმედებები.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და ვანვიხილეთ როგორ უნდა მივუთითოთ ტექსტური ინფორმაციის წყარო, ბიბლიოგრაფიაში მივუთითეთ ჩვენს მიერ გამოყენებული მისამართები, როგორ უნდა მივუთითოთ გამოყენებული ფოტოების მისამართები, რათა არ დაირღვეს საავტორო უფლებები.
შემდეგ განვიხილეთ http://tpdc.ge/essentials/ -ზე საავტორო უფლებების ქაოსის შესახებ მომზადებულ სლაიდ შოუს.
დღე შევაჯამეთ რეფლექსიით.

რესურსი

პროექტის პრეზენტაცია

ინტელის ტრენინგის მესამე დღე

ინტელის ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ტრენერის მიერ მომზადებული პრეზენტაციის წარდგენით, რომელიც მოიცავდა სასარგებლო ინფორმაციას და რჩევებს პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
განვიხილეთ დამხმარე მასალა პროექტის შემადგენელი კონპონენტის -  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ. როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ზოგადი შეკითხვა, თემატური შეკითხვა და შინაარსობრივი კითხვა. ეს მასალა არის ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მქონე კარგი პროექტის განსახორციელებლად. თუ არაა სწორად და კარგად ჩამოყალიბებული აღნიშნული კითხვები ძალიან რთულია პროექტის დაგეგმვა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაცვიულად დატვირტული დგე იყო. აღნიშნული მასალა ძალიან გამოსადეგია პროექტების სწორად საწარმოებლად.
ჩვენს მიერ შექმნილ პროექტის გეგმებში შევიტანეთ აღნიშნუილი ინფორმაცია  და ასევე მოვახდინეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტების  შესაბამისობა ჩვენს მიზნებთან და მათი კოპირება.
ამის შემდეგ ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ google drive - ზე და დღე დავასრულეთ მესამე დღის რეფლეექსიით.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...