რესურსი ციფრები 1 დან 20-მდე

აღნიშნული რესურსის შექმნა გადავწვიტე მას შემდეგ რაც პირველი კლასის მოსწავლეებთან შესასწავლი თემა ეხებოდა ციფრების დამახსოვრებას 1 -დან 20 -ის ჩათვლით. მოსწავლეთა უმეტესობისთვის ადვილი იყო 1- დან 10 -მდე დათვლის სწავლა რადგან მათ გააჩნდათ წინარე ცოდნა, თუმცა კლასში იყვნენ ისეთი მოსწავლეები რომლებიც ადვილად ვერ ითვისებდნენ. მათთვის მოსაწყენი იყო ტრადიციული გზით მასალის შესწავლა, შესაბამისად გადავწყვიტე შემექმნა თვალსაჩინოება რომელიც მოსწავლეებისთვის იქნებოდა სახალისო, დასამახსოვრებელი და აუმაღლებდა მოტივაციას. აღნიშნული თვალსაჩინოების შექმნის შედეგად საოცრად ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაიზარდა მათი ჩართულობა.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის თავისებურებებს, არის კომპლექსური და გარდა ციფრების დამახსოვრებისა მოსწავლეებს ეხმარება დაიმახსოვრონ ფერები რომელიც პლაკატზეა წარმოდგენილი. აგრეთვე მოსწავლეებს უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს ისეთი სიტყვების დამახსოვრებით როგორიცაა: „მზე, ღრუბელი, ზღვა, ნავი, ბიჭი, ქუდი, ანკესი, თევზი, ლოდი და წყალმცერანრე.“ მოსწავლეები ასევე შეძლებენ მარტივი წინადადებების შედგენას. რესურსი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ საკლასო მუშაობის ნებისმიერი ფორმისას - ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური. რესურსი შესაძლოა გამოყენებული ქნეს სხვა საგნების მიერ მოდიფიკაციის შდეგად (მათემატიკა, სხვა უცხოური ენები)

                    სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია


გამომდინარე იქედან რომ აღნიშნული რესურსი წარმოაგდენს თვალსაჩინოებას - კერძოდ კი პლაკატს, ის ვიზუალურად ადვილად აღსაქმელია და მოსწავლეებისთვის სახალისო შესასრულებელია. პლაკატზე მოცემულია ბიჭი, რომელიც თევზაობს. მოსწავლეები წარმოიდგენენ რომ ბიჭის ნაცვლად სხედან ნავში და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირონ. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს შევთავაზე თამაშის სახით. ისინი ერთმანეთის შემდეგ გამოდიან პლაკატთნ და ითვლიან თუ რამდენ თევზს დაიჭერენ. ვინც შეჩერდება მაგალითად 15 -ზე და ვეღარ აგრძელებს თვლას, მან ადგილი უნდა დაუთმოს სხვა მოსწავლეს. ეს თამაში ეფექტურია აგრეთვე ჯგუფურად ან წყვილებში. თვლის შესწავლის გარდა პლაკატი საშუალებას იძლევა მოსწავლეებს იოლად დაამახსოვრდეთ ფერები, აგრეთვე ახალი ენობრივი ერთეულები და მათი გამოყენებით შეადგინონ მარტივი წინადადებები. მოსწავლეები აგრეთვე შეძლებენ გასცენ პასუხი მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, რაც ანვითარებს მათი საუბრის უნარს. ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები და ვიდეო მასალა უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით რესურსის რაობაზე და მის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.














No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...