ქვემოთ მითითებულ ვებ გვერდზე წარმოდგენილია ელექტრონული რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებს გაუზარდოთ მოტივაცია წელიწადის დროების და თვეების შესწავლის დროს. აღნიშნული რესურსი წარმოადგენს ვიქტორინას ანუ აქვს თამაშის სახე, შესაბამისად თუ მოსწავლე გასცემს სწორ პასუხს გადადის შემდეგ ეტაპზე.
https://learningapps.org/display?v=preb8u01t18
რესურსი ციფრები 1 დან 20-მდე
აღნიშნული რესურსის შექმნა გადავწვიტე მას შემდეგ რაც პირველი
კლასის მოსწავლეებთან შესასწავლი თემა ეხებოდა ციფრების დამახსოვრებას 1 -დან 20 -ის
ჩათვლით. მოსწავლეთა უმეტესობისთვის ადვილი იყო 1- დან 10 -მდე დათვლის სწავლა რადგან
მათ გააჩნდათ წინარე ცოდნა, თუმცა კლასში იყვნენ ისეთი მოსწავლეები რომლებიც ადვილად
ვერ ითვისებდნენ. მათთვის მოსაწყენი იყო ტრადიციული გზით მასალის შესწავლა, შესაბამისად
გადავწყვიტე შემექმნა თვალსაჩინოება რომელიც მოსწავლეებისთვის იქნებოდა სახალისო, დასამახსოვრებელი
და აუმაღლებდა მოტივაციას. აღნიშნული თვალსაჩინოების შექმნის შედეგად საოცრად ამაღლდა
მოსწავლეთა მოტივაცია, გაიზარდა მათი ჩართულობა.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი
ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის თავისებურებებს, არის კომპლექსური და გარდა ციფრების
დამახსოვრებისა მოსწავლეებს ეხმარება დაიმახსოვრონ ფერები რომელიც პლაკატზეა წარმოდგენილი.
აგრეთვე მოსწავლეებს უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს ისეთი სიტყვების დამახსოვრებით როგორიცაა:
„მზე, ღრუბელი, ზღვა, ნავი, ბიჭი, ქუდი, ანკესი, თევზი, ლოდი და წყალმცერანრე.“ მოსწავლეები
ასევე შეძლებენ მარტივი წინადადებების შედგენას. რესურსი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ საკლასო მუშაობის ნებისმიერი ფორმისას - ინდივიდუალური,
წყვილური, ჯგუფური. რესურსი შესაძლოა გამოყენებული იქნეს სხვა საგნების მიერ
მოდიფიკაციის შედეგად (მათემატიკა,
სხვა უცხოური ენები)
სასწავლო რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია
გამომდინარე იქედან რომ აღნიშნული რესურსი წარმოაგდენს
თვალსაჩინოებას - კერძოდ კი პლაკატს, ის ვიზუალურად ადვილად აღსაქმელია და მოსწავლეებისთვის
სახალისო შესასრულებელია. პლაკატზე მოცემულია ბიჭი, რომელიც თევზაობს. მოსწავლეები
წარმოიდგენენ რომ ბიჭის ნაცვლად სხედან ნავში და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თევზი
დაიჭირონ. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს შევთავაზე თამაშის სახით. ისინი ერთმანეთის
შემდეგ გამოდიან პლაკატთნ და ითვლიან თუ რამდენ თევზს დაიჭერენ. ვინც შეჩერდება მაგალითად
15 -ზე და ვეღარ აგრძელებს თვლას, მან ადგილი უნდა დაუთმოს სხვა მოსწავლეს. ეს თამაში
ეფექტურია აგრეთვე ჯგუფურად ან წყვილებში. თვლის შესწავლის გარდა პლაკატი საშუალებას
იძლევა მოსწავლეებს იოლად დაამახსოვრდეთ ფერები, აგრეთვე ახალი ენობრივი ერთეულები
და მათი გამოყენებით შეადგინონ მარტივი წინადადებები. მოსწავლეები აგრეთვე შეძლებენ
გასცენ პასუხი მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, რაც ანვითარებს მათი საუბრის უნარს.
ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები და ვიდეო მასალა უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით რესურსის რაობაზე და
მის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.
გაკვეთილი შეფასების ჯგუფისთვის
მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის
სქემის ფარგლებში 2018 წლის14 მაისს 2-გ კლასში ჩავატარე შიდა შეფასების გაკვეთილი. ჩემს მიერ მოსწავლეებისათვის
მიწოდებული მასალა შესაბამისობაში მოდიოდა მოსწავლეთა ასაკთან და განვითარების თავისებურებებთან,
ამასთან აღნიშნული მასალა იძლეოდა დაფიქრების, გააზრებისა და მსჯელობის საშუალებას.
გაკვეთილის
გეგმა და მიზნები ჩატარებამდე გავაცანი შეფასების ჯგუფის წევრებს. მივიღე რეკომენდაციები
და შესაბამისად შევიტანე ცვლილებები.
გაკვეთილის
მიზნები გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმიდან და გამოყენებული მეთოდები მორგებული
იყო დასახულ მიზანს.
ვფიქრობ,
გაკვეთილზე დასახული მიზნები იქნა მიღწეული, რაც განაპირობა დაგეგმილმა აქტივობებმა
და შესაბამისმა რესურსებმა. მოსწავლეებმა შეძლეს:
·
ახალი საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა და
გაანალიზება.
·
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
·
ვერბალური და
ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსება.
·
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა ახალ თემასთნ
დაკავშირებით.
გაკვეთილი წარიმართა
სამფაზიანი მოდელით. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი, აქტივობები
და შეფასების რუბრიკები. შევასრულე გეგმით გაწერილი ყველა აქტივობა. განმავითარებელი
შეფასებით მოვახდინე მოსწავლეების შეფასება. გაკვეთილის ბოლო ნაწილში კი მოსწავლეებისგან
მივიღე კონსტრუქციული უკუკავშირი. მათ „გული“ მიაკრეს იმ აქტივობას რაც მათთვის ყველაზე
საინტერესო აღმოჩნდა.
გაკვეთილი იყო საინტერესო,
ინფორმაციული და დატვირთული, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში,
მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა. განსაკუთრებით კი ახალი ლექსიკური
ერთეულების შესასწავლად გამოყენებული აქტივობები და ვიდეოს ჩვენების შემდეგ გამართული
კითხვა პასუხი წარიმართა საინტერესოდ. ვფიქრობ,
რომ გამოყენებული მეთოდებით და აქტივობებით
ნამდვილად შევძელი დასახაული მიზნის მიღწევა.მრავალფეროვანმა რესურსებმა და აქტივობებმა
მოსწავლეები სრულად ჩართო სასწავლო პროცესში, აუმაღლა მათ ინტერესი და მოტივაცია თემასთან
დაკავშირებით.
შეფასების ჯგუფის წევრებმა
გამოხატეს მოწონება და აღნიშნეს, რომ გაკვეთილი იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული,
რასაც მოწმობდა მოსწავლეთა მაღალი დონე და ჩართულობა. შეფასების ჯგუფმა მომაწოდა კონკრეტული
რჩევები, რომელსაც შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ.
Subscribe to:
Posts (Atom)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია
2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...
-
სწავლებისა და სწავლის თანამედროვე სტრატეგიები კომუნიკაცია კომუნიკაცია...
-
განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელ სწავლის შედეგის გაუმ...
-
გთავაზობთ გაკვეთილის მსვლელობას და აქტივობების მოკლე აღწერას მეორე კლასის ღია გაკვეთილისთვის. 1. მოსწავლეებმა წარადგინეს თავი მოკლე დახასი...