სასწავლო გეგმის ნიმუში

სასწავლო გეგმის ნიმუში
(პუნქტების მოკლე აღწერა)
1. გაკვეთილის თემა
გრაფაში იწერება გაკვეთილის/გაკვეთილების ციკლის სათაური
2. სწავლების საფეხური და კლასი
მიუთითეთ, რომელი საფეხურისთვის და კლასისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული გაკვეთილის გეგმა;
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
მიუთითეთ ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი მიუთითეთ იმ საგნის პარალელურად, რომელსაც ასწავლის
4. მოსწავლეთა რაოდენობა
მიუთითეთ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
„განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეების“ ქვეშ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, იგულისხმებოდნენ შეზღუდული შესაძლელობების მქონე, ძნელად აღსაზრდელი, სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილი ან წინმსწრები ბავშვები, რომელთათვის ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია.
მიუთითეთ ასეთი მოსწავლეების რაოდენობა და განსაკუთრებული საჭიროებების ტიპი.
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
გაკვეთილის სასწავლო მიზნები არის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ გაკვეთილის/გაკვეთილების ბოლოს.
სასწავლო მიზნები არ ასახავს პროცესს, არამედ გამოხატავს იმას, რის მიღწევასაც ვგეგმავთ გაკვეთილის/გაკვეთილების ბოლოს. შესაბამისად, რა კომპეტენციები (ცოდნა და უნარ-ჩვევები) უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა. მიზანი იწერება კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. მაგალითად, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გაანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.
მიზნები უნდა აღიწეროს ინტეგრებული საგნების მიხედვით ცალ-ცალკე.
„გაკვეთილის სასწავლო მიზნები“ უნდა უკავშირდებოდეს მომდევნო გრაფაში („ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი“) წარმოდგენილ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებს.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ამ უჯრედში ჩასაწერად ეროვნული სასწავლო გეგმიდან უნდა გადმოიტანოთ შედეგ(ებ)ი და ინდიკატორ(ებ)ი (როგორც კონკრეტული საგნის, ასევე ისტ-ის), რომელთა მიღწევასაც უწყობს ხელს თქვენს მიერ დაგეგმილი გაკვეთილი.
მაგ.:
გეო. IX. 2. მოსწავლე ახასიათებს და აანალიზებს საქართველოს ბუნებრივ პირობებს.
ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ პარამეტრებს შორის და მსჯელობს მათ გეოგრაფიაზე (მაგ.: საქართველოს რელიეფის ფორმებს და ჰავის თავისებურებებს უკავშირებს ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბება-გავრცელებას); ამ მაჩვენებლების მიხედვით ადარებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს
ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში მიუთითეთ შედეგები ცალ-ცალკე ყველა საგანის მიხედვით;
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
თანმიმდევრობა არის ჩატარებული გაკვეთილის/გაკვეთილების პროცესის თანმიმდევრული აღწერა.
გაკვეთილის პროცესი აღიწერება გაკვეთილის დაწყებიდან მის დასრულებამდე: ქმედებების თანმიმდევრობა, რატომ კეთდება, რას აკეთებს მასწავლებელი, რას აკეთებენ მოსწავლეები, როდის და როგორ ხდება ჯგუფური, ინდივიდუალური, თუ წყვილებში მუშაობა, როდის ფასდებიან მოსწავლეები და ა.შ.
აქტივობები უნდა აღიწეროს ცალ-ცალკე და მიეთითოს ხანგრძლიობა წუთებში.
შენიშვნა:
თუ წარმოდგენილი გეგმა ასახავს ერთზე მეტ გაკვეთილს (გაკვეთილების ციკლს), ამ პუნქტში უნდა აღიწეროს თითოეული გაკვეთილი ცალ-ცალკე, ერთმანეთის მიმდევრობით.
მაგ.
გაკვეთილი 1 - საგნის დასახელება - ისტორია
გაკვეთილის თანმიმდევრობის (აქტივობა და დრო) აღწერა
გაკვეთილი 2 - საგნის დასახელება - გეოგრაფია
გაკვეთილის თანმიმდევრობის (აქტივობა და დრო) აღწერა
ა.შ.
9. შეფასება
მიუთითეთ, რა ფორმით ამოწმებთ სასწავლო შედეგებს.
აღწერეთ შეფასების რა ტიპ(ებ)ს (განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ინდივიდუალური, ჯგუფური...) იყენებთ;
ამისათვის, სასურველია, წინასწარ გაამზადოთ შეფასების რუბრიკა/ შეფასების ფურცელი, რომელიც გაკვეთილის გეგმას ცალკე დოკუმენტის სახით დაერთვის.
ამასთან ერთად, ინტერნეტიზირებული სკოლები შეფასების რუბრიკებს აქვეყნებენ lemill.net-ზე „მასალების“ განყოფილებაში და ამ გრაფაში უთითებენ მის ბმულს.
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

ტექნიკა და ინსტრუმენტები - შესასრულებელი აქტივობის გათვალისწინებით უნდა მიუთითოთ, თუ რა ტექნიკა და დამხმარე ინსტრუმენტები გჭირდებათ გაკვეთილზე (მაგ.: კომპიუტერების რაოდენობა, პროექტორი, გლობუსი, კოლბა და ა.შ.)
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში: იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული ლაბორატორიები მრავლად არ გვაქვს სკოლებში, მიანიშნეთ, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი იმავე გაკვეთილის ჩატარება, ვთქვათ, 3 ან 1 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში. თუ არა, მიანიშნეთ: მიზანშეწონილი არ არის მსგავსი გაკვეთილის ჩატარება კლასში 3 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში.
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
მიანიშნეთ წყაროები, რომლებიც გამოიყენეთ გაკვეთილის მომზადების, მსვლელობის დროს (მაგ. წიგნები, ალბომები..).
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები
მიუთითეთ ის კომპიუტერული პროგრამები (მაგ. OpenOffice.Org Presentation, OpenOffice.Org spreadsheet, gimp, და სხვა.. ), ვებ-გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები (Flickr.com, maps.google.com, earth.google.com, wikipedia…), რომლებსაც იყენებთ თქვენ და მოსწავლეები გაკვეთილისთვის.

შენიშვნა: საგაკვეთილო გეგმა უნდა შეივსოს ქართულ ენაზე. თუ გაკვეთილი უკავშირდება ენების სწავლების შედეგებს, სასწავლო მასალები (სავარჯიშოები, ტესტები და სხვ.) წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ენაზე, რომლის სწალებაც მიმდინარეობს.



No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...