ინტელის ტრენინგის 6 დღე

ინტელის ტრენინგის პროექტებით სწავლება - მეექვსე დღე წარიმართა ძალზედ საინტერესოდ. ტრენინგი დაიწყო მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშების განხილვით. შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე ტრენერმა გაგვაცნო ფაილი თუ როგორ უნდა წარვმართოთ ეფექტური პრეზენტაცია -  რა არის მისი შემადგენელი კომპონენტები და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ რათა ჩვენი პრეზედნტაცია წარმატებული აღმოჩნდეს.
ამის შემდეგ გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი - მოვარგეთ ჩვენს პროექტს და გავამზადეთ მოსწავლეებუისთვის გადასაგზავნათ. ასევე გავაკეთეთ კედლის გაზეთის შაბლონი და ბროშურის შაბლონი.
განვაგრძეთ ბლოგზე მუშაობა. ბლოგის სრულყოფის მიზნით ვისწავლეთ როგორ დავამატოთ გაჯეტები, როგორ შევცვალოთ ფონი, როგორ ავარჩიოთ განსხვავებული თემა, დავამატეთ საასარგებლო ბმულები, შევცვალეთ თემა და ა.შ. ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

No comments:

Post a Comment

სპექტაკლის პრეზენტაცია

დავალების აღწერა: მოსწავლეებს ევალებათ, ჯგუფურად მოამზადონ და გაითამაშონ ზღაპრების „წითელქუდა“ და "წითელცხვირა ირემი რუდოლფის" სცე...