ინტელის ტრენინგის 2 დღე

ტრენინგის მეორე დღე აღმოჩნდა მეტად საინტერესო და მრავლისმომცემი. ტრენერმა გადმოგვიგზავნა საქაღალდე რომელიც ჩამოვტვირთეთ და გავარჩიეთ. განვიხილეთ მისი შემადგენელი ელემენტები. დოკუმენტების ფაილში შევქმენით ჩვენი სახელით ფაილი.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ მისი შემადგენელი ელემენტები და დავიწყეთ მონაცემების შევსება ჩვენი განსახორციებელი პროექტის შესახებ. პროექტის შაბლონის ნახვა და გაცნობა იყო ძალიან კარგი რადგან მანამდე ჩემთვის გაურკვეველი იყო აღნიშნული საკითხი.
შემდეგი აქტივობა იყო  საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება ჯერ ხელით და შემდეგ ელექტრონულად. ტრენერი გვაწვდიდა დეტალურ ინფორმაციას თუ რომელ გვერდზე რა უნდა ჩაიცეროს რომ კარგი საინფორმაციო ბუკლეტი გამოვიდეს. შემ,დეგ გადავედით ელექტრონულ ფორმატში და გადავითანეთ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ელექტრონულ ბუკლეტში. ჩავსვით ფოტოები და გავაფორმეთ. აღნიშნული ინფორმაცია იყო საინტერესო და ინფორმაციული. კვლავ ვიმედოვნებ სასარგებლო ინფრმაციის მიღების გაგრძელებას.

No comments:

Post a Comment

სპექტაკლის პრეზენტაცია

დავალების აღწერა: მოსწავლეებს ევალებათ, ჯგუფურად მოამზადონ და გაითამაშონ ზღაპრების „წითელქუდა“ და "წითელცხვირა ირემი რუდოლფის" სცე...